workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონელები ნაკრებებში: 2 მოგება და 2 ტრავმა

ბარსელონელები ნაკრებებში: 2 მოგება და 2 ტრავმა

დღეს სექტემბრის სანაკრებო პაუზის პირველი შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა “ბარსელონას” ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო.

პოლონეთი-ნიდერლანდები 0-2

ამ შეხვედრაში სამმა “ბარსელონელმა” ითამაშა. მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებმა რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს სტუმრად სძლია.

სამივე “ბარსელონელი” სასტარტოში იყო. ლევანდოვსკიმ სრულად ითამაშა, მემფისმა მოედანზე 52 წუთი დაჰყო და ტრავმის გამო შეცვალეს, დე იონგი კი შესვენებაზე გამოცვალეს. ფრენკის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა და შესაძლოა, მისი შეცვლის მიზეზი ისაა, რომ ის ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის საფრთხის წინაშე იყო.

საფრანგეთი-ავსტრია 2-0

კიდევ ერთი ტრავმირებული საფრანგეთის ნაკრებში გვყავს – ჟიულ კუნდემ მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

უსმან დემბელე სათადარიგო იყო და ის მოედანზე 78-ე წუთზე, ასევე “ბარსას” საკუთრებაში მყოფი ანტუან გრიზმანის ნაცვლად შევიდა.

ხორვატია-დანია 2-1

საკუთარ ნაკრებში ითამაშა ანდრეას კრისტენსენმაც, რომელმაც ხორვატიასთან წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 23 სექ 2022, 11:39
    #4

    ლევანდოვსკიმ ხო არ მოჩეხა დეპაი სპეციალურად? კონკურენტით ნაკლები რო ყავდეს.

  • Albicelecte
    schedule 23 სექ 2022, 03:35
    #3

    დედა ვატირე, თუმცა დეპაის შეიძლება ისეთი არაფერი სჭირდეს;
    პიკეს გარდა 3 ჯანმრთელი ც/მცველი რჩება, მაგრამ კუნდეს გატრამვა არაა კაი ამბავი;
    სერიოზული მებრძოლია ბატონი ჟიული

  • Moriba
    schedule 23 სექ 2022, 01:34
    #2

    ამ სანაკრებო პაუზის დედას გავარტყი როგორ არ მევასება კაი დეპაი დაიმტვრა მაგის შემცვლელი ტონაა მარა აი კუნდეს ტრავმა სერიოზული რამაა

  • ჯიმიბარსა
    schedule 23 სექ 2022, 01:10
    #1

    თურქები სამჯერ აგებდნენ ლუქსემბურგთან და ფრე დასრულდა, ახლა 4 გოლით გვჯობნიან, ამიტომ მაკედონიასაც და გიბრალტარსაც რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავუტანოთ რომ ჩვენთან ჩატარდეს თამაში თუ თურქები შეგვხვდებიან.