გერმანიამ და ნიდერლანდებმა მინიმალური სხვაობებით მოიგეს

გერმანიამ და ნიდერლანდებმა მინიმალური სხვაობებით მოიგეს

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის პირველი დღე "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა, თუმცა მათმა გუნდებმა მოსალოდნელზე რთულად მოიგეს.

გერმანიის ნაკრები

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანია რუმინეთს მასპინძლობდა. "ბარსელონას" კარის დარაჯმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მისმა გუნდმა კი, რომელიც მე-9 წუთიდან აგებდა, 2-1 მოიგო.

3 ქულის აღებით გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გერმანელები მე-2 ადგილზე მყოფ გუნდს 6 ქულით უსწრებენ.

ნიდერლანდების ნაკრები

ფრენკი დე იოგი, მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი

მინიმალური სხვაობით მოიგო დე იონგებისა და მემფის დეპაის ნიდერლანდებმაც. ფრენკი დე იონგმა და დეპაიმ სრულად ითამაშეს, ლუკ დე იონგი კი მოედანზე არ გამოჩენილა. შეხვედრის ერთადერთი გოლის დროს, რომელიც კლაასენმა მე-19 წუთზე გაიტანა, კუთხურიდან საგოლე გადაცემა მემფის დეპაიმ გააკეთა.

ნიდერლანდები 7 ტურის შემდეგ ჯგუფს ლიდერობს, თუმცა მდევარ ნორვეგიას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ოქტომბერი 2021 18:07
    0
    ლუკ სლე იონგი რატომ უნდა გამოიძახო, ვინმე მეტყვის? იქაც ეს გასიებულია მწვრთნელი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ოქტომბერი 2021 13:59
    1
    შტეგო თავის სტიქიაშია, უტყდება თამაშის ნოლზე დამთავრება.