ეზ აბდე და მარმოლი მომავალი სეზონიდან ბარსაში არ ითამაშებენ

ეზ აბდე და მარმოლი მომავალი სეზონიდან ბარსაში არ ითამაშებენ

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” აბდე ეზალზულის კონტრაქტს გაახანგრძლივებს და, გამოცდილების მისაღებად, იჯარით გაუშვებს.

მაროკოელის შეძენით “ბეტისი”, “ვილიარეალი”, “კადისი” და “ჟირონა” ინტერესდებიან. “ბარსა” მასთან დაკავშირებით ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ნიკო გონსალესის შემთხვევაში. 

რაც შეეხება მიკა მარმოლს – ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველი მომავალი სეზონიდან “ბარსა ატლეტიკში” აღარ ითამაშებს. კატალონიური კლუბი არც მის განათხოვრებას გამორიცხავს და არც გაყიდვას.

მარმოლის გადაბირების სურვილს “ჟირონა”, “კადისი”, “ლას პალმასი”, “ანდორა”, “ხიხონი” და “ლეგანესი” გამოთქვამენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 აგვ 2022, 18:29

    დროს ვერც ერთი მიიღებს აქ და ვერც მეორე, ჯობია წავიდნენ

  • Ko Ke
    schedule 10 აგვ 2022, 17:46

    Აბდე არასდროს მომწონდა, საერთოდ ნუ დააბრუნებენ. Მარმოლს კიდე დრო არ ექნება და იჯარით გაუშვან

  • El pistolero 9
    schedule 10 აგვ 2022, 17:04

    ეზალზული კიარა დემბელე-რაფინია ისე თამაშობენ შეიძლება ფატი დაალპონ სკამზე. ისე ფატი-დემბელე ტრავმებისკენ არიან მიდრეკილები ( იმედია არცერთი დაიტრავმება) ამიტომ ძალიან კარგია ასეთი რესურსი რომ გვაქვს შეტევაში.

  • nika 54
    schedule 10 აგვ 2022, 16:12

    სადღაა ამათი ადგილი, რა თქმა უნდა ჯობია გაასხვისონ დროებით მაინც.