რატომ იმსახურებს ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგებას

რატომ იმსახურებს ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგებას

2021 წლის ოქროს ბურთის მფლობელის გამოსავლენად ხმის მიცემა რამდენიმე დღეში დასრულდება, გამარჯვებული კი 29 ნოემბერს გამოვლინდება. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ლიონელ მესია, რომელსაც შესანიშნავი წელი ჰქონდა, განსაკუთრებით - მისი პირველი ნახევარი. 

არგენტინელის ანგარიშზე 6 ოქროს ბურთია, რაც აბსოლუტური რეკორდია. მისი კიდევ ერთხელ მოგებით "ლა პულგა" საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებს და კრიშტიანუ რონალდუსთვის, ფაქტობრივად, მიუღწეველს გახდის.

Sport გვთავაზობს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ იმსახურებს მესი ოქროს ბურთის მოგებას.

კოპა დელ რეი

გასულ სეზონში "ბარსელონამ" მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება მოახერხა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი, რა თქმა უნდა, ლეომ შეიტანა. ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ 4-0 მოგებულ ფინალში მესიმ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ ორი გოლის წყალობით, არგენტინელი ტურნირის ფინალების ისტორიაში 9 შედეგიანი დარტყმით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მთლიანად ტურნირი კი 3 გოლით დაასრულა.

კოპა ამერიკა

ცხადია, მიმდინარე წელს მესის მთავარი მიღწევა არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება იყო. 4 ფინალის წაგების შემდეგ, ლეომ საწადელს მიაღწია და "ალბისელესტეს" კაპიტნის რანგში პირველი ტიტული აღმართა.

"ლა პულგამ" ტურნირი ბრწყინალედ ჩაატარაა. მან არგენტინის ნაკრების მიერ გატანილი 12 გოლიდან 9-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო - 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლეო გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

სტატისტიკა

2021 წელს მესის სტატისტიკა შემდეგნაირაია: 49 მატჩში 40 გოლი და 14 საგოლე გადაცემა. 40 გოლიდან, 28 "ბარსელონას" მაისურით გაიტანა, არგენტინის ნაკრებში თავი 9-ჯერ გამოიჩინა, 3-ჯერ კი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში შეარხია მეტოქეთა კარის ბადე. ლეო წლის ბოლომდე საკუთარ მონაგარს აუცილებლად გაზრდის, თუმცა ეს ოქროს ბურთზე გავლენას ნაკლებად მოახდენს, ვინაიდან დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს შედგება.

წარმატების გასაღები

ტიტულების მოგებაში ლეოს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეაქვს. "ლა პულგა" 34 წლის ასაკშიც კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია - აგრძელებს გოლების გატანას, ასისტების გაკეთებას, საგოლე შანსების შექმნას და კვლავ საფეხბურთო ოლიმპოზე იმყოფება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოქროს ბურთი სწორედ მან უნდა მოიგოს. საწყენი ისაა, ამას "ბარსას" ფეხბურთელის რანგში არ გააკეთებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.