“ბარსელონამ” მეორე ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედებაზე შეთანხმებას თითქმის მიაღწია. El Periodico-ს ინფორმაციით საუბარი იმავე კომპანიაზეა, რომელსაც “ბარსამ” ლა ლიგის სატელევიზიო უფლებები უკვე მიჰყიდა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ “ბარსამ” ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10% საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ს 25 წლით დაუთმო, სანაცვლოდ კი 207.5 მილიონი ევრო მიიღო.
კატალონიური კლუბი კიდევ 15%-ის გაყიდვას გეგმავს. “ბლაუგრანამ” ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო, რომელიც უფრო მეტს გადაიხდიდა, თუმცა თუ კატალონიურ მედიას დავუჯერებთ, ისევ Sixth Street-ს მიადგა.
El Periodico-ს ცნობით სატელევიზიო უფლებების 15%-ის შესყიდვა ამერიკის ბანკსა და კომპანია Pimco-საც სურდათ, მაგრამ “ბარსამ” არჩევანი მაინც Sixth Street-ზე შეაჩერა, რადგან ამ კომპანიას თანამშრომლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები უკვე შესწავლილი აქვს და ის აუდიტის შედეგებსაც იცნობს, შესაბამისად შეთანხმება უფრო სწრაფად მოხდება. რაც შეეხება თანხას – მოსალოდნელია, რომ “ბარსა” დარჩენილი 15-%ის 25 წლით გასხვისების სანაცვლოდ კიდევ 330 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ 2 ფინანსური ბერკეტის ამოქმედების შედეგად “ბარსას” ბიუჯეტი 537.5 მილიონი ევროთი შეივსება. შედეგად კატალონიური კლუბი ლა ლიგისგან დაწესებულ შეზღუდვებს თავს დააღწევს და ტრანსფერების თავისუფლად განხორციელებას შეძლებს.
თუმცა კლუბმა ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით მუშაობა უნდა განაგრძოს. აუცილებელია ფეხბურთელების გაშვება, ასევე შესაძლოა, საჭირო გახდეს მესამე ფინანსური ბერკეტის ამოქმედება. მესამე ბერკეტად “ბარსა” კომპანია BLM-ის 49.9%-ის გაყიდვას განიხილავდა, მაგრამ ბოლო ცნობებით ამ ეტაპისთვის ეს გამორიცხულია. ამჟამად განიხილება კლუბის მუზეუმის შემოსავლების 15%-ის შვიდი წლით გასხვისება. ამ ოპერაციიდან კიდევ დაახლოებით 230 მილიონი ევროს მიღებაა შესაძლებელი.
მჯერა მე ლაპორტასი!
მერე გამოდიან და წერენ კომენტარებს ვინც ფეხბურთის აზრზე არ არის ლანძღვს ლაპორტას
კი, რა თქმა უნდა, ექნებათ გამოსყიდვის უფლება, სულელები კი არ არიან 25 წლით მიჰყიდონ კომპანიას სატელევიზიო უფლებები ისე, რომ გამოსყიდვის უფლება არ ჰქონდეთ.
ხოდა მაშინ ამ ეტაპისთვის ძაან სწორი გადაწწყვეტილებაა, სხვა გზა აღარ დატოვა იმ წვრილთვალება წურბელამ
კი, რა თქმა უნდა, ექნებათ გამოსყიდვის უფლება, სულელები კი არ არიან 25 წლით მიჰყიდონ კომპანიას სატელევიზიო უფლებები ისე, რომ გამოსყიდვის უფლება არ ჰქონდეთ.
ესეც კარგია და იმედია ამათ რპმ ვყიდით მომავალში გამოსყიდვის უფლება გვაქ
თანდათან იხოდება გუნდი მთავარია ახლა ისეთი ხალხი მოვიდეს აი ლევანა ტიტულებია საჭირო და გაიმართება გუნდი ნელნელა უცებ მილიარდნახევრიან ვალს არ ეშველება.
იცი რა არის ბაიერნი 50-ითხოვსო დაიწერა და ბარსა რომ სთავაზობდა უარი თქვეს ერთგან წავიკითხე 40 და ბონუსები მოითხოვესო შიგ აქვთ ამ გერმანელებს 42- მილიონს და ბონუსებს ხო სთავაზობდა და უარი თქვეს .
პირველ რიგში ველოდებით ლევანდოვსკის და კუნდეს გაფორმებას,როგორც ჩანს რაფინიასაც.აი დანარჩენი მერე.ლაპორტამ ფრენკიბარ იყიდებაო და ანუ სილვა გამოირიცხა,ან ლაპორტა იტყუება.
ეგება და მართლა იყიდონ კუნდე, სილვა, ლევანდოვსკი, ყინული დაიძრა ეტყობა. ბაიერნ გასკდი გულზე.