ანსუ ფატი კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს | ფაბრიციო რომანო

ანსუ ფატი კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს | ფაბრიციო რომანო

"ბარსელონამ" და ანსუ ფატიმ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. ხელშეკრულება 2027 წლამდე იქნება გათვლილი.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი ხელშეკრულებას ფორმალურად დღეს გაახანგრძლივებს, ოფიციალური ცერემონია კი ხვალ გაიმართება. გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. 

განახლებული კონტრაქტით, ფატის ანაზღაურება გაიზრდება, რასაც, ტიტულების მოგების შემთხვევაში ბონუსები დაემატება.

MD წერს, რომ "ბლაუგრანა" ფატის საქციელით ძალიან კმაყოფილია - ანსუმანემ ბოლო პერიოდში რამდენიმე კლუბისგან მიიღო შემოთავაზება, თუმცა ისინი უარით გაისტუმრა, ფეხბურთელს მხოლოდ "ბარსაში" თამაში სურს. 



  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ოქტომბერი 2021 18:12
    0
    მერე დაიბრუნებს იმ ფორმას რაც ქონდა? ესეც დემბელესავით არ დაითარსოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ოქტომბერი 2021 02:09
    0
    ✍✍❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.