დღეს და ხვალ დარჩენილი სანაკრებო შეხვედრებიც ჩატარდება და შაბათ-კვირას ისევ საკლუბოს დავუბრუნდებით. ამოცანა უცვლელია – ფეხბურთელები ტრავმებს უნდა გადაურჩნენ.
ახლა კი კარგი იქნება თუ გადავხედავთ “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო გოლეადორებს, ოღონდ თავიანთ ნაკრებებში. და სანამ სიას ჩამოვწერდეთ კონტექსტზეც უნდა ითქვას, სანაკრებო რეკორდების მთავარი კონტექსტი კი ის არის, რომ გასულ საუკუნეში ამდენ მატჩს არ ატარებდნენ, და თუ მაინც ატარებდნენ ამდენ სუსტ გუნდსაც ვერ შეხვდებოდნენ რამდენიც ახლა შეიძლება ვინმეს ქვეჯგუფში შეხვდეს. ამიტომაც, თავიანთ ნაკრებებში 10 საუკეთესო ბომბარდირიდან 9 ჩვენი დროის ფეხბურთელია, ერთი კი უფრო 20-ე საუკუნის მიწურულს ეკუთვნის და მხოლოდ იმის ხარჯზე ინარჩუნებს ლიდერობას, რომ მის დაქცეულ ქვეყანაში უკეთესი ვერავინ გამოჩნდა.
მე-20 საუკუნის კონტრასტზეც უნდა ითქვას. გერდ მიულერის მონაგარი – 62 სანაკრებო შეხვედრაში გატანილი 68 გოლი წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა. ახლა წარმოიდგინეთ, მიულერს რომ ისეთ ნაკრებებთან ეთამაშა როგორიც ლუქსემბურგი, სან მარინო, მოლდოვა, მალტა, ან გიბლარტარი არიან, რა შედეგებზე გავიდოდა.
ამიტომაც, არაფრით არ შეიძლება ფეხბურთის აღქმა მხოლოდ სტატისტიკამდე დავიდეს, აუცილებელია სტატისტიკის მიღმა კონტექსტის გააზრება.
მეორე რაც აუცილებლად უნდა ითქვას არის ის რომ სამხრეთ ამერიკაში გაცილებით რთულია მაგალითად 100 გოლიან ნიშნულს გასცდე. იქ ყველა ერთად თამაშობს კვალიფიკაციას და ყველაზე სუსტ ბოლივიასთანაც კი ურთულესია თამაში. შესაბამისად, სამხრეთ ამერიკელებს ნაკლები გოლი ექნებათ ევროპელებთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპელები რამით მაინც აღემატებიან.
აი, მესი გამონაკლისია და არანაერ ლოგიკას არ ექვემდებარება.
საუკეთესო მეგოლეების სია კი ასეთია:
ლიონელ მესი (არგენტინა) – 187 მატჩი, 109 გოლი.
ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 154 მატჩი – 84 გოლი.
ნეიმარი (ბრაზილია) – 128 მატჩი – 79 გოლი.
ლუის სუარესი (ურუგვაი) – 143 მატჩი – 69 გოლი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 122 მატჩი, 62 გოლი.
დავიდ ვილია (ესპანეთი) – 98 მატჩი – 59 გოლი.
სამუელ ეტო’ო (კამერუნი) – 113 მატჩი, 56 გოლი.
ალექსის სანჩესი (ჩილე) – 166 მატჩი, 51 გოლი.
გეორგი ჰაჯი (რუმინეთი) – 135 მატჩი, 35 გოლი. (იყოფს პირველ ადგილს ადრიან მუტუსთან)
პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი) – 73 მატჩი, 32 გოლი.
მეც ასე ვფიქრობ, მესის რო ევროპულ ნაკრებში ეთამაშა აქამდე 200 გოლზე იქნებოდა ასული, რა ძნელია ლათინურ ამერიკაში თამაში ეს წუხანდელ არგენტინა-კოლუმბიის თამაშშიც გამოჩნდა. დაობენ მსაჯთან მანამდე სანამ სათავისო გადაწყვეტილებას არ მიაღწევენ.
mesi_10, აქ მხოლოდ ბარსას ფორვარდებზეა საუბარი 😁
Barca for life, რა ლუნინი 😩
ვიფიქრე შევალ დიალოგში თქო მაგრამ აი შენი სიიდან გამომდინარე რა აზრი აქ რამის დაციტორებას?რა ედერსონი რა რაია რა სიმონი რა კობელი რა კოშტა ძმაო და ალისონი მითუმეტეს.2019 მერე გუნდი არ გვივარგა და მარტო მეკარეს ამჩნევ?აზრი არ აქ შტეგენზე შენთან კამათს ძმაო ნუ მიწყენ
რონალდუ უნდა იყოს სათავეში 144 გოლი აქ მგონი გატანილი ნაკრებში
მამარდა არიყო დასაკარგი გეთანხმები.აიშტეგენს რას უწუნებს ეს ხალხი ძმაო ცუდი პერიოდი ყველას აქ შტეგენს კოდე არასდროს ქონია ისეთი ცუდი პერიოდი მის გამო ტუენირიდან გამოვარდნილიყავით ან ისეთ დროს დაგვეკარგა მისი შეცდომებით ქულები რო ჩემპიონობა დაგვეკარგოს.დღესის მდგომარეობით 3 საუკეთესო მეკარეში შედის შტეგენი და რატო არ ევასება ამ ცალხს ჯერ ვერ ამოვცსენი.შეცდომების გამო თუ ვინმემ აითვალწუნა ეგრე არაუხოდან დაწყებული ლევანათი დამთავრებული ყველა შესაჯავრებელია😁მარტო მესი უნდა აქო და ადიდო 😁
Rick Sanchez, რომელიმე გოლი უნდა აეღო?
ქოჩორას არა მარა ჩაკვეტაძეს და მამარდას დიდი სიამოვნებით. ეყიდათ მამარდა და დაეტოვებიათ ვალენსიაში ერთი წელი, იდეალური იქნებოდა, ახლა უნდა ვუყუროთ ჩაჯმულ შტეგენს და გვეშინოდეს ყველა დარტყმის.. ნოიერი წავიდა და დედამოეხნა გერმანიას 😃😃 მემგონი ასე არ გაწირავს ბოლომდე და მსოფლიოზე დაბრუნდება თუარა შტეგენის ხელში შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს
ეუფ ნოიერი რომ ედგათ კარში არ რჩებოდნენ ჯგუფში ხო?
რომელი ბურთი უნდა აეღო? შტეგოს ბრალი ნამდვილად არ იყო.

შტეგენმა 3-4 წელი ითამაშოს კიდე მეტი ვეღარ,,სირები არიან მართლა რა,,მამარდას ხელიდან გაშვება არ შეილებოდა
იამალი ვარსკვლავი იქნება მალე, შემდეგი სეზონიდან. ერთ კაცზე დამოკიდებულება არცაა კაი, ჯობია გუნდურად იყო ძლიერი.
იამალის იმედი ყველას აქვს, მაგრამ ჯერ არაა ვარსკვლავი. ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არც მინდა, მაგრამ მინდა მინიმუმ ერთი ისეთი ფეხბურთელი იყოს ბარსში, რომელიც რამოდენიმე ოქროს ბურთს მოიგებს. მესი, ინიესტა და ჩავი, რომ გავიდნენ 1-2-3 ადგილზე, ეს ხომ ბარსას წარმატება იყო.
ქოჩორას არა მარა ჩაკვეტაძეს და მამარდას დიდი სიამოვნებით. ეყიდათ მამარდა და დაეტოვებიათ ვალენსიაში ერთი წელი, იდეალური იქნებოდა, ახლა უნდა ვუყუროთ ჩაჯმულ შტეგენს და გვეშინოდეს ყველა დარტყმის.. ნოიერი წავიდა და დედამოეხნა გერმანიას 😃😃 მემგონი ასე არ გაწირავს ბოლომდე და მსოფლიოზე დაბრუნდება თუარა შტეგენის ხელში შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს
ქოჩორას ვიხილავდი ბარსაში დიდი სიამოვნებით
იამალი ვარსკვლავი იქნება მალე, შემდეგი სეზონიდან. ერთ კაცზე დამოკიდებულება არცაა კაი, ჯობია გუნდურად იყო ძლიერი.
ერთი ციმციმა ვარსკვლავი ყოველთვის გვყავდა, დღეს კი ბებერ, ბაიერნისგან გაწურულ ლევანდოვსკის შევყურებთ.
როდრიგოს უყურე ამ ერთ უჯრედიანს და მართლა ჩინელ ბრაზილიელს. რამხელა ამბიცია ჰქონია ამ მათხოვარს და ამ მედროვეს. თუ ფატიზე რამით მეტი იყოს ვინც რაც უნდა ის თქვას, იმენა ფატია, პროსტა ფატივით არ დატრამულა.
რატომ არ მოიძებნა ადგილი ჩემთვის ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისო. აზრზე ხარ სად არის ტიპის ამბიცია?
დრო და შემთხვევა თორემ რეალში მაგას ვინ ათამაშებდა, ბეკჰემის, რონალდოს დროს რომ ეთამაშა,?
აუტჩიკი იქნებოდა და მაგაზეც ბედნიერი იქნებოდა.
აი გვარდი მგონი კაიფობდა ამ ზაფხულს რომ გაუგორა რეალს 120 000 ს გადავიხდიო
რეალის გარდა ნებისმიერ გუნდში იქნება -0..აქ ისეთი სასტავი ყავს რომ მაგის ადგილას ფერანიც ვარსკვლავი გამოჩნდებოდა.
აი ნახავთ დრო აჩვენებს რომ ვერასდროს ვერ იქნება ოქროს ბურთის 30 კაცშიც.
ვიღაც სირბანჯო გამოვა და სლენზემა მაკაკა და პეძიკი ჯობდაო რო გეტყვის უნდა გადაარტყა რაღაც😅
და წარმოიდგინეთ არგენტინის ბრაზილიის და ურუგვაის ბომბარდირები სამივე ჩვენთან თამაშობდნენ ერთი პერიოდი და ისტორიაში საუკეთესო ტრიოც შექმნეს
ოდესმე გადაასწრებს ვინმე.
ბრაზილია არგენტინა ურუგვაი!!!!ამით უველაფერია ნათქვამი და ვერც ბეღარავინ გადაასწრებს მაგათ