workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ის დიდი ბარსა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ის დიდი ბარსა

მადრიდს ფეხი დაუცდა, ვერ გასტანა დიდხანს ქულა-ქულაში სიარულმა. ამიტომ ბარსას დამატებითი მოტივაციაც ჰქონდა, საწყის ტურებშივე შეეძლო დაწინაურება და “ვალენსია” ნამდვილად ვერ იქნებოდა მათი გამჩერებელი. “ღამურები” უბედურ დღეში არიან, ასეთ ცუდ დღეში ალბათ მხოლოდ გარი ნევილის დროს იყვნენ, ბარსა კი მეცხრე ცაზეა. მხოლოდ ერთი კითხვა დარჩა მატჩის შემდეგ – კიდევ უფრო მეტი როგორ ვერ შეაგდეს? კი უნდა ასულიყვნენ ათამდე.

ბალდემ წასვლა ვერ მოასწრო და სკამზე ზის, კანსელუს მსგავსად, ახლა ორივე ესპარტს უყურებს, რომელიც აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას. ამ ბიჭს დიდი გამოცდები ჯერ კდევ წინ აქვს, მაგრამ ფლიკის ხელში ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს კარგად ჩააბარებს. მარჯვენა ფლანგს მიაჩვიეს ერიკ გარსია, საერთოდ, ფლანგებზე პრობლემა მოხსნილია, რადგან ესპარტსაც და კანსელუსაც შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, მაგრამ ფლიკი მაინც წინ იხედება და გარსია მარჯვენა მცველად აქცია. მერე ცხვირი გაუტეხეს და კუნდე გამოვიდა მოედანზე.

ამჯერად ძირითადში დაიწყო როდრიმ, ან, როდრიგომ (როგორც მაისურზე დაიწერა) და გამოჩნდა მთავარი განსხვავება გნებავთ დე იონგტან, გნებავთ ბერნალთან და კასადოსთან, ასე ინდივიდუალურად როგორ შევადარებ რომელიმეს, მაგრამ ტაქტიკაზე უნდა ითქვას. როდრი ზუსტად გრძნობს იმ ხაზს, იმ მონაკვეთს სადამდეც უნდა აიწიოს, და მხოლოდ თავად კი არ გარბის დე იონგივით (რომელიც ძალიან ხშირად ტოვებს ზონას) არამედ მთელი ხაზი ამოყავს, დაცვის ხაზსაც აკონტროლებს და ნახევარმცველებსაც, ერთი სიტყვით, აკეთებს იმას, რასაც ბუსკეტსი აკეთებდა. ასე მიახრჩვეს “ვალენსია” თავისივე ნახევარზე.

რეაქტიული კლუბი

დაიწყო თუ არა მატჩი დაიწყეს ნადირობა ღამურებზე და უკვე მეხუთე წუთზე ულამაზესი გოლიც ვიხილეთ. რა გაგახსენათ ამ გოლმა? მე დელ პიერო გამახსენა, ასეთივე დარტყმით შეუგდო “ფიორენტინას”, ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო გოლია. ის უფრო ლამაზიც იყო და რთულიც, რადგან დელ პიერომ დაუშვებლად დაარტყა, ასევე ტერფით, ოდნავ გარეთა ნაწილით, გადაუგდო მეკარეს თავზე. ესეც კარგი იყო, აქვს იამალს მაგია და თუ ვინმე იმ ძველს და ლამაზს გვახსენებს პირველ რიგში, სწორედ ლამინე იამალია. მიითვალა კიდევ ერთი ჯადოქრობა.

ორ წუთში მეორეც შეაგდო, ასევე ძალიან კარგი გოლი გამოვიდა, მაგრამ წამით წინ აღმოჩნდა მეტოქეზე, ასე კი იმიტომ მოხდა, რომ ფერმინი ვერ მიუხვდა პედრის ჩანაფიქრს, წესით უნდა გაეტარებინა, მაგრამ ბურთი თავად მოიგდო ფეხში, დააგრძელა შეტევა, ამ დროს იამალმაც წინ გადადგა ნაბიჯი და ეგეც შენი თამაშგარე.

ბარსას ძალიან სწრაფად მიაქვს ბურთი მეტოქის მესამედამდე. რა შედარებაა წინა სეზონებთან. მერე კიდევ ისეთ სისწრაფეზე გადადიან, რომ მათი გამჩერებელი არავინაა. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს იამალმა მცველი ისევ გააბითურა, მერე გორდონმა ფერმინს დაუტოვა და იდეალური დარტყმით დასრულდა შეტევა. ინგლისელმა მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა. ფერმინი კი ამ სეზონშიც ჯაბნის ოლმოს, ჯერჯერობით ასეა საქმე.

მატჩი აქ უკვე დასრულდა, უფრო მხიარული თამაში წავიდა, როდრის შეცდომის შემდეგ “ვალენსიას” ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, გარსია აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. იქ იამალმა დაატრიალა თავისებურად და დიმიტრევსკიც არ იყო უსაქმოდ. მოკლედ, არ მოიწყენდი. აქეთ-იქეთ შეტევებზე მეკარეები აჩერებდნენ ბურთს და პირველი ტაიმი ასეც მორჩა – 2:0. რა ვიცი, მშვენიერია. ეს ბარსა წინა სეზონის ბარსასთან შედარებით გაცილებით ძლიერია.

კაპიტნის სიტყვა

ეს ჩვენი მოულოდნელი ლეგენდა აბა ისე როგორ გავიდოდა მოედნიდან თავისი რომ არ გაეტანა?! მეორე ტაიმის დასაწყისშივე საკონტროლო გასროლით დააგდეს “ღამურები”. ისევ იამალი ფერმინის ამბავია, ააწიოკეს “ვალენსიას” მარცხენა ფლანგი. უმარტივესი კომბინაციებით დაახვიეს თავბრუ, ერთი გამჭოლი პასი და რაფინიამ კუთხე ჩაკეტა, იგრძნო მომენტი ფილიპო ინძაგივით. საოცარი ფეხბურთელია, სადაც არ უნდა დააყენო ყველგან სარგებლის მომტანია.

ბარსა არც მერე გაჩერებულა, უბრალოდ, გორდონს არ უმართლებდა, აშკარად ძალიან სურდა გოლის შეგდება, შემტევებიდან მხოლოდ ის დარჩა უგოლოდ, თანაც, ეს ადეიემიც ფეხდაფეხ მიჰყვება, სადმე რომ ვერ ივარგოს ეგრევე დაიკავებს მის ადგილს, კარგი მატჩი ჰქონდა ინგლისელს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყო სხვებივით ცივსისხლიანი. ეს ამბავი კიდევ დააფიქრებს ადამიანს.

მეორე ტაიმის მიწურულს ისევ გაილაღა ბარსამ, ოლმო გამოვიდა მოედანზე და მანაც მიითვალა საგოლე პასი. ისევ ძალიან მარტივად – უბრალო კედელი გათამაშდა, ოლმოსგან დაიბრუნა ბურთი პედრიმ და ბილიარდის ბურთივით შეაგდო კუთხეში. თავისებურად, მაღალოსტატურად დაარტყა. კი უსტვინეს თეთრებმა, მაგრამ რაღას გახდებოდნენ, გვიანია უკვე.

მცირე ხანში ოლმომ მეორე საგოლეც მიითვალა, დუბლი კი იამალმა შეასრულა, მან დაიწყო ეს დარბევა და მანვე დაასრულა. ამჯერად სწორად შეძლო ხაზის დაცვა, ეს გოლი ძალიან ჰგავდა პირველ ტაიმში გაუქმებულს, თითქოს აწუხებდა ეს ამბავი იამალს და აჰა, დაიკმაყოფილა თავი – 5:0.

გამოვიდა მოედანზე გაბრიელ ჟეზუსი და აბა ხუთი წუთით რა ვიმსჯელო, მაგრამ არ მომეწონა, როგორც გერმანელები იტყვიან მისი სხეულის ენა სხვაგვარად მეტყველებს, არ არის ისეთი მშიერი როგორც სხვები, თითქოს თავისი პიკი უკვე გადავლილი აქვს და ახლა რაღაც სხვა ამბავში აღმოჩნდა. თუმცა, ეს მხოლოდ ხუთი წუთის შთაბეჭდილებაა.

წინ რა გველის

წინ ჩემპიონთა ლიგა გველის, მატჩი “ფეინოორდთან”. “კამპ ნოუზე”, 9 სექტემბერს, ადრეული მატჩი. იფ, კარგი სანახავი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 09 სექ 2026, 17:40
    #16

    ეს ჯერ ჟურნალია, ჯერ რეალი ჩამობრძანდეს კამპ ნოუზე მერე ნახე ქამბექი.

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 07 სექ 2026, 16:45
    #10

    ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები ავტორ, ფერმინი ვერანაირად ვერ ჯობნის ოლმოს. დანი სხვა კლასია, ნახევარმცველი პორველი მოთხოვნა არის ასისტი, თამაშის და ტემპის კონტროლი და არა გოლი, გოლებისთვის შემტევები გვყავს. ფერმინი ხშირად ღორობს პასებზე და ეგ სიტუაცია არ მომწონს. როცა ოლმოა მოედანზე სულ სხვა თამაში და კომბინაციები მიდის. ორივე კარგია მაგრამ მე მაინც დანის ვანიჭებ უპირატესობას

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 07 სექ 2026, 19:51
      #12

      გეთანხმებით, ოლმო კლასით აღემატება. კარგ ტკბილ დაყენებულ ღვინოს ჰგავს, ბევრად მშვიდი და ნაკლებად ქაოტიურია ფერმინთან შედარებით, უბრალოდ სხვანაირად თამაშობს ბარსელონა ოლმოსთან ერთად მაგრამ ფერმინიც საჭირო კაცია, ეგეთი გამტანი ნახევარმცველი თან ეგეთი მებრძოლი აუცილებელია გუნდში, ზოგჯერ მაგის გასროლებიც საჭიროა და ნუ როგორც დავწერე მაგისნაირი “ჯარისკაცი” ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ყავდეს ნებისმიერ გუნდს.
      სეზონი, რომ შეხურდება გამოჩნდება ოლმოს კლასი, აი ტიპს თითოეულ შეხებაზე ეტყობა რა დონეა.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 07 სექ 2026, 16:36
    #9

    მარტინი რაცა გასაგებია მაგრამ საიდან მოგაქვთ რომ სუსტად ითამაშა ცოტა სასაცილოა😂😂 უმაღლესი შეფასება ქონდა სამივე თამასში ზოგადად დიდი თამაშებში მაგ ბიჭს სავალალო შეცდომა არ ქონია ინტერთან ვინც იტყვის კიდევ ერთხელ უყუროს ჯარიმა იყო თან მაშინ ტიპი ახალბედა იყო.მაგის მერე ტიპის უდიდესი პროგრესი აქვს ფლიკის ტაკტიკაში ზედ გამოჭრილია.✌🏻

    • joy
      joy გულშემატკივარი
      schedule 07 სექ 2026, 21:12
      #13

      მარტინი არის ფლიკის სისტემაში ზედგამოჭრილი? ანუ უკეთესი მცველი რომ იყიდოს ბარსამ მაინც მარტინი უფრო “ზედგამოჭრილი” იქნება??? ეს უფრო სასაცილოა ვიდრე რაც თქვენ მიგაჩნიათ სასაცილოდ! რა კრიტერიუმებით არის ზედგამოჭრილი? – სისწრაფით? ტექნიკით? თამაშის წაკითხვით? თუ რითი? რას აკეთებს ისეთს რასაც უკეთესი მცველი ვერ გააკეთებდა? დელაფუენტემ რატომ არ წაიყვანა ნაკრებში ეს თურმე გენიოსი მცველი? ასაკიანი ლაპორტის წაყვანას ეს წაეყვანა თან კუბარსისაც გადააზღვევდა ხოლმე მალდინი

      • Rivaldo80
        Rivaldo80 ვეტერანი
        schedule 08 სექ 2026, 15:26
        #14

        წაკითხულის გააზრება 😩😂✌🏻

        • joy
          joy გულშემატკივარი
          schedule 08 სექ 2026, 19:41
          #15

          ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი პასუხია, მე ნამდვილად არასოდეს მქონია თუნდაც წაკითხულის და თუნდაც საუბრის გააზრების პრობლემა. მარტივად ვიტყვი, ალბათ დამეთანხმები რომ კუბარსი ბევრად უფრო მაღალი დონის მცველია ვიდრე მარტინი, ამაში ორი აზრი ხომ არ არსებობს? კუბარსი კარგად ჯდება ფლიკის სისტემაში-ესეც ხომ სიმართლეა? მაშინ რატომ თვლი სასაცილოდ რომ უმეტესობას არ მოგვწონს კუბარსის დონე? რა არის სასაცილო იმაში რომ გვინდა უფრო მაღალი კლასის მცველი კუბარისისთან დუეტში. მარტინის აქვს კოორდინაციის, საკუთარი სხეულის დამორჩილების პრობლემა, ხშირად ებლანდება ფეხები. მე ფეხბურთის გულისათვის უცნობ ადამიანს ორაზროვან პასუხებს არ დავუწერ ძამი.

  • Dani alves
    Dani alves ვეტერანი
    schedule 07 სექ 2026, 14:26
    #7

    კუნდე სხვა პლანეტაზეა, მარტინი არ არის ცენტრალური მცველი და იბრალებს, ერთი ცაცია მცველი გვჭირდება

  • Pet27Ree
    Pet27Ree ახალბედა
    schedule 07 სექ 2026, 13:40
    #5

    ფერმინი კარზე დაგეშილი და მაგარი მონდომებულია მაგრამ მე დიდ გუნდებთან ოლმოს ვამჯობინებდი მისი კლასის ხარჯზე,პედრი-როდრი კარგად ეწყობიან ერთმანეთს და ასე უნდა გაგრძელდეს.დაცვას რაც შეეხება გარსია ბევრად უკეთეს ფორმაშია კუნდეზე უბრალოდ ძაან ნელია და იამალთან არაა შეწყობილი,კუნდე თუ ვერ მოიხოდა 70-80 მილიონის აღება შეიძლება თავისუფლად,მარტინმა შეცდომებს მოუხშირა და ზამთრისთვის მცველი დაგვჭირდება აუცილებლად.

  • riva
    riva ვეტერანი
    schedule 07 სექ 2026, 13:29
    #3

    მართლა მაინტერესებს როგორ როდის და ვის ნაცვლად უნდა ითამაშოს დე იონგმა… ალბათ როდრი და ბერნალი ორივე თუ დაიმტვრევა ან დისკვალიფიკაცია ექნებათ… აუცილებლად უნდა გავყიდოთ სანამ კიდევ იხდიან რამეს… იგივე დასკვნაა კუნდეზეც. სარფიანად ვაჭრობის შემთხვევაში მაგ ორში მინიმუმ 100 მაქს 140 მილიონი აღებადია… სანამ კიდევ აქვთ ღირებულება. არცერთის წასვლა გუნდს არაფერს დააკლებს

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 07 სექ 2026, 13:15
    #2

    ჟესუსისგან ერთ მომენტში ღორობა არ მომეწონა, გვერდზე იამალისთვის შეეძლო დაგორება და თითქმის ცარიელ კარში გავიტანდით, ამან კიდე იქაჯა. ვერც იმას ვიტყვი მოწყურებული არ მომეჩვენა თქო, მეორეჯერაც სცადა გატანა და ბურთს ფეხი წესიერად ვერ მიარტყა, სხვა სიტუაციებში კი სულ ეპიცენტრში იჩითებოდა და ოლმოსთან კომბინირებას ცდილობდა ყველაზე მეტად. ნუ მოდი ვთქვათ რომ პირველი თამაში იყო, 2 წამის წინ მოვიდა, ცოტა ხნით ათამაშეს და მაგით ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, ერთადერთი რაც შევნიშნე ისაა რომ ბარსასთვის დამახასიათებელი ტექნიკა და აზროვნება ნაღდად აქვს, რაც ადაპტრაციას უფრო გაუმარტივებს, მაგრამ ინტერვიუ რომ წავიკითხე, იგრძნობოდა რომ ჯერჯერობით ამ გუნდის ნაწილად ვერ აღიქვამს საკუთარ თავს და შესაძლოა ის ღორობაც იქედანაა გამოწვეული რომ ფეხბურთელებთან მენტალურად ადაპტირებული არაა.
    მე ყველაზე მეტად ახლა ის არ მომწონს რომ ჰამზას აკლდება დრო, მაგრამ ისიც ადეკვატურია 18 წლის ბიჭზე ჩამოკიდებული რომ არ გახადეს გუნდი, ვაი და რაფინიას რამე რომ მოუვიდეს.

    ერთი სიტყვით შეტევაში საკაიფო რესურსი გვაქვს, ნახევარდაცვაში ალბათ ყველაზე დიდი კონკურენცია ჩვენთანაა და ისიც სახსენებელია რომ ბერნალს რასაც ვაკვირდები როდრის მერე გაეხსნა თორე პრესეზონზე ძალიან ცუდი იყო, რაღაცნაირად საოცარი ბავშვები არიან ეგეც, კუბარსიც, ესპარტიც, ნუ იამალზე ხო საუბარი აღარაა. ღადაობა კი ისაა რომ ეგ 4 უშუალოდ 1 თაობის სასტავია.

    ძალიან მომწონს პედრი, რაც სეზონი დაიწყო. აი ეტყობა რომ საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გრძნობს და გუნდის ხერხემალია. ყველაზე მეტად მაგის როდრისთან ადაპტაციას ვაკვირდები და ჯერჯერობით ვხედავ რომ პედრია პირველი კაცი, რაც მგონია რომ უკეთესად იმუშავებს ვიდრე ნაკრებშია.
    ბთვ დეიონგზე იწერება რომ 1 თვეში დაბრუნდებაო და ამ დროს საერთოდ არ მიგვრძნია მაგისი დანაკლისი. სკამისთვის იდეალურია თუკი არ გაატრაკებს, მაგრამ ასე მგონია რომ ვერც გაატრაკებს, რადგან ისედაც წყალი აქვს შეყენებული, პირველი კაპიტნობიდანაც ჩახსნეს და როდრი მოუყვანეს..
    აი რაც მედარდება გავის სიტუაციაა და იმედია კარგად დაბრუნდება თორემ პირველი თამაში კატასტროფა ჰქონდა. იმაზეც დავფიქრდი გასაყიდი არ გაგვიხდეს თქო, მაგრამ გავი ისეთი ტიპაჟია და ისეთი უნარები აქვს რომ 1 ეგეთი აუცილებელია ყველა გუნდს ყავდეს. აი მაგალითად ატლეტიკოსნაირ ნაჯახ გუნდთან იდეალურია რომ შეუშვა, რეალთან და ბეტისთან ყოველთვის საოცრად თამაშობს.. მოკლედ კონკრეტული გუნდები ყავს არჩეული, რომლებთანაც ძაან მაგრად თამაშობს ხოლმე და ამავდროულად გუნდში მაგარ ატმოსფეროს ქმნის, აი ეგეთი ტიპაჟები კი ყოველთვის საჭიროა. მთავარია ტრავმიანობას რამე მოუხერხოს და ეგ ბიჭი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.

    აი ამ დაცვას კიდე რა ვერ მიეხედა..
    ეს მარტინი წინა წელს საერთოდ არ უშვებდა შეცდომებს და ახლა ფორმიდან ამოვარდნილი ჩანს. ნუ ხალხს, რა თქმა უნდა, თავიდანვე რომ არ ევასება ვიღაცა, ოღონდაც სალაპარაკო მიეცი და თავზე გადაუვლიან, ხოდა მთლად ეგეთი ცუდიც არაა, უბრალოდ ცოტა დალაგება ჭირდება, ზატო კუბარსია საოცარ ფორმაში და მაგრად აზღვევს, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა მაგას უფრო გამოცდილი და პრაიმში მყოფი, მაგარი მცველი რომ ეგდეს გვერდით მერე რა მოხდებოდა. ჩემი აზრით ზამთარში აუცილებლად უნდა მიეხედოს დაცვას და თუ შესაძლებელია შლოტერბეკზე უნდა გაიწიონ ალვარესის ფულით.
    ეს კუნდეც ძაან ამოვარდნილია უკვე რახანია, თან შენელებული მეჩვენება და თან სხეულის ენით ვგრძნობ რომ თითქოს ყველაფერი კიდია. ფლიკმა იბაზრა რომ არ უნდა მარჯვენა მცველობა და ცენტრში გადაყვანაზე მეხვეწებაო, რაზეც ვმუშაობთ და დავეხმარებით ყველანაირადო, ხოდა ასე მგონია რომ ჯერ მაგას გატესტავენ როგორ იმუშავებს და თუ ვერ გამოვიდა, მაშინ უეჭველი გაუშვებენ, რადგან მარჯვნივ თამაშით ასეთი უკმაყოფილოა და გუნდსაც აზარალებს თავისი მოედანზე ნაჩვენები მენტალობითა და ქმედებებით.

    საერთო ჯამში ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითე ამ დაცვის გამო და ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა თითქოს ამ ხალხს გონია 5-0 აქეთ წავაგეთ და ყველა თამაშში თითოეული მეტოქე დედაბუდიანად არ გავაპატრახეთ.
    რა თქმა უნდა, დაცვაში ჩავარდნები აუცილებლად გვექნება, რადგან ამ სისტემაში შეუძლებელია რომ მომენტები არ გაძვრეს, მაგრამ სადმე რომელიმე გუნდს უყურებთ რომ ეგ მომენტები არ უძვრებათ?! მე პირადად ერთადერთი რაც არ მომწონს ვიღაცეების სხეულის ენაა და ის რომ აშკარად კიდიათ რაღაცეები, ხოდა ფლიკი რომ სკამს გაახეხინებს მაგ *ლეებს მაგაშიც დარწმუნებული ვარ, ერთადერთი რასაც ვისურვებდი ზამთარში ალვარესი კი არა შლოტერბეკია, რათა მარტინს ნაღდი კონკურენტი გამოუჩნდეს და სკამზე მოსვას, ზაფხულში კი კუნდესა და ბალდეს გავაჯმევინებდი და ლუის ჰოლს მოვიყვანდი. ამით ვაბშე ჩაიხურებოდა გუნდის დაგეგმარება.

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 07 სექ 2026, 13:33
      #4

      ეს დაცვა მე ძალიან მაშინებს, ლა ლიგის გუნდებთან შესაძლოა ასეთი შეცდომების დაშვება მაგრამ ლიგაზე ასეთი შეცდომებისთვის ვიწირებით ყოველთვის, ამიტომ დაცვაზე კრიტიკა ნორმალურად მიმაჩნია. ზოგადად ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულს პირველ რიგში მცველის მოყვანაზე უნდა ემუშავათ, რაც აშკარად გვჭირდება, სასიცოცხლოდ. ამ სისტემას ექნება ჩავარდნები და გარღვევები, უბრალოდ მცველის ხარისხი უნდა იყოს სათანადო ლიგის მატჩებში, ასე ვფიქრობ. მარტინი ცდილობს, იხარჯება მაგრამ ძალიან მარტივ შეცდომებს უშვებს, აი რომ უყურებ და გული გაგიწვრილდება სიმწრით. ამის მეშინია, ისევ პლეი ოფში არ დავისაჯოთ ამის გამო.
      შლოტერბეკმა ახლა გაახანგრძლივა კონტრაქტი და დორტმუნდი არ გამოუშვებს, ან კოლოსალურად დიდ თანხას დაადებს. დაცვის გაძლიერება აუცილებელია ზამთარში.
      და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ტრავმები და ლალიგის სუსტ გუნდებთან თავიდანვე იქნებ მეორე შემადგენლობით დავიწყოთ ხოლმე თამაში.
      ჰო და სანაკრებო პაუზაც ცუდ დროს უწევს, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები პაუზის მერე იწყება და ლოცვების გაძლიერებაა საჭირო, რონ ყველა ფორმაში და უტრავმოდ დაბრუნდეს

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        schedule 07 სექ 2026, 14:10
        #6

        გეთანხმები რომ ამ დაცვის კრიტიკა ნორმალურია, უბრალოდ მე რეებიც წავიკითხე, იმდენი ნეგატივი იყო, რომ ლამის ასე მეგონა ანგარიში ხო არ მეჩვენება და აქეთ ხო არ წავაგეთ 5-0 თქო.
        საერთო ჯამში რასაც დავაკვირდი უდიდესი პროგრესი გვაქვს და აი რატომ:
        წინა სეზონებში თუ გახსოვს ლამის ყველა თამაშის სტარტზე გოლს ვუშვებდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა პატარა გუნდი იქნებოდა თუ დიდი, აბსოლუტურად ყველა თამაშში 3-4 100%იან საგოლე მომენტს გვიქმნიდა. ახლა რა გამოიკვეთა: ამ 4 თამაშიდან თითოეულში მხოლოდ 1 საგოლე ეპიზოდი შექმნეს თამაშიდან, ჯამში გავუშით მხოლოდ 2 გოლი და 3ჯერ კარი მშრალად შევინახეთ, თამაშის დაწყებიდან სადღაც 20 წუთში აქვს მეტოქეს შანსი რომ გაგვიტანოს, ხოლო მეოცე წუთის მერე ესენი ისე იჭერენ ბურთს რომ არავის არ აკარებენ. აქ ისიც გასათვალისიწნებელია რომ პატარა გუნდებს შედარებით გახსნილად ეთამაშებიან, თან ფლიკმა ბევრჯერ წაუექსპერიმენტა და მაინც ასეთი შედეგი დადო, ხოლო დიდ გუნდებთან უკვე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა და უფრო ფრთხილადაც ითამაშებს, ასევე ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არაა ფორმაში, რადგან პრესეზონი პრაქტიკულად არ ჰქონიათ და მაინც რა შედეგზე გავიდნენ კი ვხედავთ.
        ჩემი აზრით ამ ზამთარშიც წინას მსგავსად 1 მცველს მოიყვანენ და მაგითი დალაგდებიან, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინაა.
        სანაკრებოებსაც ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედი მაქვს რომ ყველა ჯანსაღი დაგვიბრუნდება.

        ერთი სიტყვით მე ძალიან იმედიანად ვუყურებ ამ სეზონს და თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უბრალოდ ვერ ვხედავ გუნდს რომელიც ამათ დაამარცხებს.

        ჩვენს ბოლოს სეზონებს ვაკვირდები და უმეტესად როგორი შეგრძნებითაც იწყებს ბარსა, მერე სულ ეგ შეგრძნება მიყვება მთელი სეზონი.
        ბოლოს აღმატებული შეგრძნება 24-25ში მქონდა რომ ვიძახდი რომ ბარსელონური რენესანსი იწყება თქო, იმ პერიოდში დაბრუნებას ველოდი, ლამაზ თამაშს, ახალ ლამასიელეს და საბოლოოდ მაგაზე მეტი დადეს. წინა სეზონში რთულად დავიწყეთ, რაიოსთან ფრე ცუდად მახსოვს, არასტაბილურები ვიყავით, იამალმაც ტრავმა აიკიდა, ჯოან გარსია იყო გმირი და მარტო მაგისი გაბრწყინება გვიხაროდა, ასეც გაგრძელდა მთელი სეზონი.. ხოლო ამ სეზონში რა სტარტიც გვაქვს, შეგრძნების დონეზე ასეთი არ გვქონია 2015 წლის მერე და უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები ეს მონსტრები ვინ უნდა გააჩეროს, ბედისა და იღბლის გარდა. პროსტა მართლა შინაგანად ვგრძნობ რომ სავარაუდოდ წაუგებელი სეზონი გვექნება..
        ესენი ჯერ კიდევ ფორმაში არ არიან, ბევრი ცვლილება მოხდა შემადგენლობაში, ერთმანეთს სწავლობენ და მაინც ასე თამაშობენ და ბოლო ბოლო პიკს რომ მიაღწევენ მერე რა იქნება ხომ წარმოგიდგენია.. ლამის ყველა თამაში 10-1 უნდა მოგვეგო.. თან სკამიც გაძლიერდა და მაგ თითოეულ თამაშში მთავარ ტიპებსაც ვასვენებდით. ისეთ საოცარ პერფორმანსებს დგამენ რომ არასდროს მინდა გაჩერდეს და მომდევნო თამაშს სულმოუთქმელად ველოდები, ამ დროს კი ხალხი მაინც ნეგატივს პოულობს რაღაცეებში..
        აი ეს 1 მცველიც მოაგდონ ზამთარში და დამთავრებულია.

        • Mariami Kh
          Mariami Kh გულშემატკივარი
          schedule 07 სექ 2026, 14:30
          #8

          გეთანხმები რომ შეგრძნების და თამაშის ხარისხის მხრივ 24-25 წლის დასაწყისს გავს ეს სეზონი და იქნებ ის მწარე ნახევარფინალი დაგვავიწყონ წელს 🙏🙏🙈
          წინასწარ ვცდილობ დიდი მოლოდინი არ მქონდეს რომ შემდეგ რეალობამ ძალიან არ დამწყვიტოს გული.
          ლიგაზე გრანდებთან თამაში გაკოაჩენს ალბათ სურათს, რისი იმედები უნდა გვქონდეს ამ სეზონში საბოლოოდ

          • Visca barca
            Visca barca გულშემატკივარი
            schedule 07 სექ 2026, 17:08
            #11

            ჩემი აზრით ლიგის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ და დაიკიდომ ეს კოპა და ლალიგაში პატარა გუნდებთან დაასვენოს ლიდერები, ყველა თამაშში 5-0 ების გაწურვა არაა საჭირო მთავარია სეზონის დასკვნით ეტაპზე იყონ ფორმაში და უტრავმოდ.

  • Flying Dutchman
    Flying Dutchman კულე
    schedule 07 სექ 2026, 12:42
    #1

    რაფინიას “მოულოდნელი ლეგენდა” როგორ ზუსტად დაასვიი)