workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაუტარო მარტინესი: წინ 2 ფინალი გვრჩება

ლაუტარო მარტინესი: წინ 2 ფინალი გვრჩება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა – ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა არგენტინამ აშკარა აუტსაიდერ საუდის არაბეთთან 1-2 წააგო.

მატჩი საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

გარკვეული დეტალები ყველაფერს წყვეტს და ისინი უნდა გამოვასწოროთ.

პირველ ტაიმში მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია, და წინ 2 ფინალი დაგვრჩა.

ეს მარცხი მტკივნეულია. ვიმედოვნებდით, რომ მუნდიალს მოგებით დავიწყებდით. მაგრამ ეს წარსულში რჩება, ახლა კი მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

– განაცხადა არგენტინელთა შემტევმა, ლაუტარო მარტინესმა მატჩის შემდეგ.

დღეს არაბეთის კარში ლაუტარომ დუბლი შეასრულა, თუმცა ორივე გოლისას თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამავე მიზეზით გაუუქმდა ერთი გოლი ლიონელ მესისაც.

რაც შეეხება ჩათვლილ გოლებს – ანგარიში მეათე წუთზე ლეო მესიმ პენალტით გახსნა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სალეჰ ალ შეჰრისა და სალემ ალ დაუსარის გოლებით არაბებმა წინ გასვლა მოახერხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 23 ნოე 2022, 14:45
    #8

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: Giorgi99
    მარტინესი ბარსას ფეხბურთელია? მესიმ კარგად დაულაიქა ის ფოტო ბარსას რომ გაუტანა. ვინაღვლო ეხლა მარტინესზე.


    ბარსას ფეხბურთელობა რა შუაშია. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბარსამანიას მომხმარებელთა 88% არგენტინას ქომაგობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრებში არცერთი ბარსელონელი არ თამაშობს. მიზეზიც გასაგებია. შედეგად, გადაწყდა, რომ მუნდიალზე არგენტინის მატჩები ისე გაშუქდეს, როგორც ესპანეთის (რომელსაც მხოლოდ 4% ქომაგობს).


    მწერალს ვეთანხმები, ყველას გვინდა ლეო(ბარსელონას სიმბოლო) აუცილებლად გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ყველა ტიტულით.

  • Albicelecte
    schedule 23 ნოე 2022, 02:45
    #7

    მწერალი მართალია;
    არგენტინას აქ ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს;
    ესპანეთის მაგივრად კატალონია რომ გამოდიოდეს (გაერთიანებულ სამეფოშიც ხომ არის ცალკე ინგლისი,შოტლანდია,უელსი, ჩრდ. ირლანდია) მაშინ ცალსახად სხვა სიტუაცია იქნებოდა;
    თუმცა ლუჩო ძმაა, ეგზორციზმი აწარმოა და შეძლებისდაგვარად წმენდს "თეთრი მოსიარულეებისგან" მის გუნდს
    მაგრამ მოვა რომელიმე რუბიალესი/ტებასი/პერესის კაცი მწვრთნელად და ჩაითვნება, რომ ყველაფერი მადრიდი ყოფილა;
    თუმცა მაინც სიმპათიები გვქვს და ფურია როხა შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით და 8 ბარსელონელით

  • rivaldo80
    schedule 22 ნოე 2022, 19:15
    #6

    უკაცრავად მაგრამ ცოტა ზედმეტი პოსტებია არგენტინაზე კაი მესი გავიგეთ და ეს უმაქნისი ლაუტარი რას ლაპარაკობს აქ რატომ იდება.?

  • shu1987
    schedule 22 ნოე 2022, 18:53
    #5

    რა უნდა გაგეტანათ ან რა უნდა მოიგოთ ?? დაცვა დაცვას არ გავს და გუნდი გუნდს თქვენ თუ მესის იმედათ ხართ ძაან ცოდოა თქვე დოდოლებო . ერთი რამ ფაქტია ერთი გაიტანეთ და ისიც 11-მეტრიანით 🤣🤣

  • Clever liar
    schedule 22 ნოე 2022, 18:35
    #4

    მართალი ხარ ლაუ, წინ 2 ფინალი გელის, რადგან მასეთი ფეხბურთით მესამეს ნამდვილად ვერ ითამაშებ 😀

    ეკვადორი ნაადრევად გაიშიფრა და არგენტინამ წამოიღო 7 ნახევარი მილიონი, რაგინდათ ფორმაშია ფიფა :))))

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 22 ნოე 2022, 18:26
    #3

    ციტატა: Giorgi99
    მარტინესი ბარსას ფეხბურთელია? მესიმ კარგად დაულაიქა ის ფოტო ბარსას რომ გაუტანა. ვინაღვლო ეხლა მარტინესზე.


    ბარსას ფეხბურთელობა რა შუაშია. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბარსამანიას მომხმარებელთა 88% არგენტინას ქომაგობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრებში არცერთი ბარსელონელი არ თამაშობს. მიზეზიც გასაგებია. შედეგად, გადაწყდა, რომ მუნდიალზე არგენტინის მატჩები ისე გაშუქდეს, როგორც ესპანეთის (რომელსაც მხოლოდ 4% ქომაგობს).

  • Giorgi99
    schedule 22 ნოე 2022, 18:23
    #2

    მარტინესი ბარსას ფეხბურთელია? მესიმ კარგად დაულაიქა ის ფოტო ბარსას რომ გაუტანა. ვინაღვლო ეხლა მარტინესზე.

  • Griezzy7
    schedule 22 ნოე 2022, 18:19
    #1

    მგონია რომ მაინც 1 ადგილით გავლენ.