დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი “ბარსელონა” იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.
ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:19 – “ბარსელონა” მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
- 02:12 – “ბარსელონამ” ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
- 02:00 – სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
- 01:59 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
- 01:58 – ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
- 01:51 – “ბარსელონა” “ჩელსისგან” მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
- 01:44 – ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
- 01:43 – გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
- 01:10 – “სიურპრიზი” ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
- 01:06 – ოფიციალურად: მემფის დეპაი “ბარსელონაში” რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
- 01:04 – ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
- 01:01 – პიანიჩი “ბარსელონას” დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
- 00:53 – “ბარსელონაში” ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
- 00:51 – დეპაის “ჩელსიში” ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
- 00:39 – ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
- 00:27 – მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა “ბარსა” დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
- 00:14 – “ბომბა” ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. “ბარსელონა” ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
- 00:08 – დეპაისა და “ჩელსის” შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
- 00:04 – ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადავიდა
- 23:57 – პიანიჩმა, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს [ჟერარ რომერო]
- 23:48 – ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
- 23:41 – ამჟამად “ბარსელონას” კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
- 23:40 – ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
- 23:39 – ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა “ატლეტიკოში” რჩება [ფაბრიციო რომანო]
- 23:37 – შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის “ჩელსიში” ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
- 23:28 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი “ოსასუნაში” იჯარით გაუშვა
- 23:21 – ობამეიანგი “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
- 23:16 – ოფიციალურად: სერჟინიო დესტი “მილანში” იჯარით გადავიდა
- 23:15 – ალვარო მორატა 100%-ით “ატლეტიკოში” რჩება [მატეო მორეტო]
- 23:11 – ჟერარ რომერო: “მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ”
- 23:07 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
- 23:00 – მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
- 22:56 – ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
- 22:40 – ლალპორტას “სიურპრიზი” ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
- 22:35 – “ბარსელონამ” ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
- 22:25 – ლაპორტას “სიურპრიზის” ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
- 22:20 – სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის “მილანში” გადასვლა დაადასტურა
- 22:17 – ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
- 22:14 – ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ “ბეტისის” ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
- 22:05 – ნაბილ ფექირი “ბეტისის” ოფისში არა “ბარსელონაში” გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
- 22:03 – “ბასელონა” ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
- 22:00 – “ბარსელონა” ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
- 21:53 – ნაბილ ფექირი “ბეტისში” იმყოფება იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ტრანსფერი დაასრულოს [AS]
- 21:37 – დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
- 21:31 – ჟორდი ალბა კარიერის “ბარსელონაში” დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
- 21:24 – ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
- 21:24 – ექტორ ბელერინის “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
- 21:15 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
- 21:12 – მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
- 21:05 – ტომას მუნიეს “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
- 20:54 – მემფის დეპაი “ჩელსის” შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
- 20:50 – მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
- 20:49 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
- 20:10 – “ბარსელონა” მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
- 19:29 – ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
- 19:28 – ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში “ბარსელონას” დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
- 18:56 – “ბარსელონამ” ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
- 18:51 – ობამეიანგი “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
- 18:29 – “ბარსელონა” ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
- 18:01 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
- 17:38 – მარკოს ალონსო “ბარსელონაში” 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
- 17:27 – მარტინ ბრეითუეიტმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის “ბარსას” ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
- 16:54 – ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
- 16:34 – ექტორ ბელერინმა “არსენალთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
- 16:33 – გუშინ მემფის დეპაიმ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
- 16:32 – ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ “ბარსელონამ” და “ჩელსიმ” მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
- 16:13 – ჟორდი ალბამ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
- 15:53 – გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი”
- 15:18 – ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია – 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
- 15:13 – ჟორდი ალბა “ბარსელონაში” რჩება [ხავი მიგელი]
- 14:51 – ბარსელონას აეროპორტში “ჩელსის” თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
- 14:49 – “ბარსელონამ” ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
- 14:48 – ჟორდი ალბა “ბარსელონაზე” ნაწყენია, რადგან კლუბმა ის “ინტერს” შესთავაზა [Cuatro]
- 14:24 – “ბარსელონამ” მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
- 14:10 – ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
- 14:09 – აბდე ეზალზული იჯარით “ოსასუნაში” გადადის [ჟერარ რომერო]
- 14:08 – აბდე ეზალზულის “ელჩეში” იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
- 14:00 – “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
- 13:44 – ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
- 13:41 – აბდე ეზალზული “ელჩეში” იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
- 13:29 – “ბარსელონამ”, შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს – ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
- 13:24 – “ბარსელონამ” ბრეითუეიტს სთხოვა, “ესპანიოლში” არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
- 13:23 – ექტორ ბელერინი “ბარსელონაში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
- 13:11 – მარკოს ალონსოს აგენტი “ბარსელონას” ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
- 13:00 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლში” სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
- 12:57 – მოსალოდნელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
- 12:48 – ჟორდი ალბა “ინტერში” გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
- 12:37 – მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადადის [Onda Cero]
- 12:22 – “ბარსელონას” სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის “ინტერს”. თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
- 12:20 – “მანჩესტერ იუნაიტედმა” ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, “აიაქსის” მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
- 12:17 – “ბარსელონა” და “ჩელსი” ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
- 11:51 – “ბარსელონამ” ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
- 11:01 – სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე “მილანს” შეუერთდება [COPE]
ბრაით მევასებოდი და რაპოტნში იტრაკე
ახლა ობა წავიდა, ბრაითა წავიდა, ეზალზული იჯარით მიდის, ალბა კი მემგონი ასევე უნდა წავიდეს, მოვიდა ალონსო და ბელერინი გზაშია, დეპაი კი უნდა დარჩეს როგორც ლევანას ზამენა, აუბა ზამენობისთვის ცოდოა და დეპაი კი არაა იმ დონის რომ ძირითადში იყოს, თან ფლანგზეც შეუძლია თამაში და 6 შემტევი გუნდში სრულებით საკმარისია
ბელერინი დესტს მირჩევნია მე პირადად და მგონია მოიხოდება უფრო ჩვენთან
დეპაი მთელი ზაფხულია წელავს წასვლას, ხან 20 მილიონიან ხელფასს თხოვს იუვეს და ხან საშუალო დონის გუდნებს იწუენბს და ბოლო დღეს შეატყობინა გუნდს რო წასვლა უნდა? არაა წიხლით გასაგდები? ესენი იმდენს იზამენ ფორვარდი იქნება მოსაყვანი. ბრაიტი წაეთრა, დეპაი ობაც თუ წავიდნენ ერთი 9 გვინდა სკამზე
ბელერინი და ალონსო ვიყიდეთ უფასოდ და ობა გავყიდეთ 14 მილიონად. ამით მორჩება ყველაფერი. ბერნარდუსთვის არც ფულია და არც დრო.
ეხლა ალბას სახე მანახა
მართალი ხარ. მაგრამ არ მგონია რო დეპაიც წავიდეს.
იმედია არ წავა თორემ არამგონია ბერნანდუ მოვიყვანოთ დღეს
დეპაიც სავარაუდოდ ჩელსიში მიდის… მოლაპარაკებები მიდისო ჩელსისთან
Griezzy7,
დეპაი და ტორესი თუ ეყოლება ჩავის სკამზე ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ფერანი შემოვა? არ ენდობა მემფისს ჩავი არ სჭირდება ეგ ფეხბურთელი და… აუბა უნდოდა რომ დარჩენილიყო მარა გუნდს ფულიც უნდოდა. მაგრა კიდია მემფისი არ ათამაშებს მაინც და წავიდეს მსოფლიოსთვის პრაკტიკა მაინც ექნება
ოოო ბერნარდო სილვა ვითომ?
მოიცა დეპაი და აუბა ერთად მიდიან? აბა შეტევაში ვინ რჩება? ელამი ტორესი უნდა შემოვიდეს ცვლილებაზე და ნერვები გვიშალოს? აი მონენტი წარმოიდგინეთ სიტყვაზე ვაგებთ, შემტევები დაღლილები არიან და ტორესი შემოგვყავს მოედანზე როცა გოლის გატანა გვინდა? შეიძლება ვცდები ათამაშდეს ეგ ბიჭი( იმედია ეგრეც იქნება) მაგრამ ამ ეტაოზე დეპაის გაშვება სისულელეა, ბოლო ბოლო ყველა შემტევს ეყოლება შემცვლელი რო რამე მოხდეს
ბერნარდუ სილვამ სიტიში ვრჩებიო და როგორ ხდება რეალური ვერ გავიგე ?? 🤷 ალბა დიდი ხანია ძირითადში არ უნდა იყოს ძვირი უჯდება ნუ დაუჯდა გუნდს მაგის უსუსური თამაში დაცვაში ალონსო არანაკლებია ბევრი ცუდათ უყურებს ალბაბრაც დღესაა ალონსო ბევრად სჯობს და ალბას დაბრუნების იმედი ტყუილად გაქვთ იმ ფორმაში რაც წლების წინ იყო, მემფისიც და ობამაც ორივე გასაშვები იყო და მიდიან კიდეც გასაგებია ორივე გუნდს აძლიერებს მაგრამ ხელფასებია პრობლემა ორივეს ეზრდებოდა და სკამის ხალხს ძირითადის სასტავის უმრავლესობაზე მეტს რატო გადაუხდიან როო ?? ბელერინიც ბრუნდება იმედია ის დირკა არ იქნება და გაუმჯობესდება რაც აქამდე იყო.
Ბარსელონისტა,
ბერნარდომ გუშინ მატჩის შემდეგ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ არსად არ მიდის რადგან შემოთავაზება არ ჰქონია, სიტიში რჩება წელს, ძაან ბედნიერი ვარ და არსად აგარ მივდივარო
რანაირად, დღეს იხურება ფანჯარა, შანსი არაა მოსწრების
ზუბიმენდის ტყუილად იწუნებენ, კარგი საყრდენია ნამდვილად
დეპაიმაც შეიძლება დატოვოს გუნდი.ისე ვითარდება სიტუაცია, ნელ-ნელა რეალური ხდება ბერნარდუ სილვას ტრანსფერი.
ზოგი რა დაუნახავია არსებით ბიჭო შარშან კუნდეზე ოცნებასაც კი ვერ გაბედავდით ლევანა რომ აქ გეყოლებოდათ ამას წარმოიდგნედით საერთოდ?? მსგავსი სატრასფერო ფანჯარა უამრავ გუბდს არ ქონია არადროს.მაინც უკმაყოფილოა ხალხი😂😂😂 სამი თამაში ითამაშმა გუნდმა და უკვე ხედავენ რა ჭირდება გუნდს და რა არაა მაგას თქვენ კი არა მამა ზეციერი ვერ გაიგებს😂😂😂 ჯერრ ახლა ლაგდება გუნდი.ერთადერთი აუბა მერჩივნა დეპაის და ალბა არ გაუშვან სხვა ყველაფერი მაგრად მიდის.
Დესტი-მილანი
Ბრაიტვეიტი-ესპანიოლი
Აბდე-ოსასუნა
Ჯამში 7,5 მილიონი ოთხივე ტრანსფერიდან
Ბელერინი-უფასო
Ალონსო-უფასო (ობას გამო)
Სილვა-60 მილიონი ფერანის ფორმულა
Სიტი ბერნარდუ სილვას შემცვლელს არ შეიძენს, განხილებოდა პაკეტა, მაგრამ ვესტ ჰემმა იყიდა. Სიტიმ მცველი იყიდა აკანჯი და კელვინ ფილიპს განიხილავს ბერნარდუს ადგილას. Მომავალ წელს კი ჯუდ ბელინგემის შეძენას შეეცდება. Ბარსელონა 2023 წელს ტრენტ ალსქსანდრ არნლოდის, 2024 წელს კი ალფონსო დევისის და…. კილიან მბაპეს შეძენას აპირებს. Არნოლდი და ალფონსო ბარსას გულშემატკივრები არიან, მბაპეს შესაძენად კი 2024 წელს ბარსელონა ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, რადგან რეალს და მბაპეს და მის გარემოცვას შორის ურჶიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, მბაპეს ოცნება კი ლა ლიგაში თამაშია და ამით მადრიდიდზეც ერთგვარ შურისძიებას მოაწყობს
აი მბაპე ნაღდად არ მინდა ბარსაში,მაგის არაამქვეყნიური ეგო მოვსტ*ან მე მაგისი.
Მაგ მხრივ მართალი ხარ ძმაო
ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
ეს ვერ არის კარგი ამბავი. ბალდეს გაშვება არ შეიძლება ძლივს დრო მიეცა და მოუმატა კიდეც საგრძნობლად.
სეზონი წინაა, დატესტავს წესით. მაგრამ ის თვისებები არ ააქვს რაც ბუსის შემცცვლელს უნდა ქონდეს. ნიკოს მეც უფრო ცენტრში ვხედავ ვიდრე საყრდენად, მაგრამ აქვს საყრდენის პოტენციალი სამომავლოდ. ჯერ ვალენსიაში ვერ ჩაჯდა ძირითადში, ბოლო 15 წუთს აქაც ითამაშებდა. იმედია იქნება ძირითადში
ვაააახ მთელი სატრანსფერო ამბები აქამდე ყველანაირად კარგად მიდოდა და ეხლა ცოტა შეიცვალა სურათი. აუბას გაშვებაზეც სერიოზულად გული მწყდება მარა თან ის მომენტიც გასაგებია რო დეპაი აუბაში ერთი უეჭველი გასაშვებია. მარა ფლანგების თემა ძალიან უცნაურად მიმდინარეობს რავიცი ჩემი აზრით როგორც არუნდა დასრულდეს ფანჯარა სუსტი ფლანგები გვეყოლება უბრალოდ ვიქნებით იმის იმედზე რო რაიმე სასწაული მოხდეს და ჩავის ხელში რომელიმემ სერიოზული პროგრესი განიცადოს
Დესტი-მილანი
Ბრაიტვეიტი-ესპანიოლი
Აბდე-ოსასუნა
Ჯამში 7,5 მილიონი ოთხივე ტრანსფერიდან
Ბელერინი-უფასო
Ალონსო-უფასო (ობას გამო)
Სილვა-60 მილიონი ფერანის ფორმულა
Სიტი ბერნარდუ სილვას შემცვლელს არ შეიძენს, განხილებოდა პაკეტა, მაგრამ ვესტ ჰემმა იყიდა. Სიტიმ მცველი იყიდა აკანჯი და კელვინ ფილიპს განიხილავს ბერნარდუს ადგილას. Მომავალ წელს კი ჯუდ ბელინგემის შეძენას შეეცდება. Ბარსელონა 2023 წელს ტრენტ ალსქსანდრ არნლოდის, 2024 წელს კი ალფონსო დევისის და…. კილიან მბაპეს შეძენას აპირებს. Არნოლდი და ალფონსო ბარსას გულშემატკივრები არიან, მბაპეს შესაძენად კი 2024 წელს ბარსელონა ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, რადგან რეალს და მბაპეს და მის გარემოცვას შორის ურჶიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, მბაპეს ოცნება კი ლა ლიგაში თამაშია და ამით მადრიდიდზეც ერთგვარ შურისძიებას მოაწყობს
აი მბაპე ნაღდად არ მინდა ბარსაში,მაგის არაამქვეყნიური ეგო მოვსტ*ან მე მაგისი.