ბარსელონა უმტიტის იჯარით გაშვებაზე მუშაობს

ბარსელონა უმტიტის იჯარით გაშვებაზე მუშაობს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულში კატალონიურ კლუბს დატოვებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" უმტიტის განათხოვრებაზე უკვე მუშაობს. კატალონიელები მოლაპარაკებებს "მარსელთან" აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, 27 წლის მცველი, რომელიც არც "ბლაუგრანას" და არც რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, საფრანგეთში დაბრუნდეს.

MD-ს ცნობით, "ბარსელონასა" და "მარსელის" სპორტულ დირექტორებს, შესაბამისად, მატეუ ალემანისა და პაბლო ლონგორიას კარგი ურთიერთობა აქვთ. სწორედ ესაა უმტიტის ფრანგულ კლუბში შესაძლო გასხვისების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

იმავე წყაროს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უმტიტის გაყიდვა სურთ, მაგრამ ფეხბურთელს არც კლუბის დატოვება და არც ხელფასის შემცირება უნდა. აქედან გამომდინარე, "ბარსას" სამუელის განათხოვრების ვარიანტიღა დარჩა, რაზეც კლუბი მუშაობს კიდეც.

Catalunya Radio იტყობინება, რომ უმტიტი იჯარით წასვლაზე თანახმაა.

სამუელ უმტიტი "ბარსელონას" 2016 წელს შეუერთდა. მან პირველი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და გულშემატკივრების გულების მოგებაც შეძლო, თუმცა, ბოლო წლებია ფეხბურთელი ტრავმების გამო სათანადო დონეზე ვეღარ ასპარეზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 ივნისი 2021 00:07
    0
    გაგუდეთ ეს მძორი ძილში, ამის დ...
    Culé [?]
    #6 28 ივნისი 2021 20:17
    1
    ეგ მაშინ იყო გასაყიდი როცა ხელფასის მომატებაზე სპეკულაციები რო დაიწყო დაგოიმდა ბართო მოუმატა და ეხლა ვერ ვაგდებთ
    Culé [?]
    #5 28 ივნისი 2021 19:20
    1
    იჯარითაც რომ არავის არ უნდაა და საერთოდ ეს დემბელე და კოუ შევიტენეთ კაცისშვილს არ უნდა ნუ პრინციპში მეც არ ვიყიდიდი არცერთს...)))) ვინ უნდა იყიდოს ეს სამი ინვალიდი გაუგებარიაა
    ფანი [?]
    #4 28 ივნისი 2021 18:17
    2
    ის მსოფლიოს ჩემპიონის თასი, რომელსაც კარიერა შეწირა, ტრაკში გაუკეთეთ ყუამდე და ისე გაუშვით. იდიოტი მაიმუნი ბლიად🤬
    ფანი [?]
    #3 28 ივნისი 2021 18:01
    3
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    პირველ ორ სეზონში მყოფი უმტიტი რო დაბრუნდებოდეს

    ძველი უმტიტი და არაუხოს წყვილი ზედმეტად ცხოველური გამოვიდოდა😁
    დაინგრია კარიერა იმ მსოფლიო ჩემპიონატით.შეიძლებ თვითონ უღირს კიდეც კარიერის ფასად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივნისი 2021 17:49
    2
    ლიჟბი წავიდეს და თუ უნდათ ხურდაში მისცენ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 28 ივნისი 2021 17:40
    2
    პირველ ორ სეზონში მყოფი უმტიტი რო დაბრუნდებოდეს რაღად გვინდა ვინმე არადა მახსოვს მან სიტის 80 მილიონად არ მიჰყიდეს თავისდროზეე...ეჰჰ გაეკეთებინა ამ ჩემისას თავის დროზე ოპერაცია😢