პედრი: ყოველთვის ისე ვთამაშობ, თითქოს კარიერის ბოლო მატჩს ვატარებ

პედრი: ყოველთვის ისე ვთამაშობ, თითქოს კარიერის ბოლო მატჩს ვატარებ

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პედრიმ, Sport-ის ჟურნალისტ ჟორდი ჟილთან ისაუბრა. 

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მწვრთნელი მენდობა. ვცდილობ, ეროვნულ ნაკრებში თითოეული წუთი გამოვიყენო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. 
ჩემს კარიერაში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და მიხარია, რომ ამ დროს სიამოვნებას იმ საქმიანობით ვიღებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. სიმშვიდესა და თავდაჯერებას ვინარჩუნებ. ვფიქრობ, სიმშვიდე საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სიტუაციას კარგად გაუმკლავდე. 
სლოვაკეთთან თამაში [5-0] ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აუცილებლად უნდა მოგვეგო... თუმცა ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. სულ ვცდილობ, ისე ვითამაშო, თითქოს ბოლო შეხვედრას ვატარებ. 
ევროპის ჩემპიონატით სიამოვნებას ისე ვიღებ, როგორც ბავშვობაში. აქამდე ბავშვი ვიყავი [იცინის]. გუნდში ძირითადად ერთნაირი სტილის ფეხბურთელები ვართ, ბურთის ფლობა გვიყვარს, ვცდილობთ, თავისუფალი ფეხბურთელი ვიპოვოთ და მეტოქის წყობა ავრიოთ, რის შედეგადაც ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით. მთავარია, ეს მომენტები გოლით დავასრულოთ. 

- თქვა პედრიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივნისი 2021 14:02
    0
    ალბათ ჩვენი რო იმიტომ გვინდა უფრო მეტი, სხვები კი აქებენ და რა ვიცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივნისი 2021 19:53
    0
    მორატას ხელში ძნელია გოლის გატანა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივნისი 2021 16:30
    4
    სანამ მორატა გყავთ მანამდე ვერ დაასრულებთ შეტევებს გოლებით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid