დანი ოლმომ მარკ კუკურელია გააფრთხილა: ის ლამინ იამალის წინააღმდეგ დაიტანჯება

დანი ოლმომ მარკ კუკურელია გააფრთხილა: ის ლამინ იამალის წინააღმდეგ დაიტანჯება

“ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ ესპანეთის ნაკრებში თავის თანაგუნდელ მარკ კუკურელიას მოსისხლე მტრის, “რეალ მადრიდის” რიგებში მოულოდნელი ტრანსფერის შემდეგ, მეგობრული, მაგრამ მკაფიო გაფრთხილება გაუგზავნა. “ჩელსის” ყოფილმა ფლანგის მცველმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 6-წლიანი სარფიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც მომავალ “ელ კლასიკოებს” კიდევ უფრო დიდ ინტრიგას შესძენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კუკურელია კატალონიური კლუბის აკადემიის აღზრდილია.

ოლმო კუკურელას ურთულეს მატჩებს უწინასწარმეტყველებს

“ბარსელონას” შემტევმა აღიარა, რომ ნაკრებშ ამ მოახლოებული ტრანსფერის შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა, მიუხედავად ახალი საფეხბურთო მტრობისა, მან თავის ახლო მეგობარს წარმატება უსურვა.

ოლმომ Sport-თან საუბრისას განაცხადა:

ჩვენ ამას არ ველოდით. მან ეს საიდუმლოდ შეინახა. თუ ეს იყო ის, რაც სურდა, მიხარია მის გამო, რადგან ის ჩემი მეგობარია. თუმცა, ახლა მას ლა ლიგაში ტანჯვა მოუწევს. მაგალითად, მას ლამინ იამალის წინააღმდეგ მოუწევს ტანჯვა.”

გიგანტების სატრანსფერო ომი

“თეთრებმა” ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს საკმაოდ აგრესიულად უპასუხეს და ბერნარდუ სილვასა და იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერებიც დახურეს. მეორე მხრივ, არც “ბარსელონა” რჩება ჩრდილში – კლუბმა პრემიერ ლიგიდან ენტონი გორდონი დაიმატა და ახლა ხულიან ალვარესის ტრანსფერზეც მუშაობს.

ოლმომ მეტოქის გაძლიერებაზეც ისაუბრა:

ნორმალურია, რომ ტიტულების გარეშე გატარებული ორი წლის შემდეგ ისინი ძლიერდებიან და მსოფლიო დონის მოთამაშეებს იმატებენ, მაგრამ ჩვენ არ ვნერვიულობთ. ჩვენ გორდონის სახით შესანიშნავი ტრანსფერი განვახორციელეთ და ბედნიერები ვართ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 20 ივნ 2026, 22:47

    Grimaldo atletikoshi, kukurelia realshi, 2+ goli barsas karshi sashualod.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 20 ივნ 2026, 07:32

    ეჰ არადა როგორ დაგვხატავდა

  • Ronaldinho.R10
    Ronaldinho.R10 ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 19:07

    ატლეტიკომ გრიმალდოსთან შეთანხმებას მიაღწიო და ჩვენ რას ვშვებით როგორ ვართ?

    • araujo4
      araujo4 კულე
      schedule 19 ივნ 2026, 19:39

      ჩვენ ცუდად

  • Ronaldinho.R10
    Ronaldinho.R10 ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 19:06

    ატეტიკომ გრიმალდოსთან შეთანხმებას მიაღწიო და ჩვენ რას ვშვებით როგორ ვართ?

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 20:27

      ჩვენ დაცვაში არავინ გვჭირდება. დაცვა გვაქვს იდეალური. რომც გვჭირდებოდეს ისეთი ტაქტიკით ვთამაშობთ, რომ აზრი არ აქვს გაძლიერებას. ვინც გვყავს საუკეთესო მაგალითად კუბარსი ისიც შეგვიძლია გავყიდოთ თავისუფლად და ნებისმიერი დავაყენოთ მის ადგილას. იგივე სურათი იქნება მაინც, ტაქტიკა გვაქვს ისეთი რომ აზრი არ აქვს ვინ იდება დაცვაში. ტყვილად რატო დახარჯოს კლუბმა ფული👍😁

      • Ronaldinho.R10
        Ronaldinho.R10 ვეტერანი
        schedule 19 ივნ 2026, 22:23

        რა საჭიროა ხო ზედმეტი ფულის ყრა🤣

        • Motamashe
          Motamashe ახალბედა
          schedule 19 ივნ 2026, 22:50

          ხო რავი არა?😁 ახლა ალვარესს მოვიყვანთ 150 მილიონად და ეგ იფრენს შეტევაში, მერე ფლანგებზე და ცენტრშიც დადგება კუბარსის გვერდით🤔

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 19 ივნ 2026, 23:21

      ძალიან ცუდად.