ბარსა კვირას “ლევანტეს” უმასპინძლებს და არის მოლოდინი, რომ შეხვედრას 62’000 ადამიანი დაესწრება. ის ტრიბუნაც შეივსება, რომელიც ცარიელი იყო. უფრო გალამაზდება “კამპ ნოუ” და უფრო დიდ მხარდაჭერას მიიღებენ ფეხბურთელები. მერე კიდევ ვნახოთ რა იქნება.
მანამდე კი გამორჩეულ შეხვედრებს გავიხსენებთ “ლევანტესთან”. ტრანსფერმარკეტს თუ დავუჯერებთ გუნდებს 46-ჯერ უთამაშიათ, 33 ბარსამ მოიგო, 6 “ლევანტემ”, შვიდი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბარსას 137 გოლი აქვს შეგდებული და 55 მიღებული. საუკეთესო ბომბარდირი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია, 24 გატანილი ბურთით. მეორე ადგილოსნებს მხოლოდ ექვსი გოლი აქვთ შეგდებული.
ლეო ხომ ადამიანი არ არის?!
დიდი პაუზაც იყო, ლა ლიგაში 1965 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და მერე გავარდა “ლევანტე”, დიდი დრო დაჰყვეს ქვედა ლიგებში, 2003/04 წლების სეზონში თასზე ითამაშეს და მერე დაბრუნდა გუნდი ლა ლიგაში, ჩვენ სწორედ ამის მერე გვახსოვს “ლევანტე”. როგორც წესი, მათ კარში ბევრი ბურთი გადის.
საჩემპიონო მატჩი
2004/05 წლების სეზონი. ლაპორტა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერებს აკეთებს, რონალდინიო აღარ არის მარტო. მოვიდნენ ჟიული, დეკუ, ლარსონი და ეტო’ო, მთავარ გუნდში დააწინაურეს ლიონელ მესი, და ნელ-ნელა ძირითადში ფეხს იკიდებს ანდრეს ინიესტა. მოკლედ, ყველაფერი გენიალურად არის, ბარსას ხუთი წელია ლა ლიგა არ მოუგია და ამ სეზონში უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა.
“ლევანტესთან” ორივე მატჩი რთული იყო. “კამპ ნოუზე” მატჩი რონალდინიოს დაჯილდოებით დაიწყო, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს, აჯობა შევჩენკოსა და ანრის. ხალხს დიდი მადლობა გადაუხადა და მატჩიც დაიწყო. რატომ მოხვდა მესი ასე ნაადრევად განაცხადში? ჟიულის ტრავმა ჰქონდა, ლარსონს უკვე იოგები აქვს გაწყვეტილი, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილა და შემცვლელი ჯერ არ მოსულა. ბარსას მარჯვენა გარემარბი არა ჰყავს და ბელეტი ათამაშეს ამ პოზიციაზე, მის ადგილზე კიდევ დამია დადგა. პატარა ლეო 58-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში და როგორც სჩვევია, მაშინვე გაამწვავა თამაში.
ანგარიში 1:1 იყო, მატჩი დასასრულისკენ მიდიოდა, როცა სამუელ ეტო’ომ საჯარიმოს გარედან ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, ცხრიანში გაუშვა ბურთი და თამაში მოიგო.
გასვლითი მატჩი საჩემპიონო გამოდგა. ეს უკვე 36-ე ტურია. ბარსას ერთი ქულაც ჰყოფნის ჩემპიონობისთვის. უბრალოდ არ უნდა წააგოს. თითქოს მარტივია, მაგრამ არ ყოფილა მარტივი, მთელი ხუთი წლის სიმძიმე აწვა გუნდს ზურგზე, აქ ფეხის დაცდენა არ შეიძლებოდა, ანგარიში “ლევანტემ” გახსნა და ბარსა მაგრად ანერვიულდა, მაგრამ მეორე ტაიმში ისევ ეტო’ომ შეაგდო გამთანაბრებელი და ასე დაუბრუნა კლუბს ჩემპიონობა.
ეს რა შემადგენლობაა?!
2006/07 წლების სეზონია. ცუდი სეზონი. ბევრი პრობლემა იყო, რონალდინიოსა და ეტო’ოს გაფუჭებული ურთიერთობა, რაიკაარდთან კონფლიქტები, ბრაზილიურ-ესპანური ბანაკები და ა.შ. ბარსამ უტიტულოდ დაასრულა სეზონი, მაგრამ, აბა შემადგენლობას შეხედეთ – ვალდესი; ძამბროტა, ტურამი, პუიოლი, ვან ბრონხოსტი; ჩავი, დეკუ, ინიესტა; რონალდინიო, ეტო’ო, მესი; ეს შესაძლოა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა იყოს, მაგრამ გუნდს იმდენად დაკარგული ჰქონდა ქიმია და ერთიანობა, რომ ძლივს ახერხებდა მატჩების მოგებას. ეს მატჩიც “ლევანტესთან” 1:0 მოიგეს, გოლი ისევ ეტო’ომ შეაგდო. სხვათა შორის, სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიიღო, ბევრი გაუცდა, ჩავარდნის მიზეზად მის არყოფნას ასახელებდნენ. ახალი დაბრუნებული იყო მოედანზე, როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ლივერპულთან” თამაშზე უარი თქვა, რაიკაარდმა დაუძახა და ფეხზეც არ წამოდგა. თუ გჭირდებოდი ძირითადში დაგეყენებინეო. ასეთი ამბები იყო.
ამ კონკრეტულ შეხვედრაში კი სამივე შემტევი ძალიან კარგი იყო. ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება. საუკეთესო ალბათ მაინც ლიონელ მესი იყო, ისევ და ისევ. ოღონდ, მატჩის მიწურულს ფაქტობრივად ცარიელ კარში ააცილა. პირველი შემთხვევა არ ყოფილა, “მალიორკასთან” გასვლაზე იგივე დაემართა. ზუსტად ასე, ცარიელ კარს გადააცილა. ეგ ცივსისხლიანობა მერე მოვიდა, ყველაფრიდან რომ გოლი გაჰქონდა.
ანრის გაეხსნა
მომდევნო სეზონი, 2008/09. რითია მნიშვნელოვანი და ახალწვეულ ტიერი ანრის საწყისი ექვსი ტურის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა შეგდებული. 5 ძელი და ხარიხა იყო მის ანგარიშზე. არ უმართლებდა. სულ მცირე, სულ მილიმეტრები აკლდებოდა. ამ შეხვედრაში კი გაეხნსნა, რაც წინა ტურებში ვერ შეაგდო, ყველაფერი ერთიანად აინაზღაურა და ჰეთთრიქი შეასრულა. წერტილი კი ლიონელ მესიმ დასვა. ბარსამ 4:1 მოიგო.
მეორე წრეში 5:1 დაამარცხეს. იქ ძველი ტრიო აღდგა – რონალდინიო, ეტო’ო, მესი. სამუელმა სამი შეაგდო, მესიმ ისევ ერთი, და ერთიც ჩავი ერნანდესმა მიითვალა. შემადგენლობა ამ სეზონში კიდევ უფრო უკეთესი გახდა. ანრისა და ტურეს მოყვანით, მაგრამ შიგნით კიდევ უფრო გართულდა საქმე. რაიკაარდს სადავეები საბოლოოდ გაექცა და ბარსა ისევ უტიტულოდ დარჩა. სეზონის ბოლოს ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას.
ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა
ერნესტო ვალვერდეს სადებიუტო სეზონი. დაიწყო ჩვეული 4-3-3 ით, მაგრამ დემბელე დაშავდა და ტაქტიკის შეცვლა მოუხდა. თანაც ხომ გახსოვთ, კოუტინიუ ზამთარში იყიდეს, ზაფხულშივე რომ მოგვარებულიყო ეგ ამბავი, ალბათ ტაქტიკაც არ შეიცვლებოდა, მაგრამ ვალვერდეს თითქოს მიზეზი უნდოდა ამისათვის, ერჩივნა 4-4-2, უბრალოდ თავის მართლება სჭირდებოდა ქომაგთან და მიიღო ეს მიზეზი – აი, დემბელე დაშავდა და რაღა დამრჩენია, ტაქტიკა უნდა შევცვალოო.
გაამართლა. ჩემპიონთა ლიგას ნუ გამახსენებთ და ლა ლიგაში წაუგებლად იარა 37 ტური. გახდა ჩემპიონი, მაგრამ კიდევ ერთი აზარტია დარჩენილი, იქნებ წაუგებლად ჩაამთავროს სეზონი და ეწოდოს ამ გუნდს “ხელშეუხებელი” ისე როგორც ლონდონის “არსენალს”. ჩავიდა ბარსა ვალენსიაში, შეხვდა “ლევანტეს” 37-ე ტურში და 5:4 წააგო. მოხერხება ხომ უნდოდა?! მესი არ იყო მოედანზე. ერთი მატჩი გამოტოვა და ეგრევე წააგეს. სხვათა შორის, ამ სეზონში, გნებავთ მომდევნოში, ყველაზე მეტად იყო გუნდი მესიზე დამოკიდებული.






ლამაზი რამაა ისტორია
ვიქტორ ფონტი ალემანს იცნობს კატგად ( ატლეტიკოს სპორტულ დირექტორს) და თქვა რო ბარსელონას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ატლეტიკოსთან ალვარესის საკითხზეო
ეს ნიშნავს იმას რომ გავრცელებული ჭორია
5 სეზონი ჩემპიონობის გარეშეო. იყო ასეთი დროც, ლეომ ისე მივაჩვია მერე ტიტულებს, რომ მე-2 ადგილიც სრულ ჩავარდნათ ითვლებოდა, ორივე თასიც რო აგვეღო.
ნეტა მართლა აფიორა იყოს არ ღირს ალვარესი 60 მილიონზე მეტი
ალვარესზე წერენ ლაპორტას წინა საარჩევნო აფიორაა მაგარი ნაბიჭვარია
ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება მსოფლიოს მერე, კლოპმა უარი უთხრა რეალს, ანუ ტოპ მწვრთნელების დეფიციტი არის, არბელოას მერე დეშამის თუ არ მიახტნენ.