workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

15 აგვისტოს “ბარსელონამ” 2 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 1 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

1976 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი ბუდევეინ ზენდენი. 1998-2001 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 97 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ზენდენმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1999 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” და “ვალენსიამ” 3-3 ითამაშეს. მასპინძელთაგან გოლები კლუივერტმა (2) და რონალდ დე ბურმა გაიტანეს. პირველი თამაში “ბარსას” 0-1 ჰქონდა წაგებული.

2011 წელი

“კამპ ნოუზე” “ბარსელონაში” “არსენალიდან” დაბრუნებული სესკ ფაბრეგასის პრეზენტაცია გაიმართა.

2021 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში “სოსიედადთან” ანგარიშით 4-2 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონაში” დებიუტი ჰქონდათ მემფის დეპაის, ერიკ გარსიას, ნიკო გონსალესსა და ემერსონს. დეპაიმ პირველივე შეხვედრაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ეს შეხვედრა სერჟი რობერტოსთვის ლა ლიგაში მე-200 გამოდგა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:36
    #3

    Which day it's better

  • azulgerana
    schedule 15 აგვ 2021, 19:49
    #2

    ზენდენი მაგარი ტიპი იყო

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2021, 14:15
    #1

    ისევ ერთი მკვდარი დღე.