workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საჩუქარი პრეზიდენტს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საჩუქარი პრეზიდენტს

          ბარსას პრეზიდენტი კვლავ ჟოან ლაპორტა იქნება. არჩევნების დღეს გამართულ მატჩზე ორივე კანდიდატი იმყოფებოდა, ჟოანიც და ვიქტორიც, ისე დაემთხვა რომ “კამპ ნოუც” ამ დროს გალამაზდა, (ის მოტიტვლებული ტრიბუნებიც შეივსო) ბრძოლა კი დიდი არ ყოფილა, არც მოედანზე და არც მოედნის მიღმა. “სევილიაც” უსუსურია ამ სეზონში და ლაპორტას კონკურენტებიც. თითქოს ჩავისა და მესის დახმარებით ცდილობდნენ მის ჩაძირვას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ლეო ხომ თავად არასდროს არაფერზე საუბრობს. ძალიან გულდაწყვეტილი რომ წავიდა, ლაპორტას რომ ხელს აღარ ართმევს ეს უკვე ვიცით, ჟოანი რომ გაქნილი კაცია ესეც კარგად მოგვეხსენება და ისიც რომ ბარსას გამოცოცხლებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

ლაპორტამ ხმები გაავრცელა მე თუ არ ამირჩევთ ფლიკი წავაო – ეს ტყუილია. 

ფონტმა საპასუხოდ თქვა მე თუ ამირჩევთ მესი მოვაო – ესეც კაცმა არ იცის სიმართლეა თუ არა. 

ლაპორტამ მოიგო. 

მოედანზე რა ხდება 

შუა კვირაში ლიგაა. განმეორებითი მატჩი “ნიუკასლთან”. შესაბამისი განწყობის შექმნა სჭირდებოდა ბარსას და შეიქმნეს კიდეც. სტადიონმაც კარგად ჩააბარა გამოცდა, ესე იგი, ინგლისელებს დიდი ყიჟინით დახვდებიან და მიახვედრებენ ხომ მხოლოდ ინგლისში არ იციან მხურვალე მხარდაჭერა. უიშვიათესი ამბავი მოხდა, ლამინე იამალი დაასვენეს, მთავარი კოზირი “კაჭკაჭებთან” მატჩისთვის. გარდა ამისა, მარჯვენა ფლანგზე ვიხილეთ ასევე “ნიუკასლთან” დებიუტანტი ჩავი ესპარტი. როგორც ჩანს, ფლიკი მაინც ფიქრობს ამ ვარიანტზე, განაპირა მცველები აკლია, ფრთები მოტეხილი აქვს, კანსელუს ტრანსფერმა სულზე მოუსწრო, მაგრამ ერთი ფლანგი მაინც რჩება უპატრონოდ და აგერ ესპარტიც დააწინაურეს. არაუხოს ნდობა კიდევ არ შეიძლება. ძალიან გონებაგაფანტულია ეს ოხერი, ვერა და ვერ ახერხებს კონცენტრირებას, შესაბამისად, ბევრ შეცდომას უშვებს, მოკლე პასიც არ უვარგა და თავად განსაჯეთ რა მოვლენაა, როცა ბარსას ფეხბურთელს მოკლე პასის გაკეთება არ შეუძლია. 

პირველ ტაიმში საუკეთესო ალბათ მაინც კანსელუ იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაფინიამ დუბლი გაიფორმა და მეორეში მესამეც მიაყოლა. კანსელუმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა ტაიმი, ბალდე ჯანმრთელი რომ იყოს მაინც აჯობებდა. შეტევაშიც სჯობნის, სისწრაფეში ვერა, მაგრამ სხვა ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე აქვს – ტექნიკა, პასი, დარტყმა და რაც მთავარია გოლის შეგდების უნარი. 

ბარსამ ტაიმი 3:1 მოიგო. ბევრი მომენტი არ შეუქმნია, მაგრამ რაც შეიქმნა გოლად აქციეს. რაფინიამ ორი პენალტი შეაგდო. და რაღაც ახალიც გავიგეთ. ლევანდოვსკი აღარ არის შტატიანი პენალტისტი. ადრე ხომ ამაზე არავინ დავობდა, პენალტებს ლევანდოვსკი ურტყამდა, თავისი ჩვეული წახტომით დარტყმის წინ. მერე თითქოს რაფინიამ გადაიბარა, მერე იამალმა, მერე ისევ რაფინიამ, ნიუკასლში იამალმა დაარტყა, “ატლეტიკოსთან” რაფინიამ. მოკლედ, ვერაფერი გავიგე. იყო ასეთი დრო პეპის სადებიუტო სეზონში, მესი და ეტო’ო ინაწილებდნენ პენალტებს, გაფუჭების შემთხვევაში მეორე ურტყამდა, ახლა კიდევ მე მგონი ამასაც აღარ უყურებენ, უბრალოდ ხასიათს და მზადყოფნას მიანდეს ყველაფერი. რამდენად კარგია ეს? არ ვიცი. 

რაფინიამ კი უზადოდ შეასრულა ორივე დარტყმა. პირველი პანენკა, მეორე კი რივალდოს სტილში – ძლიერი, დაბალი დარტყმით. 

მესამე გოლი დანი ოლმოს ანგარიშზეა, რომელმაც მშვენიერი მატჩი ჩაატარა. სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო. კარგი გოლიც შეაგდო. სადაც დასარტყმელი იყო დაარტყა, სადაც პასი იყო საჭირო გააკეთა, მე მგონი დალაგდა ეს ბიჭიც. აი, ლევანდოვსკი დიდად არ ჩანდა, ერთი კარგი მომენტი გააფუჭა და ისიც ნიღაბს დააბრალა. 

გავი დაბრუნდა 

პირველი ტაიმის ბოლოს პედრიმ ცოტა წაიბორძიკა და მაშინვე გაიყვანეს. ფერმინი გამოვიდა მის ნაცვლად და ჩართო თავისი სისწრაფე თამაშში. რაფინიამ მესამე გოლი მისი პასით შეაგდო. შეიძლება ბრაზილიელს ისეთი შთამბეჭდავი სეზონი ვერ აქვს, როგორც წინა ჰქონდა, მაგრამ გუნდისთვის ისევ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მთავარი ძრავი, მამოძრავებელი ძალა. 

მატჩის მშვენება კი მესამოცე წუთზე ვიხილეთ, ჟოაუ კანსელუმ კაი გარემარბივით ჩამოიცილა მცველები და მეხუთე გოლი შეაგდო. დაულოცა გზა ჟოან ლაპორტას, რომელმაც თავისი კავშირებით გაახერხა კანსელუს ტრანსფერი, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაშიც. 

ფლიკმაც გაიყვანა ექვს წუთში, აქაოდა, წინ “ნიუკასლია” და დაისვენეო. 

მთავარი ამბავი კი მატჩის მიწურულს ვნახეთ, ქომაგის აპლოდისმენტების ფონზე დაბრუნდა გავი. პატარა კაცი დიდი გულით. სეზონი დასკვნით ფაზაში შედის და გავის დაბრუნება დიდი ამბავია, წესით, მთავარ საქმეს უნდა წაეშველოს. მთავარია ბარსა გასცდეს ინგლისურ ბარიერს და მერე “ატლეტიკოსთან” დე იონგიც მოასწრებს დაბრუნებას, განაპირა მცველებიც შეძლებენ რაღაცას და იქნებ რევანშიც გამოვიდეს. ოღონდ, თასის ნაცევარფინალის გამო არა, ჩვენ “ატლეტიკოსგან” ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით მწარე მარცხები გვახსოვს. 

წინ რა გველის 

წინ გველის “ნიუკასლი”, გველის სანაკრებო პაუზა და დაბრუნების მერე შესაძლოა “ატლეტიკოც”, თანაც, სამჯერ! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Moriarti
    schedule 16 მარ 2026, 20:21
    #13

    nika 54,
    5-1 იგებდნენ და თავებს რათქმაუნდა არ მოიკლავდნენ, მომეწონა ესეთი მოგება, ბოლოს კი მოდუნდნენ მარა ეპატიებათ.
    ეხლა ნიუკასლს უნდა გადავუაროთ, მე ბარსას ფორით მოგებას დავწერ უეჭველი

  • me da barca
    schedule 16 მარ 2026, 19:30
    #12

    არაუხო თუ წავა მისთვისაც კარგი იქნება და ბარსასთვისაც. ტიპს ისე აქვს დანძრეული ფსიქოლოგიურად, რომ ფეხები უკანკალებს. მაგას არაფერი ეშველება წასვლის მეტი. კიდევ ერთი მსგავსი შეცდომა და ინსულტი ადგილზევე გარანტირებული აქვს. ახალ გუნდში უფრო გაიხსნება და ამ სტრესს მოიხსნის, თუ არადა ივლის პამპერსით.

  • nika 54
    schedule 16 მარ 2026, 19:28
    #11

    მატჩის შემდეგ რუსმა კომენტატორმა ასეთი რამ თქვა: ბარსამ რევანში კი აიღო, მაგრამ ოფლი არ დაუღვრიაო. და დაამატა ეს და სევილიასთან წინა თამაში თასზე რო ყოფილიყო ორი მატჩის ჯამში ბარსა გავარდებოდაო. ისე ძალები დაზოგვა კარგია, მაგრამ ასეთი მოდუნებით თამაშს ბოლო წუთებზე ნიუკასლი ნამდვილად არ გვაპატიებს.

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 მარ 2026, 19:18
    #10

    ციტატა: Barca
    ფლიკი რო ძალიან კარგი ადამიანია ყველამ იცით ხო? ხოდა აგერ ვიდეო შემხვდა ნიუკასლთან მატჩამდე ნიუკასლის ფანი რკინის ბარიერებს რი შეეჯახა და იმას დაეხმარა


    ბილბაოსთან თამაშამდე იყო ეგ

  • Barca
    schedule 16 მარ 2026, 18:45
    #9

    ფლიკი რო ძალიან კარგი ადამიანია ყველამ იცით ხო? ხოდა აგერ ვიდეო შემხვდა ნიუკასლთან მატჩამდე ნიუკასლის ფანი რკინის ბარიერებს რი შეეჯახა და იმას დაეხმარა

  • Rick Sanchez
    schedule 16 მარ 2026, 17:40
    #8

    გამიკვირდა იამალის გარეშე ასე მარტივად, რომ მოიგეს

  • Barca
    schedule 16 მარ 2026, 16:43
    #7

    🚨 Gavi: "Hansi Flick is a 𝐟𝐚𝐭𝐡𝐞𝐫 to me. I thank him and appreciate him so much." 🙏

    "He told me: be the Gavi you always have been, go and compete like you always do." 💙

    "He has done everything for me every time that I have been injured. I hope he can stay for 𝐦𝐚𝐧𝐲 𝐲𝐞𝐚𝐫𝐬 with us." ❤️

    ვინმე გახსენდებათ ასეთი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში? ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან

  • არისტაფანი
    schedule 16 მარ 2026, 16:36
    #6

    ციტატა: Just_Barca_Lover

    ციტატა: Frenkie de Jong_
    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: დეკუს მთავარი სამიზნე ალესანდრო ბასტონია

    🔹ბარსელონას სპორტულ ხელმძღვანელობასაც ძალიან მოსწონს იტალიელი მცველი.

    🔹ამავდროულად კლუბში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, დარჩება თუ არა ალეხანდრო ბალდე — კარგი შეთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვაც განიხილება.

    🔹ბასტონიმ ბარსელონას ინტერესის შესახებ იცის და ამ ვარიანტს განიხილავს.


    ერთი დეკუ მოიყვანს ბასტონის და მეორე მე მოვიგებ მილიარდს


    ვუსკოვიჩი ჰამბურგოდან გთხოოოვთ❤️

  • Barca
    schedule 16 მარ 2026, 16:29
    #5

    ✍️ გადაწყდა, ჰანსი ფლიკსა და ბარსელონას შორის სრული შეთანხმება შედგა 🚨🚨
    გერმანელი მწვრთნელი ბარსელონასთან კონტრაქტს 2028 წლამდე ანახლებს. ✅

    ესეიგი სიმართლეა ლაპორტას ამბები. გუშინ გახდა ცნობილი რო ლაპორტა დარჩა და ფლიკმაც გაახანგრძლივა კონტრაქტი

  • Just_Barca_Lover
    schedule 16 მარ 2026, 16:19
    #4

    ციტატა: Frenkie de Jong_
    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: დეკუს მთავარი სამიზნე ალესანდრო ბასტონია

    🔹ბარსელონას სპორტულ ხელმძღვანელობასაც ძალიან მოსწონს იტალიელი მცველი.

    🔹ამავდროულად კლუბში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, დარჩება თუ არა ალეხანდრო ბალდე — კარგი შეთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვაც განიხილება.

    🔹ბასტონიმ ბარსელონას ინტერესის შესახებ იცის და ამ ვარიანტს განიხილავს.


    ერთი დეკუ მოიყვანს ბასტონის და მეორე მე მოვიგებ მილიარდს

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 16 მარ 2026, 16:09
    #3

    ციტატა: Frenkie de Jong_
    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: დეკუს მთავარი სამიზნე ალესანდრო ბასტონია

    🔹ბარსელონას სპორტულ ხელმძღვანელობასაც ძალიან მოსწონს იტალიელი მცველი.

    🔹ამავდროულად კლუბში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, დარჩება თუ არა ალეხანდრო ბალდე — კარგი შეთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვაც განიხილება.

    🔹ბასტონიმ ბარსელონას ინტერესის შესახებ იცის და ამ ვარიანტს განიხილავს.


    ყველაზე მეტად გამისწორდება ბასტოჯის ტრანსფერი. მიკი ძაან მაგარია მარა უკან მგონია რო ვერ დაალაგებს მაინც. ვნახოთ იმედია გამოვა რამე კაი ტრანსფერი დაცვაში. ერთი კაი მცველი და 9-იანი დაგვხატავს…

  • პენდრაგონი
    schedule 16 მარ 2026, 15:22
    #2

    იოლი გასეირნება გამოვიდა

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 მარ 2026, 14:32
    #1

    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: დეკუს მთავარი სამიზნე ალესანდრო ბასტონია

    🔹ბარსელონას სპორტულ ხელმძღვანელობასაც ძალიან მოსწონს იტალიელი მცველი.

    🔹ამავდროულად კლუბში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, დარჩება თუ არა ალეხანდრო ბალდე — კარგი შეთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვაც განიხილება.

    🔹ბასტონიმ ბარსელონას ინტერესის შესახებ იცის და ამ ვარიანტს განიხილავს.