"ბარსელონა" რაფინიას ტრანსფერიდან სარგებელს მიიღებს

"ბარსელონა" რაფინიას ტრანსფერიდან სარგებელს მიიღებს

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინიას ტრანსფერით, "ბარსელონამ" შესაძლოა ამ ზაფხულში ფინანსური მოგება მიიღოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

რაფინია, რომელიც "პარი სენ-ჟერმენს" "ბარსადან" გასული წლის ოქტომბერში შეუერთდა, ფრანგული კლუბის ინტერესებში აღარ შედის. პარიზელები ეცდებიან, ის მალე გაყიდონ, კონტრაქტის პირობების თანახმად კი "ბარსელონა" სრული სატრანსფერო თანხის 35%-ს მიიღებს. 

28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პსჟ-ში 34 შეხვედრაა. 

ჯერჯერობით ცნობილი არაა, აწარმოებს თუ არა "პარი სენ-ჟერმენი" მოლაპარაკებებს რომელიმე კლუბთან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივლისი 2021 10:20
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ესეც კი უფასოდ გავუშვიტ როცა 15 მილიონის აღება ამაში თავისუფლად შეიძლებოდა

    ეხლა გაყიდის პსჟ ამას 50 მილიონად და 17 მილიონს მივიღებთ. bowtie
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ივლისი 2021 15:52
    0
    ეს არ დაგვიბრუნდეს
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 ივლისი 2021 14:49
    0
    ესეც კი უფასოდ გავუშვიტ როცა 15 მილიონის აღება ამაში თავისუფლად შეიძლებოდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 25 ივლისი 2021 13:29
    1
    რატომ უშვებენ?😅