workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის საიტზე ფერან ტორესი ახალი ნომრით გამოჩნდა

ლა ლიგის საიტზე ფერან ტორესი ახალი ნომრით გამოჩნდა

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერან ტორესის ახალი ნომერი ცნობილია, ვინაიდან ეს ნომერი ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.

საუბარია იმაზე, რომ ესპანელი შემტევი 11 ნომრიან მაისურს აირჩევს. ეს სავარაუდოდ ასეც იქნება და ლა ლიგის ოფიციალურ საიტზეც ფერანი მართლაც 11 ნომრითაა, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია ოფიციალურია და აი, რატომ:

უპირველესად, ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურ წყაროებში არ გავრცელებულა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ლა ლიგის საიტის არაერთ შეცდომაშია შემჩნეული. მხოლოდ მოქმედი შეცდომები რომ გავითვალისწინოთ: ფერან ტორესი ნახევარმცველადაა მიჩნეული; ნეტუს, უმტიტის, ბრეითუეიტსა და დეპაის ნომრები საერთოდ არ აქვთ მინიჭებული; ობამეიანგის ნომერი შეცვლილია, მაგრამ პიანიჩის არა; ოსკარ მინგესა ისევ გუნდის წევრადაა მიჩნეული მაშინ, როდესაც მის შემდეგ წასული რიკი პუჩი შემადგენლობიდან უკვე ამოღებულია.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლა ლიგის საიტი ამ მხრივ ბოლომდე სანდო არაა, რადგან გუნდების შემადგენლობების გვერდებზე შეცდომები ხშირად აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2022, 18:30
    #4

    ლა ლიგას და ტებასს მარტო გუნდების ძარცვა აინტერესებს და სად სცალია დოკუმენტაციის კონტროლისთვის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 აგვ 2022, 12:25
    #3

    მაგათგან შეცდომები არ მიკვირს, ლა ლიგის თამაშის მინდინარეაბისას რამდენ უაზრო აეცდომებს უშვებენ ხოლმე, სტატისტიკებზე და ასე შემდეგ, ამხელა ლიგაა და არ ეკადრებთ უბრალოდ, მაგრამ რაც პრეზიდენტი ის ლიგა

    და ტორესზე მეტად რაფინიამ მოირგოს 11 ნომერი უკეთესი იქნება

  • Don_Andresito
    schedule 06 აგვ 2022, 08:46
    #2

    რაფინიას მოუხდებოდა 11.

  • Golden boy
    schedule 06 აგვ 2022, 08:42
    #1

    ესპანელები საერთოდ მაგ საკითხში მაგრები არიან, მატჩის მიმდინარეობის დროს სტატისტიკა რომ გამოდის ეკრანზე, უეჭველი რაღაც სუ ყოველთვის უნდა შეეშალოთ. ფეხბურთელის შეცვლებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, ხან ნომრები ეშლებათ ხან სახელები, ერთხელ მახსოვს ბარსამ მეორე გოლი გაიტანა და ტაბლოზე ორის გარდა ყველა რიცხვი დაწერეს სამი ოთხი ერთი, იმდენად კირიოზულია ხანდახან მგონია ბავშვები მართავენ. ამხელა კორპორაცია და ამხელა ბრენდია ლა ლიგა დავიჯერე ამის გამოსწორება არ შეიძლება? რატომ სხვა ჩემპიონატებში არ ხდება ასეთი რამ. ტებასს ურჩევნია ბარსას დევნას მოეშვას და რაც თავისი საქმეა ის აკეთოს.