ფინანსური პრობლემების მიუხედავად “ბარსელონა” ვარსკვლავებზე ნადირობას განაგრძობს. Sport-ის ცნობით კატალონიელთა მორიგი მიზანი ლიონელ მესის ან ბერნარდუ სილვას დამატებაა.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ასეთი დონის ფეხბურთელის იანვარში დამატება თითქმის გამორიცხულია. ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს, მესიმ ან ბერნარდუმ თავიანთ ამჟამინდელ კლუბებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე უარი რომ თქვან.
არადა “ბარსასთვის” ფეხბურთელების დამატება იანვარში უფრო შესაძლებელია, ვიდრე ზაფხულში. საქმე ისაა, რომ “ბარსა” ლა ლიგის მიერ მიმდინარე სეზონისთვის დადგენილ სახელფასო ბიუჯეტში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ კატალონიელებს 1:1 სისტემით სარგებლობის, ანუ ტრანსფერების უპრობლემოდ განხორციელების უფლება აქვთ. ზაფხულისთვის კი მოსალოდნელია, რომ ლა ლიგა “ბარსას” სახელფასო ჭერს დაბლა დაწევს და თუ კატალონიელები ახალ ლიმიტს გადააჭარბებენ, მათზე 1:4 წესი იმოქმედებს, ანუ “ბარსას” უფლება ექნება, ტრანსფერებში შემოსავლების მხოლოდ 25% დახარჯოს. სწორედ ამიტომ გეგმავს “ბლაუგრანა”, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიუროს.
მესისა და ბერნარდუს შემთხვევაში კი კატალონიელებს ლოდინი ზაფხულამდე მოუწევთ. Sport-ის ცნობით, იმისათვის, რომ კლუბმა ამ ორიდან რომელიმე დაიმატოს, 3 პირობა უნდა შესრულდეს: 1) ბუსკეტსმა, პიკემ და ალბამ კლუბი უნდა დატოვონ, რაც სახელფასო ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს; 2) კლუბმა ფეხბურთელი სარფიანად უნდა გაყიდოს, მაგალითად ფრენკი დე იონგი; 3) კლუბმა მორიგი ეკონომიკური ბერკეტი უნდა გაააქტიუროს და კომპანია BLM-ის ნაწილი გაყიდოს. სამივე ამ პირობის შესრულების შემთხვევაშიც კი “ბარსელონას” მესისა და ბერნარდუს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
კატალონიურ კლუბში ხვდებიან, რომ ხსენებული ტრანსფერები ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ლაპორტას მსოფლიო დონის ვარსკვლავების დამატება ასეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია.
მესი ან ბერნარდუ – ლაპორტა ოცნებას არ წყვეტს
ლეოს ძეგლი უნდა დავუდგაო და ახლა ვინ უნდა მოიყვანოს ამათგან ამაზეც დაფიქრებაა საჭირო? მალადეც ლაპორტა ამდენს რო ფიქრობ.
ბებერ წურბელებს ააცმევინონ ზაფხულში და ორივეს მოყვანის უკანალი გვექნება
დღეს არის ჩემი შეყვარებულის დაბ დღე და იმედია ბარსა ჩემს გოგოს მოგებით მიულოცავს დაბ დღეს
ევროპა ლიგაზე სათამაშოდ არავინ გადმოვა. სილვა დებილი კიარაა გარანტირებულ ტიტულებსა და მაღალ ხელფასზე უარი თქვას და ბარსას მშენებლობას შეწიროს დარჩენილი კარიერა. მესი კიდე შეიძლება, კლუბის აღზრდილია და ბევრიც აღარ დარჩა სათამაშო, მარა ეგ კაცი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელობაზე ჩალიჩობს და უნდა ახლა მაგას დემბელესთან ერთად თამაში?
ორივე მაიყვანეთ
მესი ამ ორ სლესთან აღარ დაბრუნდება და სწორიც არის
როცა უჭირთ მაშინ ეძახიან, და როცა უნდა სლეზე იკიდებენ
ბუსკეცი, პიკე, რობერტო, ალბა რომ წავლენ მომავალ წელს მარტო მაგით გსმოთავისუფლდება ადგილი ორივესთვის
თუ ოცნებაა ორივე იყოს, მაგრამ მესის გვერდით რომ ვერავინ სცემს იმ ავანსს ბარსელონაში რასაც წინასწარ ველით, რამდენ გზის დამტკიცდა უკვე და რამდენი წელი? :)) მოვა მესი და მოიგდებს ისევ გუნდს ტომარივით, მაგრამ მოუწევს სამწუხარით ისევ ჩამუხლული ფორთხიალი, რადგან პირველი ცენტრალური მცველიდან დაწყებული, ბოლო მარცხენა ვინგერით დამთავრებული ყველა ლეოს კისერზე შემოჯდომას და იქედან ფეხბურთის კარნახს დაიწყებს ჩავის მეთაურობით 😐