MD: ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას" ტოვებს

MD: ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას" ტოვებს

Mundo Deportivo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, "ბარსელონას" ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის კორტესი, კლუბს ტოვებს. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, ეს ნაბიჯი ფეხბურთელებმა მოითხოვეს, MD კი წერს, რომ კორტესი მოთამაშეებს უკვე ესაუბრა და აცნობა, რომ "ეიბართან" გასამართი ლიგის მატჩი, რომლითაც სეზონი სრულდება, მისთვის ამ თანამდებობაზე ბოლო იქნება. 

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გუნდის გადაღლა სახელდება, რამაც ენერგიის დაკარგვა გამოიწვია. 

ლუის კორტესის "ბარსა ფემენიში" მუშაობა გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდ მიღწევას უკავშირდება - კატალონიელებმა წინა სეზონში ტრებლის მოგება მოახერხეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ივნისი 2021 15:16
    1
    რა უაზრო მიზეზია. რაღაც სხვაშია საქმე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 27 ივნისი 2021 14:37
    0
    გავრცელებული ინფოთი,გუნდს მოუთხოვია მისი გადაყენება! ალბათ რაღაც კონფლიქტია
    Culé [?]
    #7 27 ივნისი 2021 14:37
    1
    ეს რო დაენიშნა ლაპორტას კუმანის მაგივრად წინააღმდეგი არ ვიქნებოდი :დ
    Culé [?]
    #6 27 ივნისი 2021 14:23
    1
    თუ გადაიღალა და მაგიტომ მიდის რა საჭირო იყო გუნდის ოფიციალური მოთხოვნა მწვრთნელის გადაყენებაზე?
    laughing wink laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ივნისი 2021 13:33
    0
    ციტატა: QINQO
    რითი გადაღალა ნეტავ ამხელა გუნდი 😂😈

    გუნდი არა მე გადავიღალეო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ივნისი 2021 13:23
    0
    მე დამნიშნონ მთავარ მწვრთნელად რა გახდება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #3 27 ივნისი 2021 12:58
    3
    ციტატა: QINQO
    რითი გადაღალა ნეტავ ამხელა გუნდი 😂😈

    გუნდი არამგონია გადაღლილიყო გოგოები ბევრნი არიან, მწვრთნელი გადაიაღალა აღარ შეუძლია რა ქნას 😁😁
    ფანი [?]
    #2 27 ივნისი 2021 12:56
    2
    რითი გადაღალა ნეტავ ამხელა გუნდი 😂😈
    გულშემატკივარი [?]
    #1 27 ივნისი 2021 12:55
    3
    გოგოებმა თუ მოითხოვეს ამის წასვლა უეჭველი წაუცდა ხელი რამეზე ამას :D