workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას კიდევ 2 ცენტრალური მცველი გამოაკლდა

ბარსელონას კიდევ 2 ცენტრალური მცველი გამოაკლდა

“ბარსელონას” დაცვაში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. “ვალენსიასთან” მატჩში (0-1) “ბარსამ” 3 ქულა კი მოიპოვა, მაგრამ 2 ცენტრალური მცველი დაკარგა.

ტრავმების გამო მოედნის იძულებით დატოვება ჯერ ერიკ გარსიას, შემდეგ კი ჟიულ კუნდეს მოუხდათ. “ბარსელონამ” ესპანელის ტრავმა უკვე დაადასტურა და მართალია, ფრანგის შემთხვევაში ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აშკარა იყო, რომ კუნდეს შემთხვევაშიც ცვლილების მიზეზი დაზიანება იყო.

აქამდეც ტრავმირებულები იყვნენ რონალდ არაუხო და ანდრეას კრისტენსენი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩავის განკარგულებაში ამჟამად მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველია – ჟერარ პიკე.

დაცვის ცენტრში თამაში შეუძლიათ მარკოს ალონსოს, ფრენკი დე იონგსა და სერხიო ბუსკეტსსაც. ასევე მოსალოდნელია, რომ ლა ლიგის მომდევნო თამაშამდე გამოჯანმრთელებას ანდრეას კრისტენსენიც მოასწრებს.

რაც შეეხება გარსიასა და კუნდეს ტრავმების სიმძიმეს, ამ მხრივ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2022, 00:28
    #6

    კარგია რო მხოლოდ ორი დღით.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 ოქტ 2022, 10:21
    #5

    ციტატა: ♠️spookify♠️
    Laligashi ar dagvrcha iseti tamashebi ro dzaan gveshinodes,dalshe msoflios mere janmrteli iqneba yvela.


    კი, თუ მსოფლიოდან კიდევ ყველა დამტვრეული არ დაბრუნდა..

  • Albicelecte
    schedule 30 ოქტ 2022, 01:40
    #4

    გარსიაზე მაინტერესებს, კუნდეს არაფერი სჭირსო, დაიწერა

  • cezo45
    schedule 30 ოქტ 2022, 01:39
    #3

    პაუ ტორესია სასწრაფოდ მოსაყვანი

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 30 ოქტ 2022, 01:36
    #2

    Laligashi ar dagvrcha iseti tamashebi ro dzaan gveshinodes,dalshe msoflios mere janmrteli iqneba yvela.

  • BARC4ever
    schedule 30 ოქტ 2022, 01:34
    #1

    პლზენთან მაგრად უნდა გადავახალისოთ შემადგენლობა