ბოლო თვეებია “ბარსელონას” ფორმების წარმოება განხილვის საგანია. კლუბი სულ უფრო და უფრო მეტად უკმაყოფილებას გამოთქვამს Nike-თან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბმა, შესაძლოა, მასთან კონტრაქტიც გაწყვიტოს, ვადის გასვლამდე ორი წლით ადრე.
გარდა ამისა, Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” განიხილავს, Nike-თან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავად დაიწყოს მაისურების წარმოება (და არ დაუკვეთოს იგი რომელიმე ცნობილ ბრენდს). ეს კლუბს საშუალებას მისცემს, ფორმების გაყიდვით მიღებული ფული სრულად დაიტოვოს, რაც ფინანსური კრიზისს შეამსუბუქებს.
თუ კატალონიელები ამ გზას აირჩევენ, ისინი პარტნიორობას BLM-თან გეგმავენ. იგი უკვე აწარმოებს და ახდენს “ბარსელონას” ბრენდირებული ტანსაცმლისა (არასპორტულის) და სხვა საგნების დისტრიბუციას.
Sport-ის ცნობით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
სამკერვალოს გახსნიან სადმე სარდაფში და გვეშველება
არამგონია ეს სიმართლე იყოს
არ არის ცუდი აზრი. საკუთარი წარმოება ყოველთვის ამართლებს, მაგრამ განა ასე ადვილია ასეთი წარმოების ორგანიზება, რომელიც საჭირო მრავალსახეობას, საჭირო ხარისხის და საჭირო რაოდენობით დაანზადებს? ეს ხომ უზარმაზარი კომერციული სტრუქტურაა უზარმაზარი დანახარჯებით? განა ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება ამ სტრუქტურის შექმნა? განა ბარსას ამისათვის საჭირო სახსრები გააჩნია? ღმერთმა ხელი მოუმართოს, ნამდვილად არ იქნება ცუდი და ვიმედოვნებ ბორდის პატივცემული წევრები სერიოზულად ანალიზებენ ამ საკითხს… თუ ეს კიდევ ერთი ჰაერში ნასროლი ფრაზაა????
მეც ეგ უნდა დამეწერა, თუ ცნობილ ბრენდს არ შეუკვეთავენ მაშინ ლილოში ნაყიდებს შეიტანენ ქართველები. რას გაიგებენ ვისი ნაწარმია.
ან ამდენიხანი რას ამდიდრებენ ნაიკს??ძაან დიდი ფულის შოვნა შეილება ეგრე ეჭვი მაქვს
ისეთი კორუფცია და დომხალია ბარსელონას ბორდში რონარ გამიკვირდება მომავალ სეზონში ბარსას ლოგოს ნაცვლად ლაპორტას სურათი იყოს მაისურზე 🤢🤢🤢🤮🤮 როდის გააჯვამს ეს გასიებული კლუბიდან თავისი ნათესავებიანა
ფულიც მეტი შეუვა კლუბს
იქნებ ამოძვრნენ ამ კრიზისიდან
და ექნება ლილოს ბაზრის ხარისხი.