workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მუქარა ატლეტიკოს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მუქარა ატლეტიკოს

             განმეორებითი ნახევარფინალის წინ უკეთეს მატჩს ვერც ვინატრებდით. ხარიხსი მაღალი, შედეგი – მშვენიერი. ბარსამ ტურის ცენტრალური მატჩი ულაპარაკოდ მოიგო და ისეთ კარგ ხასიათზე ხვდება “ატლეტიკოს” რომ ეჭვგარეშეა დიდი ამბები გველის წინ. როგორც გასვლითი მატჩის მერე დავწერე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს გამოვა თუ არა რემონტადა, უბრალოდ ძალიან მომენატრა ასეთი მატჩის ნახვა – ბარსას რომ ბევრი აქვს შესაგდები და მეტოქეს შავ დღეში აგდებს. 

არც ამჯერად გვინახავს “კამპ ნოუს” დატოვებული ტრიბუნა შევსებული, როგორც ჩანს, ჯერ ადრეა, მაგრამ იქნებ “ატლეტიკოსთან” დაუშვან მაყურებელი? ამაზე მნიშვნელოვანი მატჩი ხომ ჯერ არ ჰქონია გუნდს მიმდინარე სეზონში? უჰ, მაგარი სანახავი იქნება. ხასიათს ისიც წაეშველა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბადე დალაგდა, ბარსას მხარეს არ არის გუნდი, რომელიც ფლიკის გუნდზე უკეთესია. ასე ფურცელზე ფინალამდე კი უნდა იარონ, ეს ვიცით ჩვენ და იციან რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმაც. 

თუმცა, ერთი ცუდი ამბავი მაინც შემოიპარა “ვილიარეალთან” მატჩამდე – ფრენკი დე იონგმა ტრავმა მიიღო და თვენახევარი არ იქნება. 

სიხარული კამპ ნოუზე  

რასაც ველოდით გვანახა. ლამინე იამალი ისევ ყველაზე მაღლა დგას. კი ბატონო, შედეგების თვალსაზრისით ჯერ კილიან მბაპეს ვერ შეედრება, მაგრამ ლამინეს სათამაშო სტილი უფრო ლამაზი და სანახაობრივია, ასე მგონია და მე მგონი არ ვცდები. ყველაზე მეტად ნეიმარს ჰგავს, მაგრამ უფრო დაღვინებულია თუნდაც ამ ასაკში და დაღვინებული ნეიმარი ფაქტობრივად რონალდინიოს სიმაღლის ფეხბურთელია. ჰოდა, უკაკუნებს ლამინე ამ სიმაღლეს, პოტენციალით გვაჩვენებს, რომ იქ არის, ახლა მყარად უნდა დამკვიდრდეს ამ საფეხურზე. თანაც იცის როდის არის ფორმაში შესვლა საჭირო. გასულ სეზონშიც ასე არ იყო? დაიწყო ჩემპიონთა ლიგის პლეიოფები და აიწყვიტა. არა, არავინ არის ახლა მისი მსგავსი. ამ უდაბნოდ ქცეულ ფეხბურთში სადაც ადამა ტრაორე ხალხს საცემად დასდევს და უსმან დემბელე ოქროს ბურთის ლაურეატია, ლამინე იამალი მართლა განსაკუთრებულ მოვლენად მოჩანს. 

როგორც დაიწყო თამაში ისე გააგრძელა, და ისე დაამთავრა. პირველივე წუთებიდან გამოირჩეოდა მოედანზე. რბილი შეხებით, კარგი დრიბლინგით, თითქოს რა მარტივია მისთვის ყველაფერი. დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ მცველებს მასთან შანსი არ ექნებოდათ და ამიტომ ყველაზე ხშირად მას ტვირთავდნენ. ქმნიდა საფრთხეს ლამინე, აწვალებდა “ვილიარეალის” მცველებს. საპასუხოდ ყვითლები კონტრშეტევებზე მოდიოდნენ, სწრაფი შემტევები ჰყავთ, მიქაუტაძეც მათ შორის, სიღრმეში ჩამოსული ბერნალს მარტივად უმკლავდებოდა, მაგრამ კარის სიახლოვეს არ ყოფილა ჩვეულად საშიში. 

პირველი ტაიმი კი ლოგიკურად დასრულდა, ლამინე იამალმა ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ ანგარიში გახსნა. სწორი მოძრაობით აჩქარდა, ორი-სამი ნაბიჯი სიღრმეში გააკეთა, რომ თამაშგარეში არ შეერბინა, პასი გადასარევი იყო და შეირგო კიდეც, დაბალი დარტყმით მეკარისაგან შორეულ კუთხეში შეაგდო. კარგი გოლი იყო, მაგრამ მეორემ ყველაფერი გადაფარა, ამ მატჩის მთავარ მშვენებად იქცა, აქაც არ არის მთავარი რა გააკეთა, (ორი კაცი მოატყუა და შორეულ მაღალ კუთხეში დაატრიალა) მთავარია როგორ გააკეთა – როგორც დიდოსტატებს სჩვევიათ. დიდი ტრადიცია გრძელდება. დეკადის საუკეთესოები მეტწილად ბარსაში თამაშობდნენ და ახლაც მე მგონი ეგ დროა, ლამინე რომ ამ მასშტაბის ტალანტია ამაში ეჭვი არ არის. 

რას ველით მისგან? გვაჩვენოს რა შეუძლია, როცა გუნდს ოთხი აქვს შესაგდები. მისმა კუმირმა ხომ სწორედ ასეთი მატჩით დაგვამახსოვრა თავი?! 

პედრი მზადაა

დე იონგის გამოკლებით კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა პედრის ფაქტორი. ფლიკმა ნელ-ნელა მისცა სათამაშო დრო, “ატლეტიკოსთან” პედრის ძირითადში ელიან. თითქოს უკვე მწყობრშია, ექიმებიც გასცემენ რეკომენდაციას და გადაწყვეტილებასაც ამის მერე მიიღებენ. ფერანი ისევ უღიმღამოა, გაფუჭებული მომენტით დაგვამახსოვრა თავი – რაფინიას ძალიან კარგი პასი ქარს გაატანა. ვინ იქნება ძირითადში? იმედი მაქვს ლევანდოვსკი. 

ბერნალზე რა ვთქვათ? სიმართლე უნდა ვთქვათ. ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ “ატლეტიკოსთვის” არა მგონია მზად იყოს. ჯერჯერობით დაცვაშიც აქვს წუნი და შეტევაშიც. მაგრამ რა გინდა რომ ქნა? ერიკ გარსია ჯობია? ეჰ, არ ვისურვებდი ფლიკის ადგილზე ყოფნას. 

მეორე ტაიმის დასაწყისში “ვილიარეალმა” ერთი ბურთი გაქვითა. კარგი მონაკვეთი ჰქონდათ, გამოცოცხლდნენ, მაგრამ ლამინეს მაინც ვერ მოუხერხეს ვერაფერი. იამალს ჯერ კიდევ ტაიმის ბოლოს შეეძლო ჰეთთრიქის შესრულება, ცოტა გადაიდო პირველი ჰეთთრიქი, გადაიდო პედრის გამოსვლამდე. ისიც გამოვიდა თუ არა თავის სტილში, გენიალური პასი გაჭრა ლამინეზე და ამჯერად ტიერი ანრივით დაამთავრა, პირველი შეხება ცუდი ჰქონდა-მეთქი გავიფიქრე, თითქოს მახვილი კუთხისკენ წაიღო, მაგრამ ტანი კარგად დაიჭირა და ტიტის სტილში შეაგდო. 

უზადო ჰეთთრიქი იყო. 

ცვლილებების ჯერიც მოვიდა. იამალით არავინ გარისკავდა, გაიყვანეს, ტაშითა და შეძახილებით გააცილეს, “კამპ ნოუ” ისევ ბედნიერია, ისევ ხარობს ფეხბურთით. უამრავი ბედნიერი სახე ვნახეთ. ამ საფეხბურთო ტაძარს ხომ ეს აქცევს განსაკუთრებულად – სიხარული იბადება ამ კედლებში. 

წერტილი ლევანდოვსკიმ დასვა, ეს ბოლოც კარგი კომბინაციის შედეგად გავიდა, კუნდემ საგოლე პასი მიითვალა. ლამინე იამალმა ფერან ტორესს გადაასწრო და ახლა კლუბის საუკეთესო მეგოლეა. ფერნმა ხომ მაგრად მოუკლო… 

წინ რა გველის

რემონტადა! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Don_Andresito
    schedule 03 მარ 2026, 12:49
    #12

    ციტატა: PUIOL5
    ჩემი აზრით ძაან მიკერძოებული სტატიაა, ცოტა ობიექტურად უნდა შევხედოთ საკითხებს. ოპტიმიზმი კარგია, მოგების განწყობა კიდევ უკეთესი მაგრამ რეალობას აცდენაც არ მოგვცემს კარგს. იამალი ბრიალიანტია მართლაც, მთავარია მუჭიდან არ გაექცეს ფლიკს. აი ნემართან და მითუმეტეს რონალდინიოსთა ამ იამალის შედარება და მათ გვერდით დაყენება დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაუჩოს 5 იამალის ნიჭი მარტო ცალ ფეხში ექნებოდა .


    16 ის იყო რო გამოჩნდა და 2 წელში ბარსას და ნაკრების ლიდერად მოგვევლინა, ნაკრებს ევრო დაადებინა, ბარსასაც დაუდებდა ლიგას ისეთი თამაშები ჩაატარა ინტერთან, სხვები რო არ იყვნენ კიტრები. ტიპმა ლიგის მომგებ კანსიდატებში დაგვაბრუნა მაშინ როცა არც დაცვა გვყავს და არც ფორვარდი საშუალოზე მაღალი დონის. პრაიმ რონალდინიო მესმის ძაან ტოპ იყო, ნეიმარიც კლასნი მარა ამის ასაკში ერთი პსჟ ში დაბურთაობდა შეუმჩნევლად და მეორე სანტოსში. 5-6 წლის მერე იქნება იმათ ასაკში და თუ მართლა არ წავიდა ხელიდან ეს 5 წელში რამდენ რამეს ისწავლის და 5 წლის გამოცდილება რო დაუმატო რას იზამს? ამიტომ უნდა გვქონდეს იმედიც და ოპტიმიზმიც. ბარსას მილიონი ტალანტი მინახავს გაფლოპებული მარა ესეთი არც ერთი იყო

  • არისტაფანი
    schedule 02 მარ 2026, 16:02
    #11

    ციტატა: PUIOL5
    ჩემი აზრით ძაან მიკერძოებული სტატიაა, ცოტა ობიექტურად უნდა შევხედოთ საკითხებს. ოპტიმიზმი კარგია, მოგების განწყობა კიდევ უკეთესი მაგრამ რეალობას აცდენაც არ მოგვცემს კარგს. იამალი ბრიალიანტია მართლაც, მთავარია მუჭიდან არ გაექცეს ფლიკს. აი ნემართან და მითუმეტეს რონალდინიოსთა ამ იამალის შედარება და მათ გვერდით დაყენება დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაუჩოს 5 იამალის ნიჭი მარტო ცალ ფეხში ექნებოდა .


    ეგ ბევრი მოგდის ახლა, ხუთი არა ცხა, ამ ასაკში დედამიწაზე არავის არასდროს არ უთამაშია ასე, გინდა პასი, გინდა დარტყმა და გინდა აზროვნება მოედანზე. ძველმა თაობამ შეიძლება პელე ახსენოს 16 წლის მაგრამ ეგეც ძაან საკამათოა.

  • me da barca
    schedule 02 მარ 2026, 14:41
    #10

    ტრაორე ხალხს დასდევსო, ეგ მომენტი ვნახე და კუკურელია შემეცოდა, როგორ ბამბით სავსე ტომარასავით მოისროლა საწყალი

  • პენდრაგონი
    schedule 02 მარ 2026, 09:56
    #9

    აბა ღმერთმა ქნას შევძლოთ

  • Rick Sanchez
    schedule 02 მარ 2026, 00:21
    #8

    ეჰ იმედია ფეოლასავით ოპტიმისტი ფეხბურთელები გვყავს.

  • PUIOL5
    schedule 01 მარ 2026, 17:44
    #7

    ჩემი აზრით ძაან მიკერძოებული სტატიაა, ცოტა ობიექტურად უნდა შევხედოთ საკითხებს. ოპტიმიზმი კარგია, მოგების განწყობა კიდევ უკეთესი მაგრამ რეალობას აცდენაც არ მოგვცემს კარგს. იამალი ბრიალიანტია მართლაც, მთავარია მუჭიდან არ გაექცეს ფლიკს. აი ნემართან და მითუმეტეს რონალდინიოსთა ამ იამალის შედარება და მათ გვერდით დაყენება დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაუჩოს 5 იამალის ნიჭი მარტო ცალ ფეხში ექნებოდა .

  • Pirat❤️💙
    schedule 01 მარ 2026, 16:55
    #6

    მე ბერნალი ძალიან მომეწონა პედრისთან ერთად უკეთესი იქნება ვფიქრობ

  • mesi_10
    schedule 01 მარ 2026, 16:03
    #5

    რათქმაუნდა მჯერა იმის რომ ბარსა მოუგებს ატლეტიკოს და ჰანდიკაპიტაც მარა ფინალოსთვის ეყოფა თუ არა მაგაზე პასუხი არ მაქ უშეღავათო ბრძოლა იქნება და შეილება ჩეხვა გლეჯვასაც არ მოერიდონ სიმონას ბიჭები…

  • ჰანს ფლიკი
    schedule 01 მარ 2026, 15:53
    #4

    ატლეტიკოსთან თავის შეკვლა არ ღირს.მაინც უხეში გუნდია.ლამინემ ან პედრიმ თუ ისევ ტრამვა მიიღო ჩათვალეთ დაკარგულია სეზონი

  • MaestroXavi
    schedule 01 მარ 2026, 15:48
    #3

    ციტატა: nika 54

    ციტატა: MaestroXavi
    დემბელე კნინობით ფორმაში აღარ უნდა მოიხსენიო კაცმა, უდავოდ მაგარი მოთამაშეა ტვინით იმბეცილი და ტრავმიანი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან ჩვენც გვეყვარებოდა


    მოხდა რამე დემბელეს თავს რაც ჯერ არ ვიცით?


    რა შედარებაა ბევრად დაღვინებულია

  • nika 54
    schedule 01 მარ 2026, 15:31
    #2

    ციტატა: MaestroXavi
    დემბელე კნინობით ფორმაში აღარ უნდა მოიხსენიო კაცმა, უდავოდ მაგარი მოთამაშეა ტვინით იმბეცილი და ტრავმიანი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან ჩვენც გვეყვარებოდა


    მოხდა რამე დემბელეს თავს რაც ჯერ არ ვიცით?

  • MaestroXavi
    schedule 01 მარ 2026, 14:19
    #1

    დემბელე კნინობით ფორმაში აღარ უნდა მოიხსენიო კაცმა, უდავოდ მაგარი მოთამაშეა ტვინით იმბეცილი და ტრავმიანი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან ჩვენც გვეყვარებოდა