ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 თებერვალს მოხდა.

თამაშები

13 თებერვალს “ბარსელონას” 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1955 წელი

მალაგასთან” “ლეს კორტსზე” გამართულ ლა ლიგის მატჩში “ბარსელონამ” 5-0 მოიგო. მასპინძელთაგან თავი კუბალამ (3) და მორენომ გამოიჩინეს, ხოლო ალონსომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

1964 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდა პაულინო ალკანტარა.

1965 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მანუელ ამეჩასურა.

1979 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ მარკესი. 2003-2010 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 242 თამაში ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 ტიტული მოიგო (4 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი).

1993 წელი

ატლეტიკოსთან” “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა (1-1) ანდონი სუბისარეტასთვის “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში ჩატარებული 250-ე მატჩი გამოდგა. იგივე თამაში თამაში ჩიკი ბეგირისტაინისთვის ლა ლიგაში 350-ე გამოდგა.

1994 წელი

“ბარსელონამ” “სარაგოსასთან” ლა ლიგაში 3-6 წააგო. სტუმართაგან გოლები რომარიომ (2) და ლაუდრუპმა გაიტანეს.

1994 წელი

დაიბადა მემფის დეპაი.

2000 წელი

ბეტისთან” სტუმრად 1-2 წაგება ლუი ვან გაალისთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა. იმ შეხვედრაში ლა ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა პატრიკ კლუივერტმა.

2022 წელი

“ესპანიოლთან” სტუმრად გამართული შეხვედრა (2-2) ჟორდი ალბასთვის ლა ლიგაში 350-ე გამოდგა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    13 თებ 2021, 15:42

    პანაშვიდების წელი ყოფილა.

  • me da barca
    13 თებ 2021, 14:12

    13 რიცხვი მაინც თავისას შვრება.