მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მერვედფინალისტი გამოვლინდა და ჯგუფში პირველი “ბარსელონელიც” ჩარჩა.
D ჯგუფში თითქმის უმოტივაციო საფრანგეთმა ტუნისთან 0-1 წააგო. დეშამმა ჟიულ კუნდე სკამზე დატოვა, უსმან დემბელე კი მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა.
წაგების მიუხედავად მოქმედმა ჩემპიონებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ახლადგამოვლენილი მერვედფინალისტი კი ავსტრალიაა, რომელმაც ანდრეას კრისტენსენის დანია 1-0 დაამარცხა. “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი მოულოდნელად ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. დანიელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ისიც კრისტენსენის ანგარიშზეა.
კრისტენსენის გამოვარდნაში ჩვენთვის კარგი ისაა, რომ ის სეზონის მეორე ნახევრისთვის “ბარსელონასთან” ერთად უკეთ მომზადებას მოახერხებს.
გამოყოლოდა ლევაც. გადაღლილი ლევანდოვსკით 4 ულშიც ვერ შევალთ. ისე კი კარგად დაისვენებს მაინც, 3 თამაში გამოუცხო პერესმა
საფრანგეთმა დაასრულა ხო ის ცუდი ტრადიცია ჩემპიონი რო ჯგუფში რჩებოდა ხოლმე
უეჭველი მოსაგები აქვს არგენტინას