ბარსელონა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორს ეძებს | AS

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" გუნდის პირველი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორის შეძენას გეგმავს.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჟორდი მასიპისა და რუი სილვას კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ "ბეტისში" გადავიდა.
რაც შეეხება მასიპს, 32 წლის კარის დარაჯი "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელია - იგი კატალონიურ გრანდში 2014/17 წლებში ირიცხებოდა, ამჟამად კი "ვალიადოლიდის" წევრი გახლავთ. ჟორდის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში.
ცნობილია, რომ "ბლაუგრანას" მეორე მეკარეს, ნეტუ მურარას კლუბის დატოვება და მეტი სათამაშო დროის მიღება სურს. მის შემცვლელად, ახალი მეკარის ვერშეძენის შემთხვევაში, შესაძლოა, სარეზერვო გუნდიდან ინიაკი პენია დააწინაურონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]