workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარის ოსასუნასთან მოგების შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარის ოსასუნასთან მოგების შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა ჩემპიონობის გასანაღდებლად მოვლენების განვითარებას ელოდება.

“ფეხბურთელები ზეიმობენ. ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. აქ მოგება გვინდოდა. რთული თამაში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, და რა თქმა უნდა, ორი გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ, ნამდვილად ბედნიერი ვარ გუნდის, კლუბისა და ჩვენი გულშემატკივრების გამო”.

კითხვაზე, იზეიმებენ თუ არა ჩემპიონობას ხვალ ან მომდევნო კვირაში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, გერმანელმა უპასუხა:

“ვფიქრობ, ჩვენ დღეს ჩვენი საქმე გავაკეთეთ და დანარჩენი, რაც მოხდება, ჩვენს ხელში აღარ არის, ასე რომ, ვნახავთ. რა თქმა უნდა, ვიზეიმებთ, თუ ხვალვე გავხდებით ჩემპიონები, მაგრამ საბოლოოდ, არის ისე, როგორც არის. “რეალ მადრიდმა” “ესპანიოლის” წინააღმდეგ უნდა ითამაშოს და ჩვენ უნდა დაველოდოთ.”

მან იქვე დასძინა, რომ თავს ჩემპიონებად ჯერ არ გრძნობენ:

“არა, ამის დრო ჯერ არ არის. უნდა დაველოდოთ. შესაძლოა ხვალ, შესაძლოა მომდევნო კვირაში. ეს არ ვიცით, მაგრამ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. და სწორედ ამას ვაფასებ ძალიან ჩემს გუნდში.”

მწვრთნელმა მიმდინარე სეზონის მთავარ გამოწვევასა და მომავალზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ტრავმების სიმრავლე მთავარი პრობლემა იყო:

“ვფიქრობ, ბევრი ტრავმის მართვა მოგვიწია. ასე რომ, ეს ის საკითხია, რაც მომდევნო სეზონში უკეთ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მეორე მხრივ, ის, თუ როგორ თამაშობს გუნდი, ფანტასტიკურია. ფეხბურთელები იზრდებიან და ამ ყველაფრით ბევრად უმჯობესდებიან. ბედნიერი ვარ, რადგან ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მათ განვითარებისთვის სივრცე აქვთ. მათ დიდი პოტენციალი გააჩნიათ და ეს არის ის, რაზეც მომდევნო სეზონში მუშაობა გვსურს.”

ფლიკმა გუნდში არსებული ატმოსფეროც შეაფასა და კონკურენტის, “რეალ მადრიდის” მატჩის ყურებასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც.

“ჩემთვის ეს ფანტასტიკური თამაში და ფანტასტიკური მაგალითი იყო. პოზიტიური ატმოსფერო გვაქვს, ყველა ძალიან კარგ ხასიათზეა და საკუთარ საუკეთესო დონეზე იმყოფება. ამ მომენტში ეს ფანტასტიკურია. ვუტურებ თუ არა “რეალ მადრიდის” თამაშს? დარწმუნებული არ ვარ. შესაძლოა ხვალ “მაგო პოპის” სანახავად წავიდე, ბოლო დღეა. შესაძლოა, ჩემს მეუღლესთან ერთად წავიდე.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Fc Barca Batumi
    Fc Barca Batumi ვეტერანი
    schedule 03 მაი 2026, 20:38
    #8

    ესპანიოლი დაუწვება ვითოომ?..
    თან რეალში ამჟამად მაგარი არეული სიტუაციებია..

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 03 მაი 2026, 17:22
    #7

    ესპანიოლი არაა ის გუნდი, რომელიც ბარსას დღესვე გააჩემპიონებს და რეალს კორიდორის გაკეთებას დაავალდებულებს. პირიქით ვაგზლის ბო*ივით დაუწვება და ფეხებს გაჩაჩხავს.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 03 მაი 2026, 16:25
    #6

    პროფესორია ეს კაცი თავისი საქმის, საიდან რას აძრობს ვერ გაიგებ. მეორე ტაიმის და შეცვლების მეფეა რა. ეს როგორ გაუშვეს ნაკრებიდან? უკეთესი ვინ ყავდა გერმანიას.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 03 მაი 2026, 13:17
    #5

    ❤️❤️❤️ ვინც შენი სასურველი ფეხბურტტელები არ მოგიყვანოს იმის დედაც ფლიკ.

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 03 მაი 2026, 13:13
    #4

    ისე რა შემადგენლობით 5 ტიტული დადო. წარმოიდგინეთ შესნით და პენიათი წინა სეზონში ნახევარფინალში გავიდა ჩემპიონთა ლიგის. ბაიერნს მოუგო. დორტმუნდსაც.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 03 მაი 2026, 12:31
    #3

    არარსებულია უკვე ლა ლიგის წაგება

  • Padaro
    Padaro ახალბედა
    schedule 03 მაი 2026, 09:46
    #1

    მაგარი კაცია! მოვალ სეზონში ლიგა გვინდა!

    • MESSI 2017
      MESSI 2017 ვეტერანი
      schedule 03 მაი 2026, 11:41
      #2

      რაშფორდით ფერანით ოლმოთი არაუხოთი დირკა კანსელუთი მოვიგებთ კიპ