workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ქალთა გუნდი ესპანეთის თასიდან მოკვეთეს

ბარსელონას ქალთა გუნდი ესპანეთის თასიდან მოკვეთეს

ორი კვირის წინ “ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის თასზე “ოსასუნა” 9-0 გაანადგურა, თუმცა კატალონიურ გუნდს საბოლოოდ წაგება ჩაეთვალა.

საქმე ისაა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” დისკვალიფიცირებული ჟეიზი ფერეირა ათამაშა, რომელსაც გასულ სეზონში “მადრიდში” ასპარეზობისას ესპანეთის თასზე მიღებული წითელი ბარათის გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა.

“ოსასუნამ” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საჩივარი შეიტანა და საბოლოოდ მოთხოვნა დაუკმაყოფილდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 24 იან 2023, 18:08
    #6

    რა უნდა თქვა, ძაან სლე ხელმძღვანელობა ყავს კლუბს

  • MSN G.O.A.T
    schedule 24 იან 2023, 16:36
    #5

    ქალთა ფეხბურთიც თუ ტებასს ეხება მეტი რაენდომებოდა მაგას

  • Nikabedinadze
    schedule 24 იან 2023, 15:50
    #4

    რანაირად არ ახსოვდათ🤦

  • azulgerana
    schedule 24 იან 2023, 15:47
    #3

    წითელ ბარათიანი როგორ ათამაშეს მსაჯს არ ჰქონდა ინფორმაცია? ან მოკვეთა რამხელა სასჯელია 9-0 მოიგო და გააქენსელოს წაგებაში ჩაეთვალათ მაინც.

  • kanja
    schedule 24 იან 2023, 15:45
    #2

    იდიოტიზმი! სხვა გუნდში მიღებული დისკვალიფიკაცია ბარსას რატომ ეხება? ლა ლიგის წესდებაში არსად წერია… ან ბარსელონას იურისტებმა არ იცოდნენ?!.. მართლა იდიოტიზმია…

  • nika 54
    schedule 24 იან 2023, 15:41
    #1

    პატრონი აღარ გვყავს მოკლედ. ადრე ამისთანა ფაქტებზე რეალს დავცინოდით ეხლა ჩვენ გავხდით დასაცინები.
    ხო ისა და, სუპერთასსაც ხო არ ართმევენ ამ საცოდავებს.