workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ დეულოფეუ – უარი ბარსას და თანხმობა რეალს

ჟერარ დეულოფეუ – უარი ბარსას და თანხმობა რეალს

“ლა მასიას” აღზრდილი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც “უდინეზეს” შემადგენლობაში სერია A-ს საუკეთესო ასისტენტია, აცხადებს, რომ კატალონიურ გუნდში დაბრუნებას არ აპირებს, “რეალ მადრიდში” გადასვლაზე კი უარს არ იტყოდა.

ჟერარ დეულოფეუ “ბარსას” აკადემიაში 2003-2011 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ იყო “ბარსა ბ-ში” 2 სეზონი, რასაც ჯერ “ევერტონში”, შემდეგ კი “სევილიაში” განათხოვრება მოჰყვა. 2015 წელს “ბლაუგრანამ” დეულოფეუ “ევერტონს” 6 მილიონად მიჰყიდა, 2017 წელს 12 მილიონად დაიბრუნა და ერთი წლის შემდეგ “ვულვზში” 14 მილიონად გაყიდა. იმის გამო, რომ “ბარსაში” შანსი ორჯერ ვერ გამოიყენა, 28 წლის თავდამსხმელს მიაჩნია, რომ კატალონიურ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა.

რადიო Marca-სთან საუბრისას დეულოფეუ აცხადებს, რომ დღევანდელი “ბარსელონათი” მოხიბლულია.

ფეხბურთის ყურებას არ ვწყვეტ. “ბარსელონას” თამაშებს ვუყურებ ხოლმე და ძალიან მომწონს. გასულ სეზონში გუნდი გარდამავალ ეტაპზე იყო, ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ, სკანდალია. გუნდი ძალიან კარგად გაძლიერდა და ახლა ყველა ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს. კლუბში მყოფი ხალხის გამო ძალიან მიხარია.

დეულოფეუმ კარიერაში საუკეთესო თანაგუნდელებად ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი დაასახელა, კუმირად კი რონალდინიო.

კითხვაზე, ხომ არ დაბრუნდებოდა “ბარსელონაში” კიდევ ერთხელ, ესპანელმა უპასუხა:

არა, ერთხელ უკვე ვთქვი უარი.

ხოლო “რეალ მადრიდში” თამაშის შანსზე ნახევრად სიცილით ასეთი კომენტარი გააკეთა:

თუ შემოთავაზებით “რეალი” მოვა, უარს როგორ იტყვი, ეს დიდი შანსი იქნება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • azulgerana
    schedule 24 სექ 2022, 06:04
    #8

    ხო ისე ამასაც საშინლად მოექცნენ. ტრაორესი არ იყოს

  • Ko Ke
    schedule 21 სექ 2022, 22:14
    #7

    Გულით კულეა ეტყობა

  • me da barca
    schedule 21 სექ 2022, 21:43
    #6

    ვის რაში ჭირდები, მაგრამ რეალში არ გადავალთქო მაინც გეთქვა, რომ კულეებს თავი არ შეაზიზღო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 სექ 2022, 01:11
    #5

    ეჰ შენ ბარსა და რეალი კიარა აწი მაქსიმუმ ბეტისმა ან ასტონ ვილამ წაგიყვანოს😂

  • nika 54
    schedule 21 სექ 2022, 00:27
    #4

    ამის წაკითხვა-ღა აკლია ჰალას ადმინს, ისედაც სულ ბარსას ინტერესბზე ლაპარაკობს რეალის ფეხბურთელებთან მიმართებაში. ეხლა ასენსიოზე ააგორა ამბავი, თურმე ჩავის არ ძინავს ღამ-ღამობით და სულ ასენსიოს გადმოყვანაზე ოცნებობს თურმე.

  • .Gladiator.
    schedule 20 სექ 2022, 23:53
    #2

    კი უეჭველი წაგიყვანს რეალი
    ძირითადშიც გათამაშებენ laughing

  • levanoza
    schedule 20 სექ 2022, 23:43
    #1

    სად ამოქექეთ ეს ნაფტალინიანი?