ანსუ ფატი ხელშეუხებელია

ანსუ ფატი ხელშეუხებელია

ანსუ ფატის პირველი სეზონი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, ძალიან წარმატებული გამოდგა. მას უკვე უყურებენ, როგორც "ბარსას" მომავალს. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და თუ გავითვალისწინებთ საკადრო პრობლემებს, ფატის ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწევს გარკვეული წუთების ჩატარება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ შეხვედრაში, მერე კი ვნახავთ რა იქნება.

ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მისი გამოსასყიდი თანხა 170 მილიონ ევროს შეადგენდა, თითქოს საკმარისია მშვიდად ყოფნისთვის, მაგრამ ფატიმ ისე ჩაატარა პირველივე სეზონი, რომ "მაჩესტერ უნაიტედი" მზად იყო ამ თანხის გადასახდელად. ამიტომ, ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

ხელმძღვანელობას სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ფატის საკითხი. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ანსუ ფატი, ხელშეუხებელი იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 3 აგვისტო 2020 16:49
    11
    ერთერთი ნათელი წერტილია მომავლის ბარსაში ამის დაკარგვა როგორ შეიძლება.
    ანსუ ფატი ბარასას მომავალია, ჩვენი ოქროს ბიჭუნაა.
    ფანი [?]
    #2 3 აგვისტო 2020 15:38
    9
    ესეც უნდა იყოს მშვენიერია

    შე პატარა მგელო ბარსას მომავალო
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #1 3 აგვისტო 2020 15:09
    6
    რაც შეხება სიტუაციას ამ წუთისთვის... წამისთვის 1) პერსპექტივის და 2) რეალიზაციის თვალსაზრისით ჩვენ ახლო მომავალში უნდა მივიღოთ საშინელი გარემარბების წყვილის... ტრინკანი-ფატი, თან ორივე არიან ერთნაირად ძლიერები ორივე ფრთაზე და მაგალითად მე რომ ვიყო დემბელეს ადგილას ავნერვიულდებოდი და დავსერიუზნულდებოდი.