დღეს, 24 იანვარს, “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ლუის სუარესს, 36 წელი შეუსრულდა.
სუარესი “ბლაუგრანაში” 2014-2020 წლებში თამაშობდა. ლუისმა “ბარსაში” დიდი კვალი დატოვა, გახდა რა კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი. ურუგვაელი ლეგენდის “ბარსელონური” კარიერა 284 მატჩს, 198 გოლსა და 113 ასისტს მოითვლის.
სუარესმა “ბარსელონასთან” ერთად 13 ტიტული მოიგო – 1 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთს თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ურუგვაელმა თავდამსხმელმა პროფესიონალური კარიერა “ნასიონალში” დაიწყო, რის შემდეგაც იგი “გრონინგენში” გადავიდა. ლუისის მესამე კლუბი “აიაქსი” იყო, საიდანაც მან “ლივერპულს” მიაშურა. სუარესი “ბარსაში” სწორედ “ლივერპულიდან” მოხვდა. “ბლაუგრანას” შემდეგ “ელ პისტოლერო” მადრიდულ “ატლეტიკოში” გადაბარგდა, შემდეგ კი ცოტა ხნით მშობლიურ “ნასიონალში” დაბრუნდა. სუარესი ამჟამად ბრაზილიის მეორე დივიზიონის გუნდში “გრემიოში” ირიცხება.
“ბარსელონას”, რა თქმა უნდა, სუარესის დაბადების დღე არ გამოჰპარვია. კატალონიურმა კლუბმა ლეგენდას იუბილე სოციალურ ქსელ Instagram-ზე მიულოცა.
სუარესის კარიერი პიკი იყო ლივერპულში რაც გააკეთა მაგ სეზონი ალბათ, თუ ერთ სეზონზეა საუბარი, ამ სამიდან სუარესის პრაიმი იყო ყველაზე სანახაობრივო, აი ეგეთ სიამოვნებას ნეიმარის თამაშიდანაც ვერ ვიღებდი რასაც ეგ ლივერპულში და ბარსაში აკეთებდა, უბრალოდ მაგისი გოლები, ასისტები და თითოეული მოძრაობა იმდენად ელეგანტური და გამაოგნებელი იყო რომ დანარჩენ ორს( დიდი პატივისცემისდა მიუხედავად) არც შევადარებდი, თუნდაც ის 40ი მეტრიდან რომ გაუშვა ვოლი დარტყმით, ან ქუსლით თავზე გადაგდებები, აი უიშვიათესი ფორვარდია სუარესი, ეგრე ფორვარდის ყურებით სიამოვნებას მიიღებდი ალბათ კიჭას თამაშით, რავი ჩემთვის პრაიმ სუარესის ყურება ბევრად სასიამოვნო იყო იმისდა მიუხედავად რომ ბენზემას მეტი ტიტული აქვს და ლევანას მეტი გოლი
შედარებაც არ ღირს,სასწაული იყო სუა
ბენზემას კარიერის პიკი ამ სეზონში ქონდა და ეხლა ეგ უკვე პენსიაზე გასასვლელად ემზადება. ლიონში ადგილი დაუბევეს უკვე. ისე რომ ბენზემას საუკეთესო პიკი ვერცერთთან ვერ მოვა.