ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა კატალონიური დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ეს დერბია და ჩვენ აღელვებულები ვართ. იმ ტურნირზე ვბრუნდებით, რომელსაც ვაგრძელებთ. თამაშისთვის მთელი გუნდი მზადაა, პრობლემა მხოლოდ მე მაქვს, რომელმაც შემადგენლობა უნდა ავარჩიო.
ლევანდოვსკის დაბრუნება? ამის შესახებ ახლა გავიგეთ, რისთვისაც საუკეთესო დრო ნამდვილად არაა, რადგან მთელი კვირა რობერტის გარეშე თამაშისთვის ვემზადებოდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი ამბავია. ჩვენ კომიტეტის გადაწყვეტილებას ველოდებით, რათა გავიგოთ, შეძლებს თუ არა ის მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობას, რადგან ჯერ არაფერი არ ვიცით. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ცუდი ორგანიზაციაა. ჩვენ არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ლევანდოვსკი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.
ჩემს განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, ყველა ჯანმრთელია, მაგრამ მათი დატვირთვა უნდა ვმართოთ. არიან მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებიდან გვიან დაბრუნდნენ და ცოტა ივარჯიშეს. სათამაშო დრო სწორად უნდა გავანაწილოთ.
ბუსკეტსი ივნისამდე – კონტრაქტის ამოწურვამდე – გუნდში დარჩება, შემდეგ კი ვნახავთ, გადაწყვეტილებას ის მიიღებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, შევეცდებით, სერხიო დარჩენაში დავარწმუნოთ, თუმცა საბოლოო სიტყვა მას ეთქმის, რადგან ეს პერსონალური საკითხია.
ვფიქრობ, სატრანსფერო ფანჯარა მშვიდად ჩაივლის. არსებული შემადგენლობით ბედნიერი ვარ, ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
პიკეს წასვლა უკვე ვნახეთ და მირჩევნია, სხვამ არავინ დაგვტოვოს.
დემბელე თავს კარგად გრძნობს, ჩემი მოსვლის დღიდან ის ბედნიერი და კმაყოფილია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგება ჩავარდნად ჩანს, თუმცა ყველა შეხვედრაში საფრანგეთის ძირითად შემადგენლობაში იყო. ის მაღალი დონის მოთამაშე და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
არაუხო ოდნავ უნდა შევანელოთ, რადგან მას ყველაფერი სწრაფად სურს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან მას ხანგრძლივი ტრავმა ჰქონდა. ის ხვალ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
გარსიამ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ ვფიქრობ, სერიოზული არაფერია. ის ხვალ თამაშისთვის მზად იქნება.
მატეო ლაოსი მომწონს, რადგან ის საუბრობს და საკუთარ გადაწყვეტილებებს გიხსნის. შეიძლება, შეცდომები დაუშვას, რასაც ყველა ვაკეთებთ, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის გესაუბრება.
“ბარსას” მეოთხე კაპიტანი ტერ შტეგენი იქნება, ის დიდი ხანია კლუბშია და გუნდზე დიდი გავლენა აქვს. ის ამას იმსახურებს.
ლამინე იამალი ძალიან ნიჭიერია. ვიმედოვნებ, ის “ბარსაში” დიდხანს დარჩება. მომავალში ის დიდებული ფეხბურთელი გახდება.
ბუსკეტისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არ მითხოვია, რადგან მიმდინარე სეზონზე ვართ ფოკუსირებული.
ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მოთამაშეების უმეტესობამ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მოსაწონი არ იყო.
პელე პირველი დიდი ფეხბურთელი იყო, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო… ჩემი თანადგომა მის ოჯახსა და ახლობლებს. ის ჩემსა და “ბარსელონაზე” ყოველთვის დადებითად საუბრობდა. დიდი პატივისცემა და სიყვარული მისი პჯახის მიმართ.
უფასოდ არავის უნდა 50 მილიონს ვინ მოგვცემს.
მეცოდება ეს კაცი რააა, ამ ჩამოსხმა დემბელესგან ცდილობს რამე გამოიყვანოს, აწვალებს რაღაცებს ასწალის, მარა რა გამოდის? არც არაფერი, გამოვა დემბელე ესპანიოლებთან და ხეტაფეებთან, ერთი-ორჯერ მოატყუებს მთელ დაცვას და ან გოლს გაიტანს ან კაი პასს გააკეთებს, მოვა ნორმალურ გუნდებთან თამაშის დრო და მორჩა, ისევ წაუ*ლევებს, ისევ გააფუჭებს რაღაცას და ისევ მოუწევს დედის გინება. აი ეს სეზონი ხომ რაღაცნაირად მაინც კარგად მისდის მაგ ხეპრეს, ხოდა სეზონის ბოლოს თუ მოახერხეს და 50 მილიონად შეტენეს ვინმეს ეგ იქნება ყველაზე მაგარი ტაქტიკური სვლა რაც ლაპორტას და ჩავის მოსვლის მერე გაკეთდა.
დემბელეზე მაგრა ღადაობს, მომწონს ჩავი როცა დემბელეს აქებს.