workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იურგენ კლოპი: ლიონელ მესი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ფეხბურთელია

იურგენ კლოპი: ლიონელ მესი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ფეხბურთელია

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი “ბარსელონას” ლეგენდაზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელი საუკეთესოა მათ შორის, ვინც მას უნახავს.

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონობა დაიმსახურა. როდესაც გუნდისა და ქვეყნის ზეიმს ხედავ, ხვდები, რომ ეს რთულ დროს მოპოვებული საჭირო გამარჯვება იყო. მათ გამო მოხარული ვარ, ისინი ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.
როგორ თამაშობს მესი ამ ასაკში… ეს არის მინიშნება იმაზე, თუ რამდენი ხანი შეუძლიათ ფეხბურთელებს, უმაღლეს დონეზე ითამაშონ და წიგნი დროზე ადრე არ უნდა დავხუროთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მესის თამაშის ხილვა სიამოვნება იყო.
ლიონელ მესი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ფეხბურთელია.

– ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.

იურგენ კლოპი 1967 წელსაა დაბადებული. მის ცხოვრებაში თამაშობდნენ როგორც დიეგო მარადონა, ასევე პელე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 27 დეკ 2022, 18:02
    #3

    პელემ ფაქტიურად 1970 წლის მუნდიალის შემდეგ დაანება თავი დიდ ფეხბურთს და ახლად შექმნილ გუნდ ნიუ-იორკის კოსმოსში გადავიდა და იქიდან აღარაფერი ამბავი არ მოსულა. 3 წლის იურგენი მეეჭვება ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ყოფილიყო.

    ციტატა: me da barca
    ამდენი სტრესისგან კრისტინამ თავი არ მოიკლას.


    smiley smiley smiley

  • lesane C
    schedule 27 დეკ 2022, 15:40
    #2

    ნეტავ ამ კაცს თუ ვიხილავთ ოდესმე ბარსას მწვრთნელად, ძაან გიჟია

  • me da barca
    schedule 27 დეკ 2022, 12:54
    #1

    ამდენი სტრესისგან კრისტინამ თავი არ მოიკლას.