პეპის სტატისტიკა კამპ ნოუზე

პეპის სტატისტიკა კამპ ნოუზე

24 აგვისტოს “კამპ ნოუ” კარგი საფეხბურთო სანახაობის მოლოდინში იქნება. კატალონიას პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” ეწვევა.

“ბარსელონას” გულშემატკივრებს გვარდიოლას წარდგენა არ სჭირდებათ, ის ხომ კლუბის ლეგენდარული კაპიტანი და კიდევ უფრო ლეგენდარული მწვრთნელია.

“ბლაუგრანამ” გვარდიოლას მწვრთნელობის დროს მის მიერ “კამპ ნოუზე” ჩატარებული თამაშების სტატისტიკა შეგვახსენა. სტუმრის რანგში პეპს საშინელი შედეგები აქვს. 2012 წელს გუნდის დატოვების შემდეგ გვარდიოლა “კამპ ნოუზე” პირველად 2015 წელს დაბრუნდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მისი “ბაიერნი” 0-3 განადგურდა. ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის უკვე ჯგუფურ ეტაპზე პეპი “ბარსას” “მანჩესტერ სიტითი” ეწვია და ამჯერად 0-4 განადგურდა. ამ 7 გოლიდან 5 ლიონელ მესის ანგარიშზეა.

რაც შეეხება “კამპ ნოუზე” მასპინძლის სტატუსით ჩატარებულ შეხვედრებს, აქ, რა თქმა უნდა, საქმე საპირისპიროდ გვაქვს. პეპს მოგების შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს – 82%. 118 თამაშიდან “ბარსელონამ” 97 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 7 დათმო.

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის როლში პეპი “კამპ ნოუზე” ბოლოს 2012 წლის 5 მაისს ვიხილეთ, როდესაც მისმა გუნდმა დერბიში “ესპანიოლი” 4-0 გაანადგურა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • nikusha
    25 ივნ 2022, 17:20

    სადიო მანე:„ეს არის ერთადერთი სიმართლე „რეალთან“ დაკავშირებით“

    სადიო მანე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია. სენეგალელი გასული დღეების მანძილზე აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჟურნალისტებთან, სადაც საკმაოდ ბევრ საკითხზე ისაუბრა. მანეს „რეალზეც“ ჰკითხეს…

    „მადრიდის „რეალთან“ სერიოზულად არ მისაუბრია. როდესაც „ლივერპულის“ დატოვება გადავწყვიტე, 99%-ით ვიცოდი, რომ „ბაიერნში“ გადავიდოდი. ამ კლუბის ინტერესი სერიოზული იყო.“

    „ეს არი ერთადერთი სიმართლე „რეალზე“ და არა ის, რასაც პრესის ფურცლებზე ეცნობოდით.“

    „„რეკორდმაისტერთან“ ერთად დიდი გეგმები მაქვს და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.“

  • nika 54
    25 ივნ 2022, 16:20

    მე მგონი ვალვერდემ მოსვლის პირველ წელსვე გააუმჯობესა ეს შედეგი. ყოველშემთხვევაში პირველი სეზონი ერთი წაგებით დაამთავრა. სტუმრადაც და სახლშიც ერთად აღებული.

  • azulgerana
    25 ივნ 2022, 15:36

    გავრცელებული ტრანსფერებიდან ვერავის დაითრევენ