workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯოვანა კეირუში ბარსელონას ადანაშაულებს – 18 წლის გოგონას ღია წერილი ჟოან ლაპორტას

ჯოვანა კეირუში ბარსელონას ადანაშაულებს – 18 წლის გოგონას ღია წერილი ჟოან ლაპორტას

ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჯოვანა კეირუში, რომელიც “ბარსელონადან” “ლევანტეშია” განათხოვრებული, კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ღია წერილს სწერს.

ძვირფასო პრეზიდენტო,

ამ დრომდე მოსვლა ადვილი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რაც გადავიტანე, დღეს ვგრძნობ, რომ “ბარსას” ქალთა გუნდში მიღებული შეურაცხმყოფელი ქმედებები უნდა დავგმო.

გოგონების მიმართ სექსისტური ძალადობა და შევიწროება დაუშვებელია. საჩივარი, რომელსაც ყველა დეტალი და სამხილი თან ახლავს, დირექტორთა საბჭოს წარედგინა. შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი პირები შესანიშნავად არიან იდენტიფიცირებულნი.

კლუბში 2020 წლის ივლისში, 17 წლის ასაკში მოვედი. ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა მიმიღეს. ძალიან მოტივირებული ვიყავი და პროგრესი მსურდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბრაზილიის ნაკრებში გამომიძახებდნენ – ამის შემდეგ კლუბი განსხვავებულად მექცეოდა. მიმანიშნებდნენ, რომ ეროვნულ გუნდში თამაში, “ბლაუგრანაში” ჩემი მომავლისთვის კარგი არ იქნებოდა. ისინი შეურაცხმყოფელი გზით მაფრთხილებდნენ, რომ ბრაზილიის ნაკრებში არ წავსულიყავი.

2021 წლის თებერვალში კლუბი არალეგალურად მზღუდავდა. გუნდის სამედიცინო პერსონალი ამტკიცებდა, რომ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი მქონდა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ მიზეზი სხვა რამ იყო.

რადგან ექიმების მოთხოვნა პროტოკოლს ეწინააღმდეგებოდა, კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტს დავუკავშირდი: პასუხი აშკარა იყო – ჩემი შემთხვევა არ შეიძლებოდა, კონტაქტად ჩათვლილიყო.

საბოლოოდ, მათ არაკანონიერად დამატყვევეს და სახლიდან ვერ გავდიოდი. განადგურებული ვიყავი. ეს ნიშნავდა, რომ კოპა დე ლა რეინას ფინალში ვერ ვითამაშებდი.

კარანტინის დასრულების შემდეგ, FIFA-სგან, ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მოხვედრის ნებართვა მივიღე, რაც კლუბმაც იცოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, PCR ტესტი გავიკეთე – როგორც ყოველთვის, პასუხი უარყოფითი იყო.

როცა კლუბში დავბრუნდი, დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც პროტოკოლის დარღვევასა და ნებართვის გარეშე მგზავრობაში უსამართლოდ დამადანაშაულეს.

ვცდილობდი, ჩემი უდანაშაულობის დამემტკიცებინა, მაგრამ, დირექტორმა მუქარით მითხრა: “არ იდარდო, შენზე ჩვენ ვიზრუნებთ”. პანიკაში ვიყავი და მეშინოდა. 

ამ მომენტიდან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. თვეების განმავლობაში კლუბი მამცირებდა. აშკარა იყო, რომ მათ ჩემი რეპუტაციის განადგურება სურდათ – უნდოდათ, თავდაჯერებულობა დამეკარგა და ჩემი სამუშაო დაეკნინებინათ.

ამ საქმეზე “ბარსელონა” პირდაპირი პასუხისმგებელი არაა, მაგრამ, ისინი მორალური და მენტალური ზიანის მოყენების გამო არიან დამნაშავეები. ეს მოგონებები, ეს ტრავმა და მისი შედეგები, სავარაუდოდ, წლები გაგრძელდება. ჩემი პერსონალური და პროფესიონალური ცხოვრება ძალიან დაზარალებულია.

ვიმედოვნებ, “ბარსა” თავის ინსტიტუციურ მოვალეობას შეასრულებს და გამჭვირვალედ იმოქმედებს, სანამ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე, იმედი მაქვს, რომ კლუბი, პრეზიდენტის მეშვეობით, ქალების წინააღმდეგ ფიზიოლოგიურ ძალადობასა და შევიწროებასთან დაკავშირებით საჭირო ზომებს მიიღებს. 

საბოლოოდ, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების ასეთ რთულ პერიოდში მეხმარებოდნენ და მხარს მიჭერდნენ.

პატივისცემით, ჯოვანა კეირუშ კოსტა.

– აცხადებს 18 წლის გოგონა.

ჯოვანა “ბარსელონას” ქალთა გუნდში 2020-21 წლებში ირიცხებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2022, 17:07
    #7

    მშვენიერი გოგონაა, იქნებ ესეც იყოს ამისი მუდმივი "ჩაგვრა" ალბათ დაიღალა.

  • XAVI 6-8
    schedule 30 მარ 2022, 02:35
    #6

    ციტატა: shu1987
    ეტყობა მოაკლდა არ ეყო


    აშკარაა სისტემატიური ბოიფრენდი არ ყავს რო დილაობით კარგ ხასიათზე დააყენოს ხოლმე🙃აბა რა იყო ეს რა იბჟუტურა

  • shu1987
    schedule 29 მარ 2022, 21:27
    #5

    აუ რა ფუჭად კარგავს დროს ეს ჩემისა, პირველივე აბზაცით მივხვდი დაახლოებით რაც უნდოდა, ეტყობა მოაკლდა არ ეყო 😃

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 მარ 2022, 20:17
    #4

    მე ვერაფერი ვერ გავიგე, ტყუილად დავკარგე ცხოვრების მნიშვნელოვანი 4 წუთი

  • ROUCH
    schedule 29 მარ 2022, 18:27
    #3

    თესლებს სურდათ ალბათ ესპანეთის ნაკრები აერჩია და სჯიან. აბა სხვა რა ვიფიქრო ბრაზილის ნაკრები ავირჩიე და მაგის მერე გამტისკესო ამბობს ბავშვი აი როგორც ეზალზულს უთხრეს ან ალბანეთი ან ბარსას ძირითადიო და ჩემპიონატი გამაზა იმ ყ£ემაც

  • Iniesta_8
    schedule 29 მარ 2022, 18:18
    #2

    ცოტა ყურადღება მოუნდა ბრაზილიელ ცანცარას სულ ესაა. თუ რამე ტექნიკურად არასწორად გაკეთდა პრეზიდენტი რა შუაშია. მიმართოს შესაბამის უწყებებს. რაში დავკარგე დრო.

  • La Pulga10
    schedule 29 მარ 2022, 16:53
    #1

    ეს რა წავიკითხე.ძალადობა სად ნახა ძალიან მაინტერესებს.მეეჭვება საერთოდ ესმოდეს ძალადობის მნიშვნელობა.ყველა სხვა წევრი კია გიჟივით,არავინ ჩივის და ბედნიერია,მარტო ამას ჩაგრავდნენ?არ იდარდო,თურმე მუქარა ყოფილა ხალხო."ვცდილობდი, ჩემი უდანაშაულობის დამემტკიცებინა, მაგრამ, დირექტორმა მუქარით მითხრა: "არ იდარდო, შენზე ჩვენ ვიზრუნებთ". პანიკაში ვიყავი და მეშინოდა".იქ გაუშვეს,არ გაუშვეს სხვა ამბავია.თუ დანაშაული მოხდა პასუხი უნდა აგოს დამნაშავემ,მაგრამ გაზვიადებულია ზედმეტად რაღაცეები და თითიდან გამოწოვილი.