“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, მარკ კუკურელია, რომელიც ამჟამად “ბრაიტონში” ასპარეზობს, აცხადებს, რომ კატალონიაში დაბრუნება სურს.
“ლა მასიაში” მრავალი წელი გავატარე, შემდეგ კი “ბარსა ბ-ში” ვიყავი და პირველ გუნდში თასზე ვითამაშე, მაგრამ, საბოლოოდ, “კამპ ნოუზე” თავის დამკვიდრების შანსი არ მომეცა. ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც “ბარსელონაში” დავბრუნდე.
– ციტირებს ესპანელის სიტყვებს Esport3.
კუკურელია “ბარსას” აკადემიაში 2012-17 წლებში ირიცხებოდა. ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” საკუთრება 2020 წლამდე იყო, რის შემდეგაც კლუბმა ახალგაზრდა მარცხენა მცველის გაყიდვა გადაწყვიტა.
კუკურელია, რომელსაც სარეზერვო გუნდში – 54, მთავარ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული, ამჟამად 23 წლისაა.
ბოლო პერიოდში მარკს “მანჩესტერ სიტის” უკავშირებენ.
სანამ ალბას სამ წრეს არ შემოატარებენ კამპ ნოუზე, მანამ მარცხენა ლატერალის მომყვანი არაა ლაპორტა;
ისევ დესტი ეგდოს და რობერტო, ხან იქეთ და ხან აქეთ, იქნება რაიმე გამოვიდეს
ვის რათ უნდა კუკურელია , როცა ზე რეაქტიულ ალონსოს უფორმებენ კონტრაქტს , სად ალონსოს ირმის ნახტომის სისწრაფე და სად კუკურელია ?! 🙂
ამას სიტი ყიდულობს როგორც ვიცი
რამე მაინც ჩაედოთ კონრტაქტში ამ გამოხლეებულებს რო ადვილად შეგვძლებოდა დაბრუნება
ყველაფერში როგორ უკუღმა აზროვნებენ ეს ხალხი, ვინ დაგვთარსა ესე.
ალბაზე არანაკლებ ტექნიკური და სწრაფია ეს ბიჭი, ჯერ საერთოდ რატო გაასხვისეს თავის დროზე საკითხავია და მერე კიდე ახლა რატო არაფერი ისმის ამასთან დაკავშირებით ვერ ვხვდები, მითუმეტეს ატიურად იწერება ალბას შემცვლელზე.
რა პოზიციაა
არანაირი უფლებები არ დაგვრჩა ამაზე, იაფად რო დაგვეთრია ?
რასაც ვუყურებ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, იმედია ვნახავ ბარსელობაში მაგის თამაშს