workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი “ბარსელონა” იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:19 – “ბარსელონა” მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
  • 02:12 – “ბარსელონამ” ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
  • 02:00 – სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
  • 01:59 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
  • 01:58 – ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
  • 01:51 – “ბარსელონა” “ჩელსისგან” მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
  • 01:44 – ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
  • 01:43 – გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
  • 01:10 – “სიურპრიზი” ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
  • 01:06 – ოფიციალურად: მემფის დეპაი “ბარსელონაში” რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
  • 01:04 – ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 01:01 – პიანიჩი “ბარსელონას” დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
  • 00:53 – “ბარსელონაში” ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
  • 00:51 – დეპაის “ჩელსიში” ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
  • 00:39 – ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
  • 00:27 – მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა “ბარსა” დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
  • 00:14 – “ბომბა” ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. “ბარსელონა” ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
  • 00:08 – დეპაისა და “ჩელსის” შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
  • 00:04 – ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადავიდა
  • 23:57 – პიანიჩმა, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს [ჟერარ რომერო]
  • 23:48 – ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 23:41 – ამჟამად “ბარსელონას” კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
  • 23:40 – ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
  • 23:39 – ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა “ატლეტიკოში” რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 23:37 – შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის “ჩელსიში” ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
  • 23:28 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი “ოსასუნაში” იჯარით გაუშვა
  • 23:21 – ობამეიანგი “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
  • 23:16 – ოფიციალურად: სერჟინიო დესტი “მილანში” იჯარით გადავიდა
  • 23:15 – ალვარო მორატა 100%-ით “ატლეტიკოში” რჩება [მატეო მორეტო]
  • 23:11 – ჟერარ რომერო: “მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ”
  • 23:07 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
  • 23:00 – მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
  • 22:56 – ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
  • 22:40 – ლალპორტას “სიურპრიზი” ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
  • 22:35 – “ბარსელონამ” ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
  • 22:25 – ლაპორტას “სიურპრიზის” ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
  • 22:20 – სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის “მილანში” გადასვლა დაადასტურა
  • 22:17 – ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
  • 22:14 – ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ “ბეტისის” ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
  • 22:05 – ნაბილ ფექირი “ბეტისის” ოფისში არა “ბარსელონაში” გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
  • 22:03 – “ბასელონა” ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
  • 22:00 – “ბარსელონა” ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
  • 21:53 – ნაბილ ფექირი “ბეტისში” იმყოფება იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ტრანსფერი დაასრულოს [AS]
  • 21:37 – დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
  • 21:31 – ჟორდი ალბა კარიერის “ბარსელონაში” დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
  • 21:24 – ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
  • 21:24 – ექტორ ბელერინის “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
  • 21:15 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
  • 21:12 – მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
  • 21:05 – ტომას მუნიეს “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
  • 20:54 – მემფის დეპაი “ჩელსის” შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
  • 20:50 – მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
  • 20:49 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
  • 20:10 – “ბარსელონა” მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
  • 19:29 – ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
  • 19:28 – ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში “ბარსელონას” დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
  • 18:56 – “ბარსელონამ” ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
  • 18:51 – ობამეიანგი “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
  • 18:29 – “ბარსელონა” ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
  • 18:01 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
  • 17:38 – მარკოს ალონსო “ბარსელონაში” 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 17:27 – მარტინ ბრეითუეიტმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის “ბარსას” ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
  • 16:54 – ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
  • 16:34 – ექტორ ბელერინმა “არსენალთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
  • 16:33 – გუშინ მემფის დეპაიმ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
  • 16:32 – ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ “ბარსელონამ” და “ჩელსიმ” მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
  • 16:13 – ჟორდი ალბამ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
  • 15:53 – გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი”
  • 15:18 – ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია – 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
  • 15:13 – ჟორდი ალბა “ბარსელონაში” რჩება [ხავი მიგელი]
  • 14:51 – ბარსელონას აეროპორტში “ჩელსის” თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
  • 14:49 – “ბარსელონამ” ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
  • 14:48 – ჟორდი ალბა “ბარსელონაზე” ნაწყენია, რადგან კლუბმა ის “ინტერს” შესთავაზა [Cuatro]
  • 14:24 – “ბარსელონამ” მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
  • 14:10 – ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
  • 14:09 – აბდე ეზალზული იჯარით “ოსასუნაში” გადადის [ჟერარ რომერო]
  • 14:08 – აბდე ეზალზულის “ელჩეში” იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
  • 14:00 – “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
  • 13:44 – ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
  • 13:41 – აბდე ეზალზული “ელჩეში” იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
  • 13:29 – “ბარსელონამ”, შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს – ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
  • 13:24 – “ბარსელონამ” ბრეითუეიტს სთხოვა, “ესპანიოლში” არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
  • 13:23 – ექტორ ბელერინი “ბარსელონაში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
  • 13:11 – მარკოს ალონსოს აგენტი “ბარსელონას” ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
  • 13:00 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლში” სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
  • 12:57 – მოსალოდნელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
  • 12:48 – ჟორდი ალბა “ინტერში” გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
  • 12:37 – მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადადის [Onda Cero]
  • 12:22 – “ბარსელონას” სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის “ინტერს”. თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
  • 12:20 – “მანჩესტერ იუნაიტედმა” ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, “აიაქსის” მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
  • 12:17 – “ბარსელონა” და “ჩელსი” ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
  • 11:51 – “ბარსელონამ” ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
  • 11:01 – სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე “მილანს” შეუერთდება [COPE]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (455)

  • Ბარსელონისტა
    schedule 01 სექ 2022, 15:58
    #40

    Ობა 7,5 მილიონ ევროს + ობაში გავუშვით და არა 15

  • RivaldoR
    schedule 01 სექ 2022, 15:57
    #39

    Pirat❤️💙,
    იმენა ჩემი სათქმელი თქვი

  • Ბარსელონისტა
    schedule 01 სექ 2022, 15:56
    #38

    Ობამეიანგი-ჩელსი
    Დესტი-მილანი
    Ბრაიტვეიტი-ესპანიოლი
    Აბდე-ოსასუნა

    Ჯამში 7,5 მილიონი ოთხივე ტრანსფერიდან

    Ბელერინი-უფასო
    Ალონსო-უფასო (ობას გამო)
    Სილვა-60 მილიონი ფერანის ფორმულა

    Სიტი ბერნარდუ სილვას შემცვლელს არ შეიძენს, განხილებოდა პაკეტა, მაგრამ ვესტ ჰემმა იყიდა. Სიტიმ მცველი იყიდა აკანჯი და კელვინ ფილიპს განიხილავს ბერნარდუს ადგილას. Მომავალ წელს კი ჯუდ ბელინგემის შეძენას შეეცდება. Ბარსელონა 2023 წელს ტრენტ ალსქსანდრ არნლოდის, 2024 წელს კი ალფონსო დევისის და…. კილიან მბაპეს შეძენას აპირებს. Არნოლდი და ალფონსო ბარსას გულშემატკივრები არიან, მბაპეს შესაძენად კი 2024 წელს ბარსელონა ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, რადგან რეალს და მბაპეს და მის გარემოცვას შორის ურჶიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, მბაპეს ოცნება კი ლა ლიგაში თამაშია და ამით მადრიდიდზეც ერთგვარ შურისძიებას მოაწყობს

  • Kote Bogveradze
    schedule 01 სექ 2022, 15:46
    #37

    გადავიდა მაინც ობამა. ჩემი აზრით არ უნდა გაეშვათ

  • Berlinetta♥
    schedule 01 სექ 2022, 15:43
    #36

    ნიკო გამოჩნდება ამ სეზონში ჩამშლელიანთუ ცენტრალური ნახევარმცველი, მგონი უფრო ცენტრია ვიდრე საყრდენი… ბუსკეცი რომ წავა მგონია რომ ზუბიმენდის მოიყვანენ… კესი ერთხელაც რატომ არ ცადა ისე საინტერესოა

  • Pirat❤️💙
    schedule 01 სექ 2022, 15:43
    #35

    ალონსო ტრაკში უნდა გაუკეთო ჩავის ყავდეს ბალდე ძირითადში და ალბა როტაციაზე, ობაც არ უნდა გაგვეშვა მითუმეტეს 15+ ალონსოში. მემფისი უნდა გაგვეშვა და ობა დარჩენიყო😔

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 სექ 2022, 15:28
    #34

    აი ალონსო თუ მოგვყავს მაშინ ალბას გავასხმევინოთ, ბალდეს გაშვება არ შეიძლება, ამ მომენტში ორივეს ერთად აღებულს ჯობია ეს გამოუცდელი ბალდე და იმედია ალბას გავუშვებთ, თან რაის იჯარა, შემდეგ წელს მხოლოდ იმისთვის თუ დააბრუნებენ რომ პიკესთან და ბუსკეცთან ერთად გააცილონ და გაუშვან გუნდიდან

  • Gaucho24
    schedule 01 სექ 2022, 15:26
    #33

    ციტატა: Jorji

    ციტატა: NAMASTE

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Ეს გუნდი მოიხოდა ანუ

    Რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე
    ——Პედრი-დე იონგი-გავი
    Ბალდე-არაუხო-კუნდე-ბელერინი
    ————Ტერ შტეგენი

    Არაუშავს, მაგრამ 3 მცველიან ტაქტიკაზე გადავიდოდი ჩავის ადგილას


    რა უნდა დე იონგს საყრდრნზე?? თუ სოსიედადთან რომ უყურე არ იყო საკმარისი იმის დანახვა რა განავალიც არის მაგ პოზიციაზე??

    სწორედ მანდ ვუშვებთ შეცდომას ერთი თამაშით რომ განსჯით, კაცს მანდ გადაბმულად სამი თამაშI არ უთამაშია 3 წლის მანძილზე და რაგინდათ რომ ქნას? ნიჭი მაგ ბიჭს არ აკლია მონდომება და კლუბის სიყვარული და ყველაფერს შეძლებს დროს თუ მივცემთ და სტაბილურად ვათამაშებთ იქ სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს…


    ეეჰ მაგას ვამბობ რამდენი ხანია მაგრამ სამწუხაროდ ფრენკის ბრალდება რომ ლა ლიგას ვერ ვიგებთ უჩლზე ჯგუფში ჩავრჩით და თურმე ამის ბრალია ბარსელონას დაქცევა არადა ტიპი საყრდენის გარდა ყველგან ათამაშეს , 8 იანზე 10 ანზე ცრუ 9 იანზე ცენტრალურ მცველად , ფლანგის ნახევარმცველად და მაინც ყველგან დებს გარკვეუწილად დონეს მაგრამ ნუ რას ვიზამთ იმედია ამ სეზონში ხშირად ვნახავთ თავის პოზიციაზე და მის საუკეთესო ვერსიას

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 სექ 2022, 15:25
    #32

    ციტატა: NAMASTE

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Ეს გუნდი მოიხოდა ანუ

    Რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე
    ——Პედრი-დე იონგი-გავი
    Ბალდე-არაუხო-კუნდე-ბელერინი
    ————Ტერ შტეგენი

    Არაუშავს, მაგრამ 3 მცველიან ტაქტიკაზე გადავიდოდი ჩავის ადგილას


    რა უნდა დე იონგს საყრდრნზე?? თუ სოსიედადთან რომ უყურე არ იყო საკმარისი იმის დანახვა რა განავალიც არის მაგ პოზიციაზე??


    იმ შეცდომით თუ განვსჯით არასწორია, მთლიანად თამაშში არაუშავდა და სისტემატიური თამაში სჭირდება საყრდენზე, ფიფა არაა რომ დააყენო და ეგრევე ითამაშოს, ბუსკეცს მაინც აჯობებს ამ ეტაპზე, იმას ძინავს მოედაბზე და ძაან გამოთიშულია თამაშიდან

  • Jorji
    schedule 01 სექ 2022, 15:20
    #31

    ციტატა: NAMASTE

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Ეს გუნდი მოიხოდა ანუ

    Რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე
    ——Პედრი-დე იონგი-გავი
    Ბალდე-არაუხო-კუნდე-ბელერინი
    ————Ტერ შტეგენი

    Არაუშავს, მაგრამ 3 მცველიან ტაქტიკაზე გადავიდოდი ჩავის ადგილას


    რა უნდა დე იონგს საყრდრნზე?? თუ სოსიედადთან რომ უყურე არ იყო საკმარისი იმის დანახვა რა განავალიც არის მაგ პოზიციაზე??

    სწორედ მანდ ვუშვებთ შეცდომას ერთი თამაშით რომ განსჯით, კაცს მანდ გადაბმულად სამი თამაშI არ უთამაშია 3 წლის მანძილზე და რაგინდათ რომ ქნას? ნიჭი მაგ ბიჭს არ აკლია მონდომება და კლუბის სიყვარული და ყველაფერს შეძლებს დროს თუ მივცემთ და სტაბილურად ვათამაშებთ იქ სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს…

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 სექ 2022, 15:18
    #30

    ბელერინი აუცილებლად მოვა, ალბა თუ დარჩება და ალონსო არ მოვა არც ეგაა პრობლემა, აი ბერნანდუს თუ მოიყვანენ ყოჩაღ და მაგარი იქნება მაგრამ თუ ვერ მოვიყვანეთ არც ეგაა ტრაგედია

  • suxaaa
    schedule 01 სექ 2022, 15:14
    #29

    14:48 – ჟორდი ალბა "ბარსელონაზე" ნაწყენია, რადგან კლუბმა ის "ინტერს" შესთავაზა [Cuatro]

    15:14 ბარსელონაც ალბაზე ნაწყენია იმიტო რო სუფთა ..ლეა

  • NAMASTE
    schedule 01 სექ 2022, 15:14
    #28

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Ეს გუნდი მოიხოდა ანუ

    Რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე
    ——Პედრი-დე იონგი-გავი
    Ბალდე-არაუხო-კუნდე-ბელერინი
    ————Ტერ შტეგენი

    Არაუშავს, მაგრამ 3 მცველიან ტაქტიკაზე გადავიდოდი ჩავის ადგილას


    რა უნდა დე იონგს საყრდრნზე?? თუ სოსიედადთან რომ უყურე არ იყო საკმარისი იმის დანახვა რა განავალიც არის მაგ პოზიციაზე??

  • Gaucho24
    schedule 01 სექ 2022, 15:12
    #27

    როგორც არ უნდა დამთავრდეს ძალიან მაგარი სატრანსფერო ფანჯარა გვქონდა ამდენსაც კი არ ველოდებოდი და ბრავო ჯგუფს და დონ ალემანს , ოქროს კაცია , რაც შეეხება დარჩენილ დროს , გუნდის სრულად დასაკომპლექტებლად საჭიროა მარჯვენა მცველი რომელიც 99% ბელერინი იქნება და ვსო , რაც ყველაზე მეტად მახარებს ისაა რომ გუნდი ნაგვისგან გათავისუფლდა და ამდენი წლის შემდეგ წავიდნენ როგორც იქნა უმაქნისები და თუ რამე სიურპრიზი იქნება კიდე ესეიგი საკუთარ თავს აჯობეს ნამდვილად ამ ფინანსური მდგომარეობით , იმედია სეზონიც ასეთივე წარმატებული იქნება , ლალიგა კოპა და ლიგის ნახევარფინალი უკვე დიდი წარმატება იქნება წინა წლებთან შედარებით , მთავარია გუნდი შეიკრა როგორც პოზიციებით ასევე ხასიათით და იბრძვიან , ტაქტიკურადაც ჩაჯდებიან და იმედია ყველა მატჩში ვიბრძოლებთ და ყველას ვაჩვენებთ რომ ბარსა ისევ ბარსაა და ისევ გრანდია !

  • nika gela9fcb
    schedule 01 სექ 2022, 15:06
    #26

    წინასწარ დასკვნების გამოტანას აზრიი არაქვს რაა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

  • PAIN
    schedule 01 სექ 2022, 15:05
    #25

    ალბას უშვებენ ან ალპობენ სკამზე ასე ჩანს… ბელერინი ცუდი ტრანსფერი ნამდვილად არარის, ობა თუ მიდის დეპაი მაინც ხომ რჩება და წინ ყველა შემტევს რეზერვი ეყოლება საკაიფოდ… ყველა გუნდი რომელიც გრძელ სეზონში გამარჯვებული ხდება ეს ძირითადად გრძელი, კარგი, საიმედო სკამის ხარჯზე ხდება. ამიტომ ვფიქრობ ძალიან კარგი და სიურპრიზებით სავსე სეზონი გველის

  • RivaldoR
    schedule 01 სექ 2022, 15:00
    #24

    ROUCH,
    ეგ კიარა ინგლისის რომელიღაც გვერდი წერდა ალონსოს და 7.5 მილიონს უხდიან ობამეიანგის სანაცვლოდო, მერე ნახე ლაპორტას გინება თუ ეგრე ქნა

  • Bakero
    schedule 01 სექ 2022, 14:42
    #23

    შეგვრჩა ბელერინი ის დრო გამახსენდა დიდი ხნის წინ წამოყვანა რომ გვინდოდა მაშინ მსოფლიოში თითქმის ყველაზე სწრაფი მარჯვენა მცველი იყო არც ვენგერმა გამოუშვა და არც თითონ მოუკლავს თავი ეხლა ფორმა მაინც თუ აღიდგინა კარგი იქნება ადრე მახსოვს წინ ბევრად უკეთესი იყო ვიდრე დაცვაში

  • Fc Barca Batumi
    schedule 01 სექ 2022, 14:39
    #22

    ალონსოს ჩითავ და ობამას უშვებ! რა ხდება?
    ესეიგი ალონო თუ მოვიდა ალბა რჩებაო და ბალდეს ვუშვებთ?
    დავიჯერო ეს? თუ მართლა მასეა, გამოდის სერიოზულად გამოქლიავდნენ

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 სექ 2022, 14:28
    #21

    ალბა თუ რჩება ალონსოს იმედია არ მოიყვანენ მაშინ, ბრაითვეითი რა მ#ღნერიც იყო ვიცოდი და ახლა პირდაპის ესპანიოლში რომ გადავიდა თან, პრინციპში კარგია რომ მოგვშორდა, აბდეც კოლადოსნაირად შეეცდება თავის დამტკიცებას და კარგია იჯარით რომ წავიდა, ბელერინის დაბრუნება კი ასევე კარგი იქნება, არამგონიია მთლად ძველი ფორმადაიბრუნოს მაგრამ იმედია გამოგვადგება