workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
8 წელი ტიტოს გარეშე

8 წელი ტიტოს გარეშე

უკვე 8 წელი გავიდა, მაგრამ “ბარსელონასთვის” ტიტო ვილანოვას დავიწყება მარტივი არ გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო, ტიტომ კლუბის ისტორიაში მაინც წარუშლელი კვალი დატოვა.

ფეხბურთის თამაში “ლა მასიაში” დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდამდე ვერ მიაღწია. არაერთი დაბალი დონის ესპანურ გუნდში თამაშის შემდეგ ტიტო “ბარსას” 2002 წელს, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დაუბრუნდა. 2003 წელს კატალონიური გრანდი კიდევ ერთხელ დატოვა, 2007 წელს კი “ბარსა ბ-ს” შეუერთდა, როგორც პეპ გვარდიოლას თანაშემწე. ერთი წლის შემდეგ პეპთან ერთად პირველ გუნდში დაწინაურდა და ფეხბურთის ისტორიაში ახალი თავის წერა დაიწყო.

2012 წელს, გვარდიოლას წასვლის შემდეგ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა დაინიშნა, რომელმაც გუნდს ლა ლიგა 100 ქულით მოაგებინა.

ტიტო ძალიან უყვარდათ ფეხბურთელებს. ცნობილია, რომ როდესაც მესის “ბარსელონას” დატოვების სურვილი პირველად გაუჩნდა, მას აზრი საავადმყოფოში მყოფმა ვილანოვამ შეაცვლევინა.

2013 წელს “ბარსელონადან” ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წასული ტიტო ვილანოვა სიმსივნესთან ბრძოლაში 2014 წლის 25 აპრილს დამარცხდა.

დღეს “ბარსელონას” საწვრთნელი ბაზის მთავარი სავარჯიშო მოედანი ტიტო ვილანოვას სახელს ატარებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    schedule 26 აპრ 2022, 21:19
    #9

    ისე ყოველთვის ყველაზე ცუდ დროს ყველაზე დაუნდობელი ბაიერნი გადაგვეყარა ყველგან. ფიზკულტურის მასწი გვწვრთნიდა და მაშინ ჰაინკესის ბაიერნი შეგვეჩეხა, ფერმერი გვწვრთნიდა და ფლიკის ბაიერნი. მესი წავიდა და ჯგუფშიც ეგენი შეგვრჩნენ. რაუბედურებაა

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2022, 13:47
    #8

    ნათელში ამყოფოს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 აპრ 2022, 08:26
    #7

    ციტატა: VanillaSoul

    ციტატა: totti10
    სიტის ცენტრ ფოვარდი ბალოტელის მერე არ ყოლია, მაანამდე კი ქინქლაძე ყავდა :დ სიტის არ ჭირდება ცენტრ ფოვარდი, უბრალოდ იმაზე მეშლება ნერვი რეალს ამხელა კუშს რომ აძLევენდა სიტის გეგონება კრისტალ პალას ან სანდერლენდს ხვდებოდეს

    ჯეკო კალათბურთელი იყო???

    აგუეროს რახან 9 არ ეცვა, იმას ნიშნავს რომ 9-ანი არ იყო?😀😀

  • VanillaSoul
    schedule 26 აპრ 2022, 01:38
    #6

    ციტატა: totti10
    სიტის ცენტრ ფოვარდი ბალოტელის მერე არ ყოლია, მაანამდე კი ქინქლაძე ყავდა :დ სიტის არ ჭირდება ცენტრ ფოვარდი, უბრალოდ იმაზე მეშლება ნერვი რეალს ამხელა კუშს რომ აძLევენდა სიტის გეგონება კრისტალ პალას ან სანდერლენდს ხვდებოდეს

    ჯეკო კალათბურთელი იყო???

  • JasoN
    schedule 25 აპრ 2022, 21:19
    #5

    რას გაიგებს კაცი რომ თურმე გვარდიოლა ყოფილა სიტის სისუსტე ) რაში ჭირდებათ ცხრიანი? გაქანწბული ტიკიტაკას უბერავენ და ფოდენი და დებრუინი აკეთებს გუნდის 80 % თამაშებისას? ყავთ ჟეზუსი ცხრიანი და იყენებს როცა საჭიროა. და კუშს რაც შეეხება სიტიმ ინგლიში რომც წააგოს მადრიდშიც ნაკლები ექნება იმიტომ რომ ფავორიტის სტატუსი აქვს მინიჭებული

  • jo va ni
    schedule 25 აპრ 2022, 17:42
    #4

    ტიტომ ბარსაში გული და სული დატოვა…. ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, დაფასება და ყოველთვოს გვემახსოვრება ტიტო ვილანოვა ბაესას ერთგილ გულშემატკივრებს, ნარელი და სანთელი მის სულს….

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 აპრ 2022, 15:16
    #3

    ციტატა: VanillaSoul

    ციტატა: totti10
    ხსოვნა იყოს ტიტოსიი, ძალიან კარგად შეეწყო გუნდსაც და ფეხბურთელები მას. ისე რა ვერ გავიგე იცი სიტის 1.42 რატომ აქვს კუში და რეალს 6.7 ვერ ვიგებ, რახან კაზემირო არ იქნება და ვტქვათ ალბა?? რეალია ბოლოს და ბოლოს ხოო? ან მე იმ ლიგის დედა ვატირე სადაც რეალთან ან ბარსელონასთან ფავორიტი სიტი უნდა იყოს 🙁 ეჰ საიდ მიექანება ფეხბურთიიიი. ზოგადად რომ დაუკვირდე სიტის სუსტი წერტილი იმენა არ აქვს, ტიპებ ს 23 მივე ვარსკვლავი ყავთ მგონი :დ :დ

    სიტის სუსტი წერტილი არის ცზრიანის პოზიცია და გვარდიოლა რომ ყავთ ლიგაზე აი ეგ ზუსტად…

    პეპის გარეშე ეს გუნდი დაიშლება,გუარდიოლამ თავისზე მორგებული გუნდი შეკრიბა და მის ფეხბურთს ათამაშებს, ესენი სხვა მწვრთნელის ხელში ამის ნახევარ თამაშს თუ დადებენ, ყველა არა მაგრამ ბევრი მათგანი

  • Memphis Depay
    schedule 25 აპრ 2022, 15:09
    #2

    პეპი გაიხსენებს ძველ დროს ხვალ :)))

  • VanillaSoul
    schedule 25 აპრ 2022, 14:52
    #1