workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ევროპა ლიგაზე ბარსას პოტენციური მეტოქეები ცნობილია

ევროპა ლიგაზე ბარსას პოტენციური მეტოქეები ცნობილია

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და “ბარსელონას” პოტენციური მეტოქეებიც გაირკვა.

სამწუხაროდ, “ბარსას” გულშემატკივრებს კარგად მოგვეხსენება, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გავარდნილი გუნდები გათამაშებაში 1/16-ფინალიდან ერთვებიან, სადაც მათი მეტოქეები ევროპა ლიგის ჯგუფებში მე-2 ადგილზე გასული გუნდები იქნებიან.

ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-2 ადგილები დაიკავეს, შესაბამისად “ბარსას” პოტენციური მეტოქეები არიან:

  • პსვ
  • რენი
  • რომა
  • უნიონ ბერლინი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • მიდტიულანდი
  • ნანტი
  • მონაკო

აქედან 3 გუნდი უნდა გამოვარჩიოთ: ჟოზე მოურინიოს “რომა”, ბუნდესლიგის ლიდერი “უნიონ ბერლინი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. ჯერჯერობით არ ვიცით, იქნება თუ არა “იუნაიტედში” მომდევნო წლიდან კრიშტიანუ რონალდუ. დიდი შანსია, რომ “ბარსელონასთან” მისი მორიგი დაპირისპირება ვერ ვიხილოთ.

წილისყრა ორშაბათს, 7 იანვარს გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 ნოე 2022, 20:30
    #15

    აი იუნაიტედი მინდა, თუ ფორმაში ვიქნებით სახეს გავაძრობთ, ტიპებმა სოსიედადს ძლივს მოუგეს, თან ოლდ ტრაფორდზე წააგეს სოსიედადთან, რომელსაც 10 წუთში გავუთანეთ 3 გოლი ჩვენ

  • nika 54
    schedule 04 ნოე 2022, 18:50
    #14

    იმედია მიდტიულანდი ამოგვივა, სანამ რომა და მანჩესტერი ერთმანეთს გაყრიან.

  • Don_Andresito
    schedule 04 ნოე 2022, 16:04
    #13

    ციტატა: იმედა_ხავიესტა
    ევროპა ლიგაზე მეორე შემადგენლობამ უნდა ითამაშოს. ახლა მთელი კონცენტრაცია ლა ლიგისკენ უნდა იყოს მიმართული. იმედია ანსუ ფატი ფორმაში შევა და პედრი და გავიც მოუმატებს, სხვა მხრივ ისევ ფინანსურად კრიზისში მყოფი გუნდისტვის სეზონის უტიტულოდ ჩამთავრება გაკოტრების ტოლფასია, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად.


    ყველა რო დაბრუნდება კი გვყავს 2 შემადგენლობაც.

  • Iniesta_8
    schedule 04 ნოე 2022, 13:50
    #12

    რომა მოვიდეს მოურინიო უნდა ვაკნავლოთ. რომასაც თუ ვეღარ მოუგეს და ამათი კარგიც მოვდღან.

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 04 ნოე 2022, 11:57
    #11

    ევროპა ლიგაზე მეორე შემადგენლობამ უნდა ითამაშოს. ახლა მთელი კონცენტრაცია ლა ლიგისკენ უნდა იყოს მიმართული. იმედია ანსუ ფატი ფორმაში შევა და პედრი და გავიც მოუმატებს, სხვა მხრივ ისევ ფინანსურად კრიზისში მყოფი გუნდისტვის სეზონის უტიტულოდ ჩამთავრება გაკოტრების ტოლფასია, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად.

  • CHEPE24
    schedule 04 ნოე 2022, 10:44
    #10

    რომა მოვიდეს მოურინიოს წიკვინი მომენატრა ბარსას წინააღმდეგ😂😂 თანაც აბაროტი გვაქვს ასაღები ლიგის პლეიოფში განცდილი მარცხის გამო იტალიაში

  • Moriba
    schedule 04 ნოე 2022, 10:13
    #9

    ჩვენი ბედის რო ვიცით ჯიშ მო@@ნული გერმანელები დაგვეტაკება

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2022, 09:27
    #8

    მანიუ გამოუშვით

  • ChuxrELia
    schedule 04 ნოე 2022, 08:55
    #7

    გერმანული შამბალა არ აგვცდება ხო ვიცი რა..
    რაღაც გული მიგრძნობს ევროპალიგაც მიუწვდომელი იქნება ჩვენთვის.
    წელს მთავარია ლა ლიგა დაიდოს და თამაში დაიხვეწოს, ერთიან სქემაში ჩაჯდეს და ვთქვათ რო ჩავიმ გუნდი დააყენა ფეხზე, სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს ცუდ ფეხბურთს რომელ ლიგაზე ვითამაშებთ. ჩავი თუ საკუთარ თავს არ გაადახტა, ძაან გაუჭირდება რამის გაკეთება 😶

  • La Pulga10
    schedule 04 ნოე 2022, 07:08
    #6

    მიდტიულანდი მოვიდეს გადავხსნით :დდდ მან იუს დავეტაკოთ და გადავუაროთ

  • Prometheus
    schedule 04 ნოე 2022, 06:17
    #5

    უნიონ ბერლინი არ შეგვხვდეს , თორე გერმანელებთან კომპლექსები აქვთ ამათ და ისევ სამარცხვინოდ გამოვვარდებით

  • Albicelecte
    schedule 04 ნოე 2022, 05:00
    #4

    წილისწყრა 7 იანვარს თუ ეხლა, 7 ნოემბერს?!
    და კიდევ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამათგან

  • C.PC5
    schedule 04 ნოე 2022, 04:36
    #3

    აქედან იუნაიტედს ვისურვებდი ყველა თვალსაზრისით, მაგრამ მუნდიალი რას იზამს ეგაა გასათვალისწინებელი, იმედია ბოლო სანაკრებო პაუზის მსგავსად არ ჩაივლის☹️ ხოლო თუ მშვიდობიანად ჩაიარა მაშინ მოვიდეს ტენ ჰაგი რონალდუსთან ერთად. ბოლო ოფიციალური შეხვედრა მოიგო მაგ ვაჟბატონმა ჩვენთან, ამიტო ბარსას რევანში აქვს ასაღები, თან საინტერესოც იქნება იუნაიტედთან დაჯახება, ადრე უჩლ-ს ფინალებში რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს ახლა ევროპა ლიგის მე16-დ ფინალში გაიჩითნენ ერთად🥴 პლიუს ამათზე ძლიერი მეტოქე მემგონი არსენალი თუ იქნება ამ გათამაშებაში ამიტო თავიდანვე ასეთ მეტოქესთან გავარჯიშება კაი ვარიანტია ჩემი აზრით🙄

  • Magician
    schedule 04 ნოე 2022, 03:08
    #2

    რავი, ჰა, ჰა, მაქსიმუმ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაგვიწიოს წინააღმდეგობა. დღევანდელ თამაშს ვუყურე და მე-2 ტაიმში "სოსიედადმა" ფეხი არ გაანძრევინა. რავი, რავი.

  • MSN G.O.A.T
    schedule 04 ნოე 2022, 02:38
    #1

    უტდ მოდი რონი