“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას “პლზენთან” 4-2 მოგებით დამეშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის კვირის სიმბოლურ ნაკრებში ორი “ბარსელონელი” მოხვდა – ფერან ტორესი და მარკოს ალონსო.
სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჩიპრიან ტეტარუშანუ (მილანი);
მცველები: ალექსანდრ ბაჰი (ბენფიკა), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი), მარკოს ალონსო (ბარსელონა), ალექს გრიმალდო (ბენფიკა);
ნახევარმცველები: მარკო ასენსიო (რეალ მადრიდი), ფედე ვალვერდე (რეალ მადრიდი), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი);
შემტევები: ხულიან ალვარესი (მან. სიტი), ოლივიე ჟირუ (მილანი), ფერან ტორესი (ბარსელონა).
[SofaScore]
მაგარია, ამაზეა ნათქვამი ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო. ტორესი რაც მოვიდა მაგის ლანძღვაში ვართ ერთი ვერ დაარტყა ზუსტად აქ უცბად 2 გოლი. იგივე ითქმის ალონსოზე. ეტყობა მეტოქე რო იყო ჭ კლასიდან იმიტომ გამოჩნდნენ ესენი ბომბარდირებათ. ბაიერნთან ან ინტერთან რატო არ გაიტანეს?
ბევრი ფაქტორი ხევს გუნდს უკან, არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა, ( იგულისხმება ის რომ მარჯვენა მცველი იყო საჭირო და არ მოიყვანეს) კრიზისი, გამოუცდელობა და ბებრები რომლებიც ძალიან უკანს ხევენ გუნდს ( ალბა, რობერტო, პიკე, ბუსკეცი) აი უკვე ამათ სახელებს რომ ვკითხულობ შემადგენლობაში გული მერევა, კი პატივს ვცემ ლეგენდები არიან , მაგრამ გავიდა მაგათი დრო, აღარ შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში და მომბეზრდა მაგათი ყურება, აი მესი რაც არ უნდა მიყვარდეს და მინდოდეს მისი დაბრუნება, უბრალოდ ისევ მესიზე ვიქნებით ჩამოკიდებულები, ჩავისაც ავტორიტეტი არ ექნება მესიზე, და მერე მესის წასვლა და პლიუს ლევანაც მიყვება ასაკის გამო ალბას 1 ან 2 წელში საბოლოოდ დედას უტირებს გუნდს, ჯობია ახალგაზრდებზე ავაშენოთ გუნდი, მოვიყვანოთ 28 წლამდე ფეხბურთელები რომლებსაც ტიტულები წყურიათ და ჟილკა ექნებათ, აი ვალვერდესნაირი ხალხი, ტიპი ჯერ ხომ სასწაულია, მაგრამ მონდომებულია ისეთი რომ დაცვის ცენტრშიც რომ დააყენო იქაც მაგრად ითამაშებს, აი ეგეთი მონდომებული ვარსკვლავები და ახალგაზრდები გვჭირდება, მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მაგრამ დადის, მთელი ტრაგედია ისაა რომ ამ სიარულშიც იმაზე ათჯერ მეტს აკეთებს ვიდრე ჩვენი ვინგერები, ამიტომაც გვინდა კარგი ტრანსფერები, აი კვარასნაირი ვინგერი ან მუდრიკი, მარჯვნივაც ეგეთი ვინმე, ბერნანდუ ასევე, მარჯვენა მცველიც გვინდა, აკადემიის ხალხსაც უნდა ვენდოთ და ვათამაშოთ, იქნებ ვინმე კარგი აღმოვაჩინოთ, მე ჩავისი მჯერა მაგრამ რაღაც მხრივ მგონია რომ თავის ყოფილ გუნდელებთან ვერ იმუშავებს, ამ ახალგაზრდებისთვის კი კუმირია რომელსაც დაუჯერებენ, visca barca იმედია საბოლოოდ მაინც დაგვიბრუნდება ის ბარსა რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
ვალვერდე დაფრინავს. სულ ემჩნეოდა რო ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ წელს საოცარ ფორმაშია საერთოდ. ულამაზეს გოლებს იტანს, ასისტებსაც აკეთებს, ფლანგზეც თამაშობს შეტევაში, საყრდენზეც შეუძლია ითამაშოს, ცენტრალურ ნახევარმცველადაც და ასეთი კაცი 5-6 მილიონში იყიდეს ტიპებმა. ჩვენ კიდე 150 მილიონიან დემბელეს ვუყურებთ 5 წელია, აქედან ნახევარი ლაზარეთში გაატარა რაც ითამაშა ათასში ერთ მატჩში გამოანათა და კონტრაქტს ვუხანგრძლივებთ. არ ვიცი მოკლედ, იმედია დემბელეს, პიკეს, ბუსის, ალბას აღარ ვიხილავთ იქითა სეზონში.