ბარსამ “ოსასუნა” დაამარცხა გასვლაზე და ახლა მხოლოდ “რეალ მადრიდის” ფეხის დაცდენას ელოდება. უბრალოდ, “ესპანიოლი” არ არის ის გუნდი, რომელიც “მადრიდთან” თავს მოიკლავს და ბარსას გააჩემპიონებს. პირიქით რომ იყოს კიბატონო. თუმცა, რა იცი რა ხდება, არც იქ თამაშია მარტივი.
ფლიკი კმაყოფილი იყო, პირველ რიგში იმით, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების მიუხედავად მაინც ახერხებს და იგებს მატჩებს. ეს ბარსა უკვე ინერციით მოძრაობს და ასე აპირებს ჩემპიონობას. რამდენად იქნება ეს ინერცია კლასიკოს მოსაგებად საკმარისი? უკვე ყველა დაღლილი და გამოფიტულია, ყველას მსოფლიო ჩემპიონატისკენ გაურბის თვალი. “ბარსელონასა” და “მადრიდს” შორის იმხელა სხვაობაა რომ არარეალურიც კია ამ სხვაობის აღმოფხვრა. ასე რომ, ან ამ ტურშივე მოხდება ეგ ამბავი, ან მომდევნო ტურში, ან კიდე უფრო მერე, მაგრამ რომ მოხდება ამას წყალი არ გაუვა.
ასე გვემშვიდობებიან?
პირველი კარგი მომენტი “ოსასუნამ” შექმნა, საერთოდ მოსაწყენი მატჩი იყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მიწურულს რაღაცას დაემსგავსნენ გუნდები და გაიქცა ბუდიმირი, ირბინა კარგად, ბურთიც მშვენივრად ატარა, დარტყმითაც თითქოს არ დაურტყამს ცუდად, მაგრამ ძელს მოხვდა ბურთი და ამოიღვნეშა ქომაგმაც. ასეთ მოსაწყენ მატჩებშიც მოქმედებს დაუწერელი წესები – ვერ გაიტან, გაგიტანენ. რა მარტივია და როგორ მუშაობს ყოველთვის. არისტოტელეს ნათქვამს წააგავს, ეგ ხომ პლატონისგან განსხვავებით მხოლოდ იმას ამბობდა, რაც 100%-ით ჭეშმარიტება იყო. “არ დაიპყრობ – დაგიპყრობენ”, – მაშინ ასე იქნებოდა.
მცირე ხანში ბუდიმირმა კიდევ შემოგვიტია და ჩემი აზრით სეზონის საუკეთესო მეკარემ გოლი არ გაატანინა. დიდებული სადებიუტო სეზონი გამოუვიდა ჟოან გარსიას, ოღონდ, ეს ჯერ მხოლოდ პერსპექტივა უნდა იყოს, აუცილებლად უნდა გაიზარდოს და განვითარდეს, პირველ რიგში, კასილიასს მაგონებს და ბარსას ხომ არასდროს ჰყოლია ეგეთი მეკარე.
სულ ეგ იყო პირველი ტაიმი. ბარსა საერთოდ ვერ უტევდა, ბევრი რამ იყო შესაცვლელი და შეცვალა ფლიკმა. მეორე ტაიმი ხომ ყოველთვის მისია. თითქმის ყოველთვის. ჰოდა, გამოიყვანა რაშფორდი და ფერან ტორესი. ახლა რთულია იმის თქმა ვინ დარჩება კლუბში და ვინ წავა – ლევანდოვსკი, ფერანი, რაშფორდი, რუნი, შეიძლება ყველა წავიდეს. მეორე ტაიმი ისევ “ოსასუნას” შეტევებით დაიწყო და ისევ ჟოან გარსია იდგა მაგრად. ეს მატჩი რომ წამოვიღეთ პირველ რიგში მისი დამსახურებაა.
ასე გაიწელა ეს მატჩი ბოლო წუთებამდე, თითქოს უგოლოდ უნდა მორჩენილიყო, მაგრამ მერე მასტერკლასის ჯერი მოვიდა, ბებერი ლომის ჯერი, უბერებელი ოსტატის. დააკვირდით რას შვება ლევანდოვსკი, რა მშვიდად უბნევს თავგზას მცველებს, ბურთი რაშფორდს აქვს ფეხში და ლევანდოვსკი შორეული კუთხისკენ ანიშნებს, მცველს მოძრაობას აწყებინებს, მერე კი უეცრად დასწრებაზე იწყებს თამაშს, პასი შესანიშნავია და დარტყმა კიდევ უფრო უკეთესი. ვინ იცის რამდენჯერ შეუსრულებია ეს მანევრი კარიერის განმავლობაში.
ერთით ნული – ესეც ჩვენი ლევანდოვსკი.
ხუთ წუთში მეორეც შევარდა, ჩაჭრილი ბურთი ფერმინ ლოპესს მიუვიდა, რომელმაც ფერანი გაიყვანა ერთი-ერთზე და იმანაც შეძლო გატანა. დარჩება, წავა? აბა რა ვიცი, მაგრამ ეს სეზონი საერთოდ არ ყოფილა ცუდი. უბრალოდ ეგეთია რა, ყოველთვის გააფუჭებს მომენტებს, არ დადგება ამისგან უგო სანჩესი.
“ოსასუნამ” მაინც შეძლო გატანა და ანგარიშის შემცირება. ეგ იყო და ეგ. სხვა ვერაფერი გაახერხეს. მსაჯის სასტვენის შემდეგ კი ბარსამ ზეიმი დაიწყო. ჰგავდა ეს ყველაფერი საჩემპიონო ზეიმს. ნამდვილი ზეიმი კი “კამპ ნოუზე” უნდა შედგეს, სულ რაღაც შემდეგ ტურში.
წინ კლასიკოა!
რეალი აზრზე ხართ სანამდე დაეცა?🤣🤣 ფანებს უკვე უნდათ რო ვერ მოიგოს რეალმა🤣🤣🤣 მაგარი სასაცილოა🤣🤣 კლასიკოში რო გახერხავს ბარსელონა იციან 🤣🤣🤣
ძალიან კარგი ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ალბათ არცერთ გრანდს ამდენი ახალგაზრდა ვარსკვლავი არ ყავს! ეს არის ჩვენი სიძლიერეც და პრობლემა. თუ სილვას დავიმატებთ სტაბილურობას შეგვმატებს, თან უფასოდ. აუცილებლად გვჭირდება 9 ნომერი. ერთი სწრაფი მცველი.
შემდეგი სეზონი მთლიანად ტრანსფერებზეა დამოკიდებული, როგორც გააძლიერებენ გუნდს იმ შედეგს დადებენ. ისევ იგივე შემადგენლობით თუ გავედით ლა ლიგას კითხვის ნიშანი იქნება…
დაბერდა ლევანდოვსკი, მაგრამ კლასის ხარჯზე გამონათებები აქვს
ქალების თამაში რატომ გამოგვაპარეთ?
ბარსა-ბაიერნი (ქალები) საყურებელი ლინკი ხომ არ გაქვთ?
https://liveball.sx/match/1539427
მადლობაა
სატრანსფერო ფანჯარა როდის იღება?
31 მაისს მე მგონი.
ინგლისის ვარი სულ სხვა განზომილებაა, რამდენი რაკურსით ამეორებენ თან მიახლოებულზე … აქ გადაწყვეტილებას რომ ცვლიამ
მაგასაც არ აცხადებენ რატომ შეიცვალა…
ისე, არ მეგონა თუ მოვიგებდით მეორე გასვლით თამაშს, უფრო ფრეს ველოდი.
ისე, ვუსკოვიჩი ვისაც გინდათ, უპამეკანოს თამაში მოგეწონათ პეესჟესთან ? მე ძალიან, დიდ სივრცეებს ტოვებს ბაიერნი დაცვაში, მაგრამ უპამეკანო ახერხებს ათვისებას, ერთდროულად ყველგან ყოფნას, ძალიან სწრაფი და ძლიერია ფიზიკურად, სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს ამოწეული დაცვისას … ვუსკოვიჩი ყველაზე ნელი მცველია მთელს ბუნდესლიგაში …
ბასტონიზე უარი როგორ უნდა თქვა, მაგრამ ნამეტანი “კლასნი” დაცვის ცენტრი დგება, კუმანის შეფასებაც წავიკითხე, ამისმერე უფრო დავეჭვდი, ხომ არ ჯობს უფრო სწრაფი, და ორთაბრძოლების დიდოსტატი მოვიყვანოთ, ბევრად ახალგაზრდა ვარიანტებია, უბრალოდ ყველა მემარჯვენეა, ჯონ მარტინი(სოსიედადი), ორდონეზი(ბრიუგე) ორივე ძალიან მაგარი ბიჭია … ან იქნებ კუბარსის არ უნდა ჰქონდეს გარანტირებული ძირითადი .. ვინ იცის
მეგობარო 5 გოლი გაუშვეს რომელ დაცვაზე უნდა ისაუბრო უპაა არის უსუსტესი უბრალოდ სისწრაფის ხარჯზეა.ისეთ სისულელებს აკეთებს ხადახან არაუხოს რომ არ უქნიაა 🤣 კუბარსი სხვა განზომილების მცველია ცოცხალ სტატისტიკას შეგიძლია შეავლო თავალი და მიხვდები ჩვენთან სხვაა მცველები ვერ ამართლებენ 99%. ბასტონი აქვს ის რაც ბარსას ჭირდება.
უპა არაუხოზე მეტად სულელია თითქმის ყველა თამაშში, გეთანხმები , მაგრამ ფიზიკით ერთერთი უძლიერესი მცველია…
ნუ ხო ფიზიკა იცოცხლე
ლევანტეში თამაშობს კარლოს ესპი, 20 წლის ფორვარდი, ტიპიური თარგეთმენი, 194 სიმაღლის, ათლეტური და ძალიან ძლიერი ფიზიკურად… მე
მსგავსი ფორვარდები არ მომწონს
მაგრამ, ლევანტე გასავრდნ ზონაშია, თუ გავარდა 12 მილიონი ექნება გამოსასყიდი… აუცილებლად საყიდელია, თუ ვერ გაამართლა 10 მილიონად მაინც გაყიდი, ძირითადისთვის არ ვამბობ, ლევანტეშიც ბოლო თამაშებია ხვდება ძირითადში, 9 გოლი კი შეაგდო ლალიგაში
ბასტონი დათანხმდაო ბარსელონაში ტრანსფერსო და ნეტა მართალია? თუ მართალია და მართლა გადმოვიდა გაამართლებს? დიდად იტალიელი მცველები არ მიყვარს რადგან საკმაოდ ყრუ დაცვას თამაშობენ არვიცი რამდენად კარგი ვარიანტი იქნება ზოგადად იტალიელი გუნდები უმეტესად დაცვით ფეხბურთს თამაშობენ ისეთ დაცვითს რომ კონკრეტულად ვერცეთ მცველს ვერ გამოარჩევ სტილიაქვთ ეგეთი ბასტონი არც კიელინია და არც ბონუჩი რომ თქვა რომ დიდ თამაშებში თავი გამოიჩინაო და სასწაული გააკეთაო
ბადრიჯანას კი აქვს პოტენციალი მაგრამ ძალიან ეტყობა რომ ნორმალურად არ უთამაშია მთელი წელია უჭირს თავისთავზე აღება აშკარად ფსიქოლოგიურად ვერა მზად.უფრო ხშირად უნდა დეტვირთა ფლიკს ფერმინმაც რთულად დაიწყო და კი ვხედავთ ახლა რა მონსტრია.👌🏻
მაგან პირველ თამაშში რო ითამაშა იმის შემდეგ ვეღარ ვცნობ, ძალიან ეშინია ბრძოლაში შესვლა, თითქოს იცის, რო ვერ გაცდება მცველს.
“როცა კვარა ნეაპოლში პირველად ვნახე, ვთქვი: ის ოქროს ბურთის მომავალი გამარჯვებულია! კვარა ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაზე ვერავინ შემედავება. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.” 💜
🎙️ვიქტორ ოსიმენი
როგორც ჩანს სამი ტრანსფერი დაიდება, ბასტონის და სილვას მოიყვანენ, არიქნება ცუდი ბასტონი რათქმუნდა გამოგვადგება და სილვა ჩვენი სტილისაა მოქოქავს ძია ჰანსი, და მესამე წინ ან ალვარესი იქნება ან შედარებით დაბალი დონის ვინმე, არადა გაასწორებდა ალვარესი ოსიმენიდან ერთერთი
არ მოვა ალვარესი.გაუხანგრძლივა ატლეტიკომ და იასნა სპეციალურად.არცაა ეგ დონე ბარსამ რო გაიგლიჯოს ყველაფერი.ალვარესს ოსიმენიც მირჩევნია და ლაუტაროც.რა ალვარესი კაით რა :დდდ
რაც ოლისემ მენდეშს დამართა იშვიათად თუ მინახავს და აქ რომ ასხამთ კუნდეს და ჩვენებს ერთ თამაშსაც ვერ მოიყვანთ მაგალითად სადაც ეგრე დააფსეს თავზე თუნდაც ბალდეს.ისწავლეთ საკუთარი ფეხბურთელების დაფასება🤝ჩვენ რა კრიზისიც გამოვიარეთ და ჯერ კიდევ პრობლემებში ვართ სხვა გრანდები უბრალოდ გაქრებოდნენ და ბარსა ტიტულებს დებს ზედიზედ თან✊🏻
ნუნო მენდეში დღეს მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია, ოლისემ თუ აფინტავა იმას არ ნიშნავს რომ დონე არ აქვს მასე იამალსაც რომ არ წაუვა თამაში ჯიბეში ჩაისვესო მასე უწერენ, ყოველთვის გამოჩნდება ის ერთი რომელსაც თამაში წაუვა და იმ დღეს საუკეთესო მოთამაშეს შეაჩერებს ან აპუმპალავებს ყოველთვის, ბალდეს მენდეშის ნახევარი ნიჭი რომ მისცა ერთ-ერთი საუკეთესო გვეყოლებოდა ჩვენც, მენდეშს რამდენიმე წელია ვაკვირდები უკვე და საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა, შემდეგ თამაში როცა პარიზი ბავარია შეხვდებიან ერთამენთშ სულ არ გამოვრიცხავ ოლისეს ფეხი არ გაატოებინოს, უბრალოდ თამაში რომელს წაუვა იმ დღეს მაგაზეა, აი კუნდეს ცუდი თამაში კი ბევრჯერ მინახავს განსხვავებით ჰაკიმისა, ჩვენ გვყავს ისეთი ფლანგის მცვეები რომლებსაც სეზონი უნდა წაუვიდეთ კარგად ზედიზედ ვერ გაქაჩავენ რამდენიმე წელი სტაბილურები რომ იყვნენ
ხოდა მაგაზეა საუბარი ზუსტად კუნდე თავის სტილში დღეს ნ1 დაცვითი განაპირა მცველი ახლოს ვერავინ მივა მაგასთან რახან ვერა ფორმაში მიწასთან გაასწორეს აქ და გაყიდვას უპირებენ🤣 მაგრამ რაც მენდეშ დამართა ოლისემ ეგეთი მაინც არასდროს არ მოსვლია ეგ იყო თავზე დაკუკვა🤣 თორე მენდეში სანამ პრაიმში შევიდოდა მანამდეც მომწონდა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბალდეს მაგივრად.ალფონსომ რომ მესიი გაჩერა და ახალ კარლოსად მონათლეს მაგიტომაცა ნახევრად სკამზე დღეს🤣✌🏻
ალფონსო დევისი უფრო იმ მძიმე ტრამვის გამოა სკამზე ნელ ნელა ბრუნდება კიდეც, თორე ერთი პერიოდი მაგარს უბერავდა, ახალი დევისის გამოთლა სცადა ბალდესგან ფლიკმა მაგრამ მარტო სისწრაფე აქვს მსგავსი მაგასიც ვერ აჯობებს, აი კუნდე ნ1 ნაღდად არაა მსოფლიოში დღეს ჰაკიმია საუკეთესო კუნდე ვაფშე რომელ პოიციაზეა კარგი ვეღარ გავიგე დაცვაში თუ ფლანგზე, როგორც მოდას აწვება ისე თამაშობს
გილოცავთ ტიტულს