ბარსელონამ ხავიერ სავიოლას პოსტი შეურჩია

ბარსელონამ ხავიერ სავიოლას პოსტი შეურჩია

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულში, შესაძლოა, “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ სავიოლა კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს. 

Relevo-ს ინფორმაციით კი, არგენტინელი, ჟუვენილ ა-ს მთავარი მწვრთნელის, ოსკარ ლოპესის ასისტენტი გახდება, ხოლო მისი ამჟამინდელი დამხმარე ალბერ სანჩესი “ბარსა ატლეტიკში” რაფა მარკესთან (რომელიც მალე სარეზერვო გუნდის თავკაცად დაინიშნება) იმუშავებს.

სავიოლა 2016 წლიდან ანდორულ “ორდინოში” მთავარი მწვრთნელის (ამჟამად, ამ თანამდებობაზე ხესუს ბარონ ტელესი იმყოფება) ასისტენტია. ამასთან, 2018 წლიდან ის ასევე ანდორული “ენკამპის” (ფუტსალი) წევრია – ამავე წლის აპრილში სავიოლამ გუნდთან ერთად ფუტსალის ლიგა მოიგო. 

საფეხბურთო კარიერის დროს, არგენტინელი “ბარსას” საკუთრება 2001-2007 წლებში იყო. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 172 მატჩი, 72 გოლი და 31 ასისტია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nikusha
    04 ივლ 2022, 01:14

    კარგია, რაც მეტი ლეგენდა დასაქმდება გუნში მით უკეთესი

  • Niclaus
    04 ივლ 2022, 00:37

    LUIS-SUAREZ,
    არამგონია ეს ბარსელონაში ვინმეს უყვარდეს. მე არ მიყვარს ყოველ შემთხვევაში და ჩემი აზრი ეგეთია 😉

    azulgerana,
    ღვარძლის რა გითხრა და ესე რადიკალურად ბანაკების შემცვლელი ხალხი, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, ჩემთვის მისაღები არ არის

  • nika 54
    01 ივლ 2022, 18:42

    ანუ ჯერ კაცი მოიყვანეს და მერე პოსტიც შეურჩიეს? ეს მართლა ბარსელონურია.

  • azulgerana
    01 ივლ 2022, 03:27

    ციტატა: LUIS-SUAREZ

    ციტატა: Niclaus
    მე პირადად ამის ბარსაში მუშაობა არ გამიხარდება. მარკესი კიბატონო, მაგრამ სავიოლა რეალში დაასაქმონ თუ უნდათ


    რატომ დაასაქმონ რეალში როდესაც ფიგუსგან განსხვავებით მაიმც უყვართ ბარსელონაში.ამის გადასვლას რეალში ნაკლები მითქმა მოთქმა და აჟიოტაჟი ჰქონდათ და პ.ს ღორის თავი არ უსვრიათ. ასე რომ მე პირადად მივესალმები ისეთების დაბრუნებას რომლებას კლუბი აფასებს 🙂


    თუ ძმა ხარ რა ღვარძლია

  • LUIS-SUAREZ
    30 ივნ 2022, 23:05

    ციტატა: Niclaus
    მე პირადად ამის ბარსაში მუშაობა არ გამიხარდება. მარკესი კიბატონო, მაგრამ სავიოლა რეალში დაასაქმონ თუ უნდათ


    რატომ დაასაქმონ რეალში როდესაც ფიგუსგან განსხვავებით მაიმც უყვართ ბარსელონაში.ამის გადასვლას რეალში ნაკლები მითქმა მოთქმა და აჟიოტაჟი ჰქონდათ და პ.ს ღორის თავი არ უსვრიათ. ასე რომ მე პირადად მივესალმები ისეთების დაბრუნებას რომლებას კლუბი აფასებს 🙂

  • El pistolero 9
    30 ივნ 2022, 20:05

    რაიკარდის თაობას აბრუნებენ. პუიოლი და სუბისარეტა დააბრუნონ. სუბი განსაკუთრებით, რადგან თავის დროზე შტეგენის , ბრავოს, სუარესის და რაკიტიჩის ტრანსფერები მაგან გაჩარხა

  • Niclaus
    30 ივნ 2022, 18:02

    მე პირადად ამის ბარსაში მუშაობა არ გამიხარდება. მარკესი კიბატონო, მაგრამ სავიოლა რეალში დაასაქმონ თუ უნდათ