workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჩავიმ, შესაძლოა, ლუკ დე იონგის ტიპის თავდამსხმელზე იფიქროს

ჩავიმ, შესაძლოა, ლუკ დე იონგის ტიპის თავდამსხმელზე იფიქროს

Sport-ის ინფორმაციით, თუ “ბარსელონას” პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მემფის დეპაი დატოვებენ, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაზე იფიქროს.

წყაროს ცნობით, ჩავის ლუკ დე იონგის ტიპის, სათადარიგო თავდამსხმელი სჭირდება, რომელსაც ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გოლების გატანა შეეძლება და ძალიან პროფესიონალი იქნება.

კატალონიური პრესის თქმით, “ბარსას” რამდენიმე თავისუფალი აგენტი – ანდრეა ბელოტი, ედინსონ კავანი და ადნან იანუზაი შესთავაზეს, მაგრამ ეს უკანასკნელი გარემარბია.

მიუხედავად იმისა, რომ მემფის დეპაის “იუვენტუსში” ტრანსფერი ჩაშლასთან ძალიან ახლოსაა, თითქოს გადაწყვეტილია, რომ ნიდერლანდელი “ბლაუგრანას” დატოვებს. ობამეიანგი კი “ჩელსიში” გადასვლას უახლოვდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2022, 16:58
    #11

    კი მაგრამ, ობამეანგი დე იონგზე ნაკლებია? სად უშვებენ მაშინ? 18 მილიონად ამას გაუშვებენ და რამდენად მოიყვანენ ლუკ დე იონგის დონის მოთამაშეს?

  • Kote Bogveradze
    schedule 24 აგვ 2022, 09:26
    #10

    თუ ეგეთი გინდოდა ხო გყავდა რაღას უშვებდი

  • Johan cruyff13
    schedule 24 აგვ 2022, 06:58
    #9

    ბელოტი მაგ ჭკუაზეა სკამი ხეხოს 28 წლის ასაკში, მაგიტომ წავიდა ტორინოდან,სად იანუზაი და სად ლუკ დე იონგი.

  • xavi-iniesta-messi
    schedule 24 აგვ 2022, 03:05
    #8

    კაროჩე რა თემაა: ჩემი აზრით დეპაი და ობა წასულები არიან რაც არ უნდა გვეწყინოს თან კუნდეს დაარეგისტრირებენ მაგით და ეგ იქნება… ფერანში ტყუილად არ გადაიხდიდნენ 55+$-ს უეჭველი გათვალისწინებული ყავთ და თან როგორც ჩანს იმედებს ამყარებენ მასზე. ლევანა ასწავლის გოლების გატანას სავარაუდოდ და ეგ ჩაანაცვლებს ხოლმე. აქვე არ დაგვავიწყდეს ფატი, რომელსაც სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.. იტოგში კონკურენცია ყველა ვარიანტში იქნება რა შეტევაში, მაგრამ ერთი მარჯვენა ფლანგელი მცველი უეჭველი გვჭირდება…
    ვნახოთ რა მოხდება ჯერ წინ ერთი კვირაა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

  • DesmondHume
    schedule 24 აგვ 2022, 01:58
    #7

    კავანიზე ვალენსია ჩალიჩობს და ორივე თუ წავა რაც იმედია არ მოხდება, ბელოტი არაა ცუდი ვარიანტი

  • Fc Barca Batumi
    schedule 24 აგვ 2022, 00:07
    #6

    მწყერებისა და პეპლების ფრენები დაეწყოოთ…
    ისე ჯოკერამ შეგვაყვარა თავი, თავის ლუკური თავით რამდენჯერ გადაგვარჩინა
    მარა ლუკს თუ გამოიყვან ბოლო 10 წუთით ადრე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 აგვ 2022, 00:07
    #5

    კაი რა სისულელეა, ჯობია დეპაი დატოვონ და რო რამე იყოს გამოიყვანონ, სადაც ლევაა გუნდში მაგისი საჭიროება არცაა რომ ეგეთი ფორვარდი გვყავდეს

  • Ko Ke
    schedule 24 აგვ 2022, 00:00
    #4

    Ამათ იქ აქვთ და გარეთ ეძებენ. Ამდენი შემტევია კლუბში, ლევანამაც დაიწყო გოლების გატანა, სამაგიეროდ დაცვის მარჯვენა ფლანგი არ გვყავს და ესენი ფორვარდს ეძებენ

  • GAUCHO 8
    schedule 23 აგვ 2022, 23:41
    #3

    ეჰჰჰჰ ლუკ დე გოათ რა კაცი წავიდა რა კაციი

  • Davita
    schedule 23 აგვ 2022, 22:23
    #2

    შიგააქვთ ამათ, მოდი და ნუ აგინებ ახლა, ან მაგარი დაბოლილი უნდა იყო რომ პოზიტიურად შეხედო, ლევანდოვსკი თუ ვერ იტქნს გოლს იქ დეიონგის მსგავსი გაიტანს?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ ობამა დაიტოვონ ან დეპაი და იქბება რეზერვში როტაციისთვის განსხვავებული ტიპის ფორვარდი. როცა შეიძლებოდა ნეიმარის და ვლაჰოვიჩის ან ნუნიესის ყიდვა ამათმა რაფინიაში და ტორესში გადაყარეს ფული, გუნდში 10 თავდამსხმელია და კიდე ფორვარდს ეძებენ, ამდ როს მარჯვენა მცველი არ გვყავს, არაუხოს აფუჭებენ ფლანგზე თან ვერ თამაშობს, რო გამოდიოდეს კიდე ჯანდაბას, წესიერი შემტევი ნახევარმცველიც არგვყავს.

  • Albicelecte
    schedule 23 აგვ 2022, 22:15
    #1

    მაშინ რაღას უშვებდით ლუკს თქვე დალოცვილებო