დე იონგის ნიდერლანდებმა 7-0 მოიგო

დე იონგის ნიდერლანდებმა 7-0 მოიგო

ევროპულ მინდვრებზე სანაკრებო თამაშები გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს მხოლოდ ფრენკი დე იონგის ნიდერლანდების ნაკრები ვიხილეთ, რომელმაც გიბრალტარი მისსავე მოედანზე 7-0 გაანადგურა.

ნიდერლანდელებს თავიდან უჭირდათ და პირველი ტაიმი მხოლოდ 1-0 მოიგეს. 55-ე წუთზე ფრენკის პასით მისმა მოგვარემ, ლუკ დე იონგმა გაიტანა და სტუმრებმა ამის შემდეგ გაილაღეს.

თავი გამოიჩინეს "ბარსელონას" სამიზნეებმაც - დეპაიმ დუბლი შეასრულა, ვეინალდუმმა კი ერთხელ თავად გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 31 მარტი 2021 20:08
    0
    დიდი ამბავი გიბრალტარს 4-0 ვაისის საქართველომ მოუგო და ნიდერლანდების მოგება რა გახდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 31 მარტი 2021 16:38
    1
    ნუ გიბრალტართან მოგება? თან სტუმრად? ყოჩაღ, ამათთან რონალდუსაც კი უჭირს ხოლმე 3-4 გოლზე მეტის გატანა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 31 მარტი 2021 15:33
    0
    გიბრალტარს თუ მოუგეს დიდი ამბავი.
    ბელორუსს უარესი დამართა ბელგიამ განახლებული შემადგენლობით 8:0 გაძუკნეს.
    ან სამი თამაში ყოველ სამ დღეში რა უბედურებაა, ფეხებზე კიდიათ ფეხბურთელებს რაც მოუვათ, დაილეწა კიდევაც ხალხი.
    წევრი [?]
    #9 31 მარტი 2021 10:58
    0
    gecheche,
    მე ვაბშე და გრიზის არ მოყვანის შემთხვებაში ჟოა მინდოდა.ტიპი ბემფიკაში ქვას ქვაზე არ ტოვებდა და ატლეში ჩაიკარგა,ჩაქრა
    ფანი [?]
    #8 31 მარტი 2021 10:03
    0
    ამხელა ანგარიშით იგებდნენ და მაინც არ დაასვენა, რა არის რა.
    წევრი [?]
    #7 31 მარტი 2021 09:26
    1
    სადღაც ეწერა რო ბარსა ჯოაო ფელიშით ინტერესდება და მაგაზე არ ვიცი კაი ფეხბურთელია 21 წლისაა და თან ისეთი სტილიაქ რო არლეტიკოს საზიზღარ ტაკტიკას არ ერგება ბარსაში ფორვარდად ეგ უფრო გამოდგება კომბინაციურშიც და მრავალფუნქციურია თან ასაკიც ისეთიაქ რო გრიზმანივით არააქ გამჯდარიცსიმეონეს ფილოსოფია და ჩემი აზრით თუ მაგაზე წავა სერიოზული საუბარი ჰალანდის მერე მეორე ვარიანტად რავიცი იმდენად ახალგაზრდანდა ნიჭიერი რო რავი ჩემი აზრით მოერგება ბარსას
    ფანი [?]
    #6 31 მარტი 2021 08:32
    2
    ისე წერია დე იონგის ნიდერლანდები სხვაც არის ? laughing
    წევრი [?]
    #5 31 მარტი 2021 08:20
    0
    ლევანამ ტრამვა მიიღო და პსჟ-სთან ორივე მატჩს გამოტოვებსო საინტერესოა...
    ფანი [?]
    #4 31 მარტი 2021 07:53
    0
    ეს და პედრი მაგრად მეცოდება უკვე დასვენება არ ეღირსათ რა არი რა უბედურებაა, გუშინ მაინც გამოეყვანა 60 წუთიდან და დაისვენებდა ცოტა მაინც
    [?]
    #3 31 მარტი 2021 07:10
    1
    ფრანკ დე ბურის მშიშარა დედა ვატირე, სამივე თამაშში ათამაშა, 90 წუთები. გიბრალტართან რო დაესვენებინა მოკვდებოდა ეგ არაკაცი? თუ რამე მოუვიდა მოსაკლავი იქნება. ყველა მოთამაშე როტაციით ათამაშეს, 3 დან 1 მაინც დაასვენეს, ამ პიტალომ კიდე... იტოგში ფელიქსი დაიმტვრა, ლევანდოვსკიც მგონი ხალიფამ გადაიხადა.
    გულშემატკივარი [?]
    #2 31 მარტი 2021 03:51
    1
    ჩაკვდა ფეხბურთი სანაკრებო პაუზით. ძალიან დამღლელია რა ეს შესარჩევები. მარტო მესის მოუწია კარგად
    წევრი [?]
    #1 31 მარტი 2021 02:03
    0
    ამასაც ძაან გადაწვავენ, არსად არ მაზავს გამაშს, თან ყველგან სასტარტორშია. ცოდოა თან 23 წლის, ესეც პატარააა ჯერ, ამ ასაკში არაა სხეული ისეთ მდგომარეობაში რომ გაუძლოს ამხელა დატვირთვას.