მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის 2025/26 წლების სეზონი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გამოვიდა.
გერმანელი მეკარე სეზონს “ბარსელონას” ფეხბურთელის სტატუსით შეხვდა, თუმცა იანვარში “ჟირონაში” იჯარით გადავიდა. შედეგად, ტერ შტეგენი ფორმალურად “ბარსელონასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონიც გახდა, რადგან კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის ტიტული მოიგო, ხოლო თავად მეკარე სეზონის პირველ ნაწილში “ბლაუგრანას” განაცხადში იყო.
თუმცა სეზონის მეორე ნახევარი მისთვის ბევრად მძიმე გამოდგა. “ჟირონამ” ბოლო ტურში “ელჩესთან” 1:1 ითამაშა, გადარჩენისთვის საჭირო გამარჯვება ვერ მოიპოვა და ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა. ამგვარად, ტერ შტეგენი ერთსა და იმავე სეზონში ესპანეთის ჩემპიონიც გახდა და ქვედა დივიზიონშიც გავარდა – ფეხბურთის იშვიათი, თითქმის აბსურდული კომბინაცია.
ტერ შტეგენისთვის ეს სეზონი სპორტულად იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ისტორიაში მაინც შევა – როგორც ფეხბურთელი, რომელმაც ერთ წელიწადში ჩემპიონობის სიხარულიც მიიღო და დაქვეითების სიმწარეც იგემა.
ცნობილია, რომ ჰანსი ფლიკის გეგმებში თანამემამულე მეკარე არ შედის და ზაფხულში “ბარსელონას” ერთ-ერთი თავისტკივილი მაღალანაზღაურებადი ტერ შტეგენის გუნდიდან გაშვება იქნება.
როგორი ფოკუსნიკიც იყო ისე დაამთავრა, რაც ამან მესიზე თქვა ჩვენ მეგობრები არა ვართო მას შემდეგ ისედაც არ მევასებოდა და აგერ ღმერთმა შეახსენა გიყვარდეს მოყვასი შენიო! იმედია რამეს ისწავლის კაცურს და საკუთარ გუნდს ფეხებში აღარ წაებლანდება თუ ვინმე საერთოდ წაიყვანს.
ჟირონას სასტავს რომ ჩახედო არადა რაის დაქვეითება, ეგ რანაირად მოახერხეს ვერ ვხსნი
მსოფლიოზეც ვერ წავიდა… წასულიყო გუნდიდან დროულად, მისთვისაც უკეთესი იქნებოდა და გუნდისთვისაც.
სხვა გუნდში ვითომ ტრამვას არ მიიღებდა?
იმინა წურბელა გაიჩითა ტიპი. მეორეს მხრივ საკუთარი თავი დააყენეთ ამის ადგილა😕 რომელი იტყოდით მილიონებზე უარს? თან როცა გეკუთვნის🙂
Ეს ახალი მოუშორებელი ტკიპა გახდება ჩათვალეთ არავინ არ იყიდის აქ კი მაღალი ხელფასი აქ საერთოდ რო არ ითამაშოს მაგაზეც არ ექნება პრობლემა