workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ ეტო’ო სასამართლომ გადასახადების დამალვის საქმეში გაამტყუნა

სამუელ ეტო’ო სასამართლომ გადასახადების დამალვის საქმეში გაამტყუნა

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუელ ეტო’ო სასამართლომ გადასახადების დამალვის საქმეში დამნაშავედ ცნო.

საქმე “ბარსელონაში” გატარებულ პერიოდს, კონკრეტულად კი 2006-2009 წლებს ეხება. როგორც ირკვევა, დროის ამ მონაკვეთში ეტო’ომ 3.8 მილიონი ევროს გადასახადები დამალა.

კამერუნელ ლეგენდას 1.8 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა და 22-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მის აგენტ ხოსე მარია მესალიესს კი 900 ათასი ევროს გადახდა და ერთწლიანი პატიმრობა. თუმცა იმის გამო, რომ მათ კრიმინალური წარსული არ აქვთ, ეტო’ოსა და მესალიესის პატიმრობა პირობითი სასჯელია და ისინი მას ციხეში არ მოიხდიან.

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სასჯელს დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მისი ყოფილი აგენტის ბრალია, რომლის წინააღმდეგაც მას სხვა სასამართლო დავაც აქვს.

ის მამასავით იყო. მე ფეხბურთს ვთამაშობდი, ის კი მეუბნებოდა, რა უნდა გამეკეთებინა.

– განაცხადა სამუელ ეტო’ომ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 24 ივნ 2022, 18:11
    #5

    ციტატა: nika 54

    ციტატა: nikusha
    პირველი ზანგი ფეხბურთელი ვინც დამევასა ეს იყო ეტოო


    პელე არა? bowtie


    პელე მამიჩემის მამის დროს თამაშობდა. 21 წლის ვარ 22 ის ვხდები მალე და ვისი თამაშიც მაქვს იქიდან ვთქვი

  • El pistolero 9
    schedule 21 ივნ 2022, 17:58
    #4

    რა ჭირთ ამას და რონალდინიოს.

  • nika 54
    schedule 21 ივნ 2022, 17:05
    #3

    ციტატა: nikusha
    პირველი ზანგი ფეხბურთელი ვინც დამევასა ეს იყო ეტოო


    პელე არა? bowtie

  • ROUCH
    schedule 21 ივნ 2022, 16:13
    #2

    მესის საკუთარმა მამამ გაუჩალიჩა აგრნტისა გაგიკვირდა შეჩემა

  • nikusha
    schedule 21 ივნ 2022, 14:03
    #1

    პირველი ზანგი ფეხბურთელი ვინც დამევასა ეს იყო ეტოო