ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” აგვისტოში “კამპ ნოუზე” ამხანაგურ თამაშს გამართავენ, ოფიციალურად დადასტურდა.
ამჟამად მიმდინარე პრესკონფერენციაზე “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ და მწვრთნელმა, ხუან კარლოს უნსუემ დაადასტურა, რომ საქველმოქმედო თამაში 24 აგვისტოს ჩატარდება.
თამაშიდან შემოსული თანხა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ცნობადობის გაზრდას მოხმარდება. სწორედ ეს დაავადება დაუდგინდა უნსუეს 2020 წელს.
24 აგვისტოს, 21:00 საათზე “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართება. ამ თამაშის მიზანი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლაა. გვინდა, სტადიონი გაივსოს.”
– განაცხადა ხუან კარლოს უნსუემ პრესკონფერენციაზე.
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
2 ლეგენდა ერთმანეთის პირისპირ (იმედია მალე ჩავის მწვრთნელის რანგში გახდება ლეგენდა)
ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ მატჩზე კი არა უეფას თასის ფინალში გასასვლელ თამაშზე ვერ გაავსეს ამათ სტადიონი, პირიქით მეტოქეს გაავსებინეს. ბარსას ფანების აღარ მჯერა. ბარსა რო ყველაფერს ანადგურებდა პეპის დროს მაშინ ივსებოდა მხოლოდ სტადიონი. ეხლა ჩვენსავით არიან, დებს გუნდი შედეგს დადიან. არა და არც ფანები არ იწუხებენ თავს.
ოდესმე კიდევ მინდა პეპის გაწვრთნილი ბარსას ხილვა 😍🤩