ხავიერ სავიოლა: ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის იდეალური ადგილია”

ხავიერ სავიოლა: ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის იდეალური ადგილია”

“ბარსელონას” ყოფილ არგენტინელ თავდამსხმელს, ხავიერ სავიოლას (რომელიც კლუბში 2001-2004 და 2006-2007 წლებში თამაშობდა) ეჭვი არ ეპარება, რომ “ბარსელონა” იდეალური ადგილია ხულიან ალვარესისთვის. ამ თემაზე “ბაჭიამ” კატალონიის რადიოსთან ისაუბრა.

“ის არ არის ტიპური, მხოლოდ საჯარიმოზე ორიენტირებული გოლეადორი. მას ძალიან კომპლექსურ მოთამაშედ ვხედავ, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ფლანგზე, გამთამაშებლად… ის არა მხოლოდ ბომბარდირია, არამედ ტექნიკურადაც ძალიან ძლიერია. “ბარსელონაში”, მისი სტილის, თამაშის მანერისა და გუნდის ხარისხის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს და ნაბიჯი წინ გადადგას.” – აღნიშნა სავიოლამ.

“ბარსელონა” იდეალური გუნდია, რადგან საშუალებას მისცემს მას, უფრო მეტად ჩაერთოს თამაშში. ის გარშემორტყმული იქნება უდიდესი ფეხბურთელებით და ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს. მას საერთო არაფერი აქვს ლევანდოვსკისთან, რომელიც უფრო მეტად საჯარიმოს ტიპური თავდამსხმელია.”

სავიოლას ხულიან ალვარესი ყველაზე მეტად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მოსწონს, რადგან მან იცის, როდის უნდა ჩამოვიდეს ბურთის მისაღებად:

“ის ძალიან ჭკვიანი, გადამწყვეტი და სრულყოფილია. ამ ზონაში ის სწრაფად ჩქარდება, მომენტალურად ტრიალდება, აქვს ბურთის ბრწყინვალე კონტროლი და ფლობა”.

შემტევი ნახევარმცველის გარდა, მას “ცრუ ცხრიანის” ფუნქციის შესრულებაც შეუძლია, რადგან “ორივე როლს თანაბრად კარგად უმკლავდება და სწორედ ამიტომ არის მწვრთნელებისთვის ასეთი სასურველი ფეხბურთელი”.

ინტერვიუს ბოლოს კატალონიელთა ყოფილმა ფორვარდმა მიმდინარე ტურნირზეც ისაუბრა. ის თავის არგენტინას ჩემპიონობის კანდიდატად მიიჩნევს, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლაში შანსებს ესპანეთს, საფრანგეთსა და ნიდერლანდებსაც უტოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 29 ივნ 2026, 01:09

    150 მილიონი საერთოდ არ ღირს ალვარესი.

  • Padaro
    Padaro ახალბედა
    schedule 28 ივნ 2026, 19:49

    გუშინ უყურე არგენტინის თამაშს, ალბათ ალვარესი ყველაზე სუსტი მოთამაშე იყო.რაში უნდა გადაიხადონ ამხელა ფული არ ვიცი ატლეტიკო უნდა გაამდიდრონ,როგორც გრიზმანი იყიდეს?

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 ივნ 2026, 12:00

    სადღაც წავიკითხე რაფინია მუნდიალის შემდეგ ალ ჰილალში მიდისო და თუ მართალია, მარტო ალვარესი კი არა ვლაჰოვიჩიც სასურველია ამ სიტუაციაში, ალვარესს არ გამოუშვებენ და ოსიმენი ვიყიდოთ უკეთესი იქნება.

  • xavi-iniesta-messi
    xavi-iniesta-messi ლეგენდა
    schedule 28 ივნ 2026, 08:52

    რას ეხვეწებიან ამ ატლეტიკო ჩო.ი.ლ.არს. შეეშვით ამ ალვარსესს და მოიყვანეთ ოსიმენი ხომ შეიძლება არა? უფრო სწრაფი, უფრო ჟილკიანი.. არც პასი არ დაეწუნება არც გოლის გატანის ალღო. და თან მინიმუმ 30-40 ლიმონს დაზოგავენ..

    ისე გორდონი გორდონიო ამხელა თანხა რომ გაისროლეს მაგ კაცში ან გაამართლებს და არა. თუ მაინც და მაინც რაფინიას შემცვლელი უნდოდათ, (მაინც არ წავა წელს არსად) და არ ჯობდა ბოდო გლიმტს რო ყავს, იენსა ჰაუგე მაგარია მარცხენა ფლანგზე და თუ არ ვცდები ცენტრშიც თამაშობს ხოლმე. 15-20-ზე მეტი არ დაჯდებოდა ეგ კაცი თან 26 წლისაა.

    თუმცა თუ ფლიკის მოთხოვნაა და იმედი მაქვს, რომ მასეა! მე რა მეთქმის ხელები ამიწევია…

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 28 ივნ 2026, 02:15

    კოეფიციენტები ვნახე, ბარსა ფავორიტია. 1.6 აქვს ჩვემთან გადმოსვლას 3.5 ატლეტიკოში დარჩენას. გაჩარხავენ იმედია

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      schedule 28 ივნ 2026, 04:13

      გაჩარხავენ ოიარზაბალის ტრანსფერს

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 28 ივნ 2026, 00:46

    რა მაგარი იყო და როგორ ვერ გაიხსნა ბოლომდე სავიოლა((