workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ხვალ ესპანიოლთან ითამაშებს

ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ხვალ ესპანიოლთან ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო – რობერტ ლევანდოვსკი ხვალ “ესპანიოლის” წინააღმდეგ ითამაშებს.

პოლონელ თავდამსხმელს ლა ლიგაში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. “ბარსელონამ” ეს სასჯელი ორ ინსტანციაში გაასაჩივრა, მაგრამ ორივეგან წააგო, თუმცა კატალონიელები არ დანებდნენ და მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს.

“ბარსელონამ” მადრიდის სასამართლოში წარადგინა მოთხოვნა, რომელიც სასჯელის შეჩერებას გულისხმობდა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლევანდოვსკი დისკვალიფიკაციას არ მოიხდის. ეს ნიშნავს, რომ სასჯელი გადავადებულია. დავა გაგრძელდება და შესაძლოა, “ბარსელონამ” სასჯელის შემცირებას მიაღწიოს. მანამდე კი რობერტს “ესპანიოლის” წინააღმდეგ ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 30 დეკ 2022, 17:26
    #6

    მეც არ გამიკვირდა შემადგენლობაში რო ვნახე.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 30 დეკ 2022, 17:20
    #5

    ოფიციალურად ხვალ ესპანიოლის დედის წიოკი იქნება

  • Griezzy7
    schedule 30 დეკ 2022, 16:38
    #4

    ეხლა კიდე რამეს არ გვიჩალიჩებდნენ და როცა რეალთან გვექნება თამაში მაშინ არ დაუბრუნონ დისკვალიფიკაცია. არ გამორიცხოთ ესეც…

  • Maestro 6
    schedule 30 დეკ 2022, 15:53
    #3

    ვახ როგორც იქნა რამეში მიაღწიეს სამართალს

  • C.PC5
    schedule 30 დეკ 2022, 15:40
    #2

    ლაპორტას ტრანსფერებს დაუწუნებ შეძლებ, მარა მაფიოზობას ვერავინ ასწავლის 😆

  • kanja
    schedule 30 დეკ 2022, 15:39
    #1

    როგორც იქნა… ცოდვაა ბიჭი…