ბარსელონამ კატალონიური საავადმყოფოები მოინახულა

ბარსელონამ კატალონიური საავადმყოფოები მოინახულა

“ბარსელონა” ორშაბათს კატალონიის მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფოს ეწვია და იქ მყოფი ბავშვები მოინახულა.

ეს ტრადიცია 2-წლიანი პაუზის (COVID19-ის გამო) შემდეგ დაბრუნდა. საავადმყოფოში პირველი გუნდის ფეხბურთელები, ხელმძღვანელობის წევრები და FC Barcelona Foundation-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი ვიზიტი ბავშვებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მოხვდნენ, სასიამოვნო მომენტია, ისევე, როგორც ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობისთვის.

ამ ვიზიტამდე “ბარსამ” კიდევ ერთი ტრადიცია შეასრულა და “კამპ ნოუზე” ქომაგების თვალწინ ივარჯიშა – სესიას 15 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ბავშვებმა, რომლებიც სტადიონზე ვერ მივიდოდნენ, ვარჯიშს თვალი რობიტებისა და ვიდეოს მეშვეობით მიადევნეს.

როგორც კი სესია დასრულდა, გუნდი ბარსელონას სამედიცინო ცენტრებს ეწვია და შემდეგი ებიექტები მოინახულა:

  • სან ჟოან დე დეუ (სერჟი რობერტო, პედრი, ლევანდოვსკი, ალონსო, ერიკ გარსია, დე იონგი)
  • ვალ დ’ებრონი (ტერ შტეგენი, დემბელე, დეპაი, კესიე, ტენასი)
  • დე სან პაუ (ჟორდი ალბა, ანსუ ფატი)
  • ბარსელონას საავადმყოფო (სერხიო ბუსკეტსი)
  • ბავშვთა საავადმყოფო (ბელერინი, კრისტენსენი)
  • უნივერსიტარი გერმანს ტრიას ენდ პუჟოლი (ფერან ტორესი, კუნდე)
  • პარკ ტაული დე საბადელი (ბალდე, გავი)
  • კოტოლენგო პადრე ალეგრე (ინიაკი პენია, პაბლო ტორე)
  • კასა რონალდ მაკდონალდი (არაუხო, რაფინია)

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    05 იან 2023, 17:48

    კარგი ღონისძიებაა ნამდვილად.

  • La Pulga10
    03 იან 2023, 15:43

    დემბელეს სახლში მისულან